 | ავტორი: ელი.. ჟანრი: პროზა 27 იანვარი, 2011 |
მდინარე მდინარებს, დღეს რაღაც, უჩვეულოდ მშვიდად. ოდნავ მომწვანო, მოჭაობისფრო წყალი ნაზად ევლება ფსკერიდან ავად ამოშვერილ, წვეტიან და გლუვ ქვებს.ისინიც სინაზითვე პასუხობენ და კიდევ უფრო გლუვდებიან ყოველი მისი შეხებისას. ნაპირებიდან მომავალი ნაფეხურები მზეზე უმოწყალოდ იხრუკებიან და თავის გადასარჩენად მდინარისკენ გარბიან,მერე წყლის ფსკერზე ტოვებენ, უფრო სწორად, ვეღარ ტოვებენ კვალს და უბრალოდ სველდებიან. გოგო და ბიჭი თავიანთი წილი წყლით ერთმანეთს წუწავენ, იცინიან, ყურყუმალაობენ, მერე სასიამოვნოდ დაღლილები მოსიპულ ლოდზე წვებიან და ახლა მზეს ძალავენ ენერგიას.ხარბად ისრუტავენ მის სითბოს კანის ყველა ფორით და დაქანცულებს ლოდზე ეძინებათ. რამდენიმე წუთში დამწვარ სხეულზე ღრუბლების ფაფუკი გახახუნებები აღვიძებთ. ჰაერში,ზემოთ მილივვივებენ და გაფართოებული თვალებით ერთმანეთს აშტერდებიან, მერე კითხვის ნიშნებივით იხრებიან და მუცელზე ბრუნდებიან. ქვემოთ ჩანს მდინარე, დღეს რაღას უჩვეულოდ, ზანტად მდინარე და ხეები, მის ირგვლივ დარაჯებივით მდგარნი, მთვლემარეს დასაცავად. მალე უჰაერობას გრძნობენ, სულ უფრო პატარა ნაჭრებად უშვებენ მას ფილტვებში, ღრუბლებივით ფითრდებიან და პირველად ცხოვრებაში უნდებათ, რომ ქვემოთ იყვნენ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ეს ნაწერი მომეწონებოდა რომელიმე ვრცელ ნაწარმოებში, ერთ-ერთ აბზაცად... წარმატებები! ეს ნაწერი მომეწონებოდა რომელიმე ვრცელ ნაწარმოებში, ერთ-ერთ აბზაცად... წარმატებები!
2. +5 ლამაზია. +5 ლამაზია.
1. ნაპირებიდან მომავალი ნაფეხურები მზეზე უმოწყალოდ იხრუკებიან და თავის გადასარჩენად მდინარისკენ გარბიან. +2.გილოცავ ნინოობას!:) ნაპირებიდან მომავალი ნაფეხურები მზეზე უმოწყალოდ იხრუკებიან და თავის გადასარჩენად მდინარისკენ გარბიან. +2.გილოცავ ნინოობას!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|