ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუიზიანი
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2011


ა ღ ს ა რ ე ბ ა (III)

ერთ წამში დასრულდა ჩემი ლამაზი ზღაპარი, რომელშიც მთელი ამდენი წლები ვცხოვრობდი.  განადგურებული მივაბიჯებდი სახლისკენ და მივტიროდი ჩემს დამსხვრეულ ოცნებებს. მხოლოდ მაშინღა მივხვდი, რომ დავითის ჩემდამი სიყვარულიც ჩემი ოცნების ნაწილი იყო.
3 თვეც არ იყო გასული, როცა ჩემს მშობლებს განვუცხადე მათთვის სრულიად მოულოდნელი ამბავი. მოეცათ ნებართვა წავსულიყავი საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად. მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო, ჩემდამი უსაძღვრო სიყვარულის გამო დამრთეს წასვლის ნება. მათ არ იცოდნენ რომ მე მივდიოდი არა სასწავლებლად, არამედ მხოლოდ მათთვის, რათა ამეცილებინა ის დიდი სირცხვილი, რასაც ჩემი ფეხმძიმობა მოუტანდა მათ ბედნიერ და ყველასათვის სამაგალითო ოჯახს. დიახ მე ფეხმძიმედ ვიყავი დავითისგან...შევაგროვე ყველა საჭირო საბუთი, შევასრულე ყველა აუცილებელი პირობა და უკვე ერთ თვეში მზად ვიყავი გასამგზავრებლად. მივდიოდი და თან მიმყვებოდა დედის ლოცვა და მზრუნველი თვალები. მამა კი თითქოს დამუნჯებულიყო, აღელვებული ერთ ადგილზე კლდესავით გაქვავებული ყო.წამებს ვითვლიდი და უფალს ვთხოვდი საუკუნედ გაგრძელებულიყო ისინი. მშობლებს დავემშვიდობე და ნაძალადევი ღიმილით კიბისკენ გავემართე. არ მინდოდა უკან მოხედვა,მაგრმ გონებას გულმა სძლია, ატირებული გავიქეცი მათკენ,ხალხი ერთმანეთში ირეოდა,მე კი ვერავის ვამჩნევდი და წინ მივიწევდი.
-დედა,დედიკო! მამიკო! ჩამეხუტეთ ისე როგორც არასდროს. მოვკვდები,უთქვენოდ მოვკვდები!!! სასოწარკვეთილი ვიმეორებდი და თან მშობლებს ვეფერებოდი. წარმოვიდგინე, თითქოს უკანასკნელად ვხედავდი მათ და გული შემეკუმშა. არ მახსოვს როგორ მოვვხვდი თვითმფრინავში,მაგრამ მამის ბოლო სიტყვები მკაფიოდ ჩამესმოდა ყურებში:
-ჩემო გოგო! მე მჯერა შენი და ამაყი ვარ,რომ ჩემი შვილი ხარ.არასდროს დაივიწყო ღმერთი და შენი წარმომავლობა.ცხოვრებამ შეიძლება ბევრი განსაცდელი მოგივლინოს,მაგრამ სინდისი და ადამიანურობა არასდროს დაკარგო. იარე წინ რწმწნით და სიყვარულით,ნურავის გასწირავ შენი ბედნიერებისა და სახელისთვის.დააფასე ყოველთვის ის,რაც გავს, თვალისჩინივით გაუფრთხილდი ყველაფერს რითაც უფალი გაკურთხებს და მადლობა გადაუხადე ყველაფრისთვის.არ ვიცი ხვალ რა იქნება, მაგრამ იცოდე,ჩვენ მუდამ შენთან ვიქნებით. ეს კი იცოდე, მშობლის ტკივილს,სიხარულს და სიყვარულს უფრო მეტად მაშინ დააფასებ,როცა თავად გახდები მშობელი. თუ ამ ყველაფერს შეასრულებ,მხოლოდ მაშინ ჩავთვლი, რომ შენი მშობლების ცხოვრებას ფუჭად არ ჩაუვლია...
