ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკო ცოცხალაშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 იანვარი, 2011


უ-საზღვროდ...

ცას გასცქერით?... რისთვის? ...თვალისმომჭრელად აკიაფებულ სიკვდილს უნდა დახვდეთ?... და ამას ჰქვია მთელი ცხოვრება წინ გაქვს?... არა, ამას ჰქვია რღვევა... ხრამის პირას დგომა ურიგოდ....

ამწვანებულ ველ-მინდვრებს უყურებთ, მთის ფერდობზე მუქ ლაქებად ფიჭვებს გასცქერით, მინდვრებში ყვითლად მოელვარე ყანებს და საკმარისია ოდნავ დაიხაროთ, რომ გაიგებთ თავთავების ჩურჩულს.... მაგრამ!...

მაგრამ არ გაინტერესებთ "მათი ბოდვა", ყველა ხომ მაინც თავის გაცვეთილი ფრაზებით ხმაურობს.... არწივების ფრენა უფრო გიტაცებთ, რომლებიც საოცარ სიჩუმეში ლაღად გაშლიან ფრთებს, დინჯად გაცურავენ თბილ ჰაერსა და ლაჟვარდოვანი ცის სიღრმეში....

მოხუცი მზეც დაიღალა ხანგრძლივი მოგზაურობით... ყოველდღიურობით...მისი მგზნებარე ფანტაზიაც კი არა გყოფნით და ახლის ძიებაში  ძველსაც კარგავთ....

და ყოველ ახალ დღეს ფერმკრთალი, უსიცოცხლო სახე, გაყინული, ხელოვნური ღიმილი, არაბუნებრივი პოზა და ჩამქრალი მზერა გაქვთ....ცივ, საზიზღარ ქაღალდის ფურცლებზე, რაღაც ერთფეროვანი ხაზები გამოგდით... სხეულშიც ისეთი სივიწროვეა, რომ სული გეხუთებათ...

ყველაფერში ზედაპირულები ხართ.. რისთვის? გგონიათ, რომ ოდესმე ყველაფერი მთავრდება?... არა, როდესაც თქვენ თვლით, რომ ყველაფერი დამთავრდა, სწორედ მაშინ იწყება რაღაც ახალი....
თავაწყვეტილი ბრბო, უგვირგვინო მეფე და თქვენ - ღამის სიგრილეში დამშვიდებული... თქვენ, რომელიც ყოველ ახალ დღეს უცხოდ ხუნდება და იბოჭავს ტვინს, იმის შიშით, რომ ძველ შეცდომებს ახალი არ დაურთოს....

თქვენ მხატვარი ხართ?.. რამე დაგიხატავთ?... ადამიანის სული სხეულის გარეშე წარმოგიდგენიათ?... არა? ჰოდა სწორედ მაგაშია ადამიანისთვის ოსტატურად დაგებული ქსელის მთავარი მიზანი... ადამიანისთვის, რომელიც კიდევ და კიდევ ყველაფერს ზედაპირულად უყურებს...

წუწუნის სუნში გაჟღენთილნი რეალობას ვერ აგიქვამთ... ყველაფერს ბედ-იღაბლს აბრალებთ და ბოლოს გაქვავებულ საფლავის ქვასთან ტირილით გიღამდებათ.... გლოვობთ დაუსრულებლად.... გლოვობთ იმაზე, რომ წესიერად გლოვაც არ შეგიძლიათ!....

თქვენ იცით, რომ ციცაბო მთაზე ფორთხვა ძნელია, მით უმეტეს თუ სიარულს ხართ მიჩვეული!....

17.01.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს