ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფედრა
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2011


შენ და ქალაქი

გულის სიღრმიდან,როცა ოხვრა ამოაქვს ქალაქს.
მტრედის გუნდივით ფრთხიალს,როცა დაიწყებს არე.
ზეცა გაყინულ თითებს უბეში ჩამიმალავს
და უშენობას ამით შენსავით შემაყვარებს.

როცა ნაცნობთა შორის გაუცხოება მიდი-
მოდის და თავი მოაქვს,როგორც ზამთარი.დენდი.
აღარ ყოფილა თურმე,რასაც აქამდე ვთვლიდი
ისე სათნო და მაინც,როგორც მშობლიურს ვენდე.

მკერში ვიღაცა შენი ტუჩების სითბოს როშავს,
ხველებით ამომაქვს და...არასდროს ვრჩები ვალში.
ირონიული მარტო შენი სიცილი მთოშავს..
და თმები მოხვეული ყელზე.თმებია კაშნე.

აქამდე უარყოფილ ყველა ნაწილაკს ვიცავ
მცნების,მანამდე, რასაც არ ვიკარებდი ახლო.
ჩანასახშივე მივხვდი გულის მაგივრად მიწა
როგორ ფეთქავდა..შენ კი ახლაც თვალებით მიხმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები