 | ავტორი: არკუსი ჟანრი: პოეზია 16 იანვარი, 2011 |
არ მისმენ, არ გინდა, არ გრძნობ და განიცდი, ღამეც სხვათაშორის უხეში ფიქრია, ლექსი დამეყაროს თუ მიწა არ ვიცი, განცდები, გრძნობები, უკვალოდ მიჰქრიან.
შენ სავსე რჩები და უგულოდ ასხურებ ცრემლებს, რომ წვეთები მაკიაჟს ებრძოლა და ვითომ იშორებ დამალულ მსახურებს, ვითომ, რომ გძულდა და უნებოდ გეყოლა.
იტყუებ არსებას, გულს უთხრი სამარეს, ვნება და ისიც რა გაცივდა გულივით ახმობ და აბნელებ სიცოცხლის კამარებს, ივიწყებ ყველაფერს თუ ,როგორ ვუვლიდით. სითბოს და სიყვარულს, სუნთქვას და ბაგეებს ჟინს უკვე დაჩეხილს გულიდან წამოსულს, თუმც უკვე ტყუილად, ჩემს გრძნობას აგემეს ტყვია და ძაღლები ფლითავენ სამოსელს.
არ მისმენ, არ გინდა, არ გრძნობ და განიცდი, დავხიე ღამე და ფიქრები გადავწვი, ეს ლექსი დამმარხავს, თუ მიწა არ ვიცი!! და ბოლო სტრიქონიც ცრემლებად დამაწვიმს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. კარგი ლექსია!!! ბევრი ლამაზი სიტყვა ამოვიკითხე :) გაიხარე, ავტორო! :) კარგი ლექსია!!! ბევრი ლამაზი სიტყვა ამოვიკითხე :) გაიხარე, ავტორო! :)
6. დავხიე ღამე და ფიქრები გადავწვი, ეს ლექსი დამმარხავს, თუ მიწა არ ვიცი!! და ბოლო სტრიქონიც ცრემლებად დამაწვიმს. :) მე მომეწონა55 დავხიე ღამე და ფიქრები გადავწვი, ეს ლექსი დამმარხავს, თუ მიწა არ ვიცი!! და ბოლო სტრიქონიც ცრემლებად დამაწვიმს. :) მე მომეწონა55
5. კარგია, მაგრამ წინა უფრო მომეწონა :) + 5 კარგია, მაგრამ წინა უფრო მომეწონა :) + 5
4. თორნიკეეეეე,კარგიააა მე მომეწონა პირადად! თორნიკეეეეე,კარგიააა მე მომეწონა პირადად!
2. მე მთლიანობაში არა,მაგრამ საერთო ურაკული "ტავარის" ფონზე ანანესავით კატეგორიული არ ვიქნები ამ ლექსთან :) მე მთლიანობაში არა,მაგრამ საერთო ურაკული "ტავარის" ფონზე ანანესავით კატეგორიული არ ვიქნები ამ ლექსთან :)
1. არ მომწონს. არ მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|