ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალო
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2011


ლექსი თბილისში...

ლექსი თბილისში, ლექსში თბილისი,
მტკვარის დუდუნი ძველი პოემა,
დადუმებული ნეკნში ტკივილი
და გარდასულის განმეორება,
ვნებით გამშრალი გველის პერანგი,
ვნებით დამზრალი ძვლების ცხონება,
ისლის ქოხები და პეგამენტი,
სისხლის ყივილი და მზის ქონება.
გამოძახება შორიდან შორის
და ამ სიშორით კვლავ გახელება,
თეთრი დუმილი ისევ ორს შორის
და თეთრი ღამის არგათენება,
ასე ჩეული ავი დროება -
ნარიყალასთან სისხლი მტვრადქმნილი,
სულის ჩვეული არდამონება
და ამ ურჩობით სისხლი მტკვრადქმნილი.
ლექსი თბილისში, თბილისი ლექსში
მტკვარის დუდუნი ძველი პოემა,
დადუმებული ნეკნში ტკივილი
და გარდასულის განმეორება...

          თედო ჯორბენაძე
                  ბათუმი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები