ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩაია
ჟანრი: პოეზია
20 იანვარი, 2011


რა არის ყურთან შენი ტუჩები

რა არის ყურთან შენი ტუჩები
და ყოველ ჯერზე ახალი განცდა.
ჩემი პერანგი ისე გიხდება-
როგორც თოვლი და ბავშვები ზამთარს...
მოვრჩი,
ვერ სუნთქავ.
ფეხისწვერებზე ასრულებ ნებას,
ეძებ სიგარეტს და ცოტა სასმელს
სვამ და ნასვამზე უფრო გინდება...

რომ ჩემთან ერთად მოკლა ზამთარი.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს