 | ავტორი: ლუიზიანი ჟანრი: პროზა 20 იანვარი, 2011 |
ქალბატონი გზააბნეული ბავშვივით, თითქმის სირბილით უახლოვდებოდა ბათუმის რკინიგზის სადგურს. თავადაც ვერ გააცნობიერა, ისე სწრაფად ავიდა მატარებელში, რომელიც უკვე გასასვლელად ემზადებოდა. იქნებოდა ასე 45 წლის, თუმცა მისი ნაადრევად დანაოჭებული სახე სხვას მეტყველებდა. ეტყობოდა, ცხოვრებას მისი სილამაზისთვის მძიმე დაღი დაესვა. შემოსილიყო შავი, თითქმის გახუნებული კაბით, თმა მთლიანად გასთეთრებოდა, საოცრად ლამაზი, დიდრონი, ცისფერი თვალები სულ მთლად ამღვრეოდა. მას არ ესმოდა არაფერი, მხოლოდ ერთსა და იმავე სიტყვას იმეორებდა გაუჩერებლად: შვილი, შვილი, შვილი..... ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მატარებელმა თბილისს არ მიაღწია. ჩამოდგა ბაქანზე მატარებელი, ყველა ელოდა თავისი ჩამოსვლის რიგს. მხოლოდ ეს ქალბატონი ჩქარობდა ჩასვლას, ხან იქით აწყდებოდა, ხან აქეთ რათა პირველი ჩასულიყო..ზოგი ლანძღავდა, ზოგოც ზრდილობიანად უთმობდა გზას. იგი ვერავის ამჩნევდა, ეტყობოდა სასოწარკვეთილებას შეეპყრო. თუმცა მოულოდნელად გონს მოეგო და იქვე ახლოს მყოფ ადამიანს ჩუმად რაღაც ჰკითხა. ამ უკანასკნელს პასუხი არ ქონდა დასრულებული, რომ იგი მოსხლტა ადგილიდან და კვლავ საოცრად ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა. ასე იარა დაახლოებით 40 წუთი. უცებ ერთ უზარმაზარ შენობასთან შეჩერდა, ზემოთ აიხედა და ძლივს, ლუღლუღით ამოიკითხა: “ბავშვთა სახლი”. ერთ ხანს დაფიქრდა, თმა შეისწორა, ცოტა მოწესრიგდა და კარისკაცს კითხა თუ როგორ უნდა შეხვედროდა ბავშვთა სახლის ხელმძღვანელს. კარისკაცმა უპასუხა: -რომ შეხვალთ, ხელმარცხნივ დერეფანს გაუყევით და ბოლოში სწორედ მისი კაბინეტი შეგხვდებათ. ქალბატონმა მადლობა გადაუხადა და დერეფნისკენ გაემართა. კარზე კაკუნი გაისმა: -მობრძანდით, კარი ღიაა! გაისმა პასუხი. გაიღო კარი და ქალბატონმა ძლივს გადმოდგა რამოდენიმე ნაბიჯი, როცა ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი თავად მივიდა აღელვებულ ქალბატონთან და სავარძელთან მიიყვანა. -უკაცრავად თქვენ ბრძანდებით სოფი თაბუკაშვილი? ძლივს გამოთქვა ეს სიტყვები ქალბატონმა. მის სიტყვებში საოცრად დიდი სევდა და შიში იგრძნობოდა. -დიახ ქალბატონო. რით შემიძლია დაგეხმაროთ? -მე, მე აქ, თქვენთან მომასწავლეს. მე, მე ბავშვის აყვანა მინდა და რამდენად არის ეს შესაძლებელი თქვენთან? კითხა ათრთოლებული ხმით და არ ქონდა ბოლომდე სიტყვა დასრულებული, რომ უცებ ხელებში ჩარგო თავი და მწარედ აქვითინდა. სოფი კი ვერ ხვდებოდა რა მოხდა, რატომ ტიროდა ქალბატონი, ასე რატომ ღელავდა..ამიტომ მის დაწყნარებას შეეცადა. ამ უკანასკნელს ეტყობოდა, რომ კეთილი და სანდომიანი ადამიანი იყო. -ნუ ტირით, დამშვიდდით.. მე შემიძლია რამით დაგეხმაროთ? -უკაცრავად, ბოდიშით შვილო, არაფერია მე უბრალოდ ჩემს ბედს მივტირი...უპასუხა დაბნეულმა ქალბატონმა . -მესმის თქვენი! ყოველი ადამიანი, რომელიც აქამდე მოდის, ყველას ასე ემართება, რადგან მათი გულები ერთდროულად სინანულით და სიხარულითაა სავსე. ახლა კი მითხარით რატომ გინდათ ბავშვის აყვანა? თქვენი ასაკის ქალბატონისტვის ცოტა დაგვიანებული ხომ არაა? რატომ ადრე არ გადაწყვიტეთ? ქალბატონმა თავი აწია და მხოლოდ მაშინღა შეხედა ჯერ კიდევ ცრემლიანი თვალებით სოფის. ერთხანს გაოცდა, თითქოს რაღაცას იგონებდა, გული აუჩქარდა, ერთიანად აცახცახდა, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა. სოფიმ წყალი მიაწოდა, იგი ცოტა დამშვიდდა და განაგრძო: -მაპატიეთ შვილო. ალბათ ფიქრობთ შეშლილიაო, მაგრამ დამიჯერეთ, თქვენ რომ იცოდეთ ჩემი ცხოვრების ერთი დეტალი მაინც, ასე აღარ იფიქრებთ... (გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ვნახოთ.. . ვნახოთ.. .
11. 5
გადავედი შემდეგ თავზე . 5
გადავედი შემდეგ თავზე .
10. დაველოდებით გაგრძელაბას ++ დაველოდებით გაგრძელაბას ++
9. მგონი, საინტერესო იქნება... :) მგონი, საინტერესო იქნება... :)
7. + + მომეწონა. + + მომეწონა.
6. დაგვაინტრიგე :)
კარგი დასაწყისია :) დაგვაინტრიგე :)
კარგი დასაწყისია :)
5. საინტერესო დასაწყისია. გაგრძელების მოლოდინში ვიქნები. კარგი ხარ. +5 საინტერესო დასაწყისია. გაგრძელების მოლოდინში ვიქნები. კარგი ხარ. +5
4. გაგრძელება აუცილებლად ექნება:) გაგრძელება აუცილებლად ექნება:)
3. თემა მტკივნეულია. ალბათ გაგრძელება ექნება.. ჩემი-"ჩემო" გამახსენდა:( თემა მტკივნეულია. ალბათ გაგრძელება ექნება.. ჩემი-"ჩემო" გამახსენდა:(
2. ველოდები გაგრძელებას :) + 5 საინტერესოა. გენაცვალე :-* ველოდები გაგრძელებას :) + 5 საინტერესოა. გენაცვალე :-*
1. და გაგრძელება?..... და გაგრძელება?.....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|