უცხო გარემო, უცხო ქალაქი, უცხო ხალხი...მხოლოდ წვიმა იყო ჩემთვის ნაცნობი,რომელიც ჩემსავით ტიროდა,ტიროდა გაუჩერებლად. ცრემლებით სახეს მინამავდა და ძალას მაძლევდა...მივდიოდი, მაგრამ სად? თავადაც არ ვიცოდი. ახლობელი, რომელიც უნდა დამხვედროდა არსად ჩანდა, ერთი დღე და ღამე უშედეგოდ ველოდე აეროპორტში. ალბათ არ უნდოდა ზედმეტ ტვირთად დავწოლოდი და ისე გამიმეტა,რომ ერთხელაც არ დაფიქრებულა 17 წლის გოგონას სრულიად უცხო ქვეყანაში რა ბედი მეწეოდა. თუმცა არ ვსაყვედურობდი,რადგან თავად ვიყავი ერთი დიდი ტყუილი...მიუხედავად ჩემი შეცდომებისა, უფალმა გასაჭირში მაინც არ მიმატოვა და დახმარების ხელი გამომიწოდა. ქუჩაში მოხეტიალე მხოლოდ ერთმა სათნო მოხუცმა შემამჩნია, მომიახლოვდა და დახმარება შემომთავაზა. არაფერი გამხარებია ისე, როგორც იმ ქალბატონის დანახვა. როცა მას ჩემი ეროვნება ვუთხარი, ატირდა და გულში ჩამიკრა..თავად ყველაზე ძლიერ მწერალსაც კი გაუჭირდებოდა იმის გადმოცემა, რაც მაშინ ხდებოდა. ქალბატონი ისე მიკრავდა გულში,როგორც დედა საკუთარ შვილს. ჩვენ უცხონი ვიყავით ერთმანეთისთვის, მაგრამ ამავე დროს ძალიან ახლობლები... ჩვენ გვაერთიანებდა ჩვენი სამშობლო, ჩვენი პატარა. თბილი საქართველო...იმ დღიდან მისი დიდი თხოვნით მასთან დავბინავდი, რომელიც სრულიად მარტო ცხოვრობდა. მოვუყევი ჩემი  სევდიანი თავგადასავალი და გავანდე ჩემი ზრახვები. დრო სწრაფად გადიოდა,  ჩემში კი ახალი სიცოცხლე იზრდებოდა, რომელიც ჩასახვის დღიდან ჩემს მწვალებლად იქცა. მიუხედავად ეთერი ბებოს (ქალბატონი, რომელმაც შემიფარა) დაჟინებული ხვეწნისა მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩი და მოუთმენლად ველოდი ჩემი შვილის დაბადებას, რომელიც არც თუ ისე შორს იყო. ზუსტად 9 თვის თავზე დაიბადა გოგონა. როცა მისი ხმა გავიგონე, ყურებზე ხელები ავიფარე, რადგან გამუდმებით დავითის საშინელი ხმა მაგონდებოდა. მისთვის ერთხელაც კი არ შემიხედავს, რადგან იმ უდანაშაულო და სპეტაკ ბავშვსაც ვერ ვიტანდი, რომელსაც 9 თვის მანძილზე მუცლით ვატარებდი... უცებ ქალბატონი თითქმის გონებამიხდილი სავარძელზე დაეშვა, მწარედ ამოიკვნესა და განაგრძო თხრობა:
რამდენიმე დღეში, როცა უკვე თავს კარგად ვგრძნობდი და სრულად გამოვჯანმრთელდი გადავწყვიტე სამშობლოში დაბრუნება.
- ეთერი ბებო! მე არ ვიცი ჩემი მადლიერება როგორ გამოვხატო, მაგრამ ის კი ვიცი რომ ჩემს გულში ყოველთვის დარჩებით ნათელ წერტილად. თვას გაუფრთხილდით. ვინ იცის ბედმა იქნებ ისევ ინებოს ჩვენი შეხვერა. იმედს არ ვკარგავ და მოუთმენლად დაველოდები თქვენს სამშობლოში დაბრუნებას.
-კარგი ახლა ჩემო გოგო ნუ დამამწუხრე. ჩამოვალ აბა რას ვიზამ. მანამდე კი შენს პატარას კარგად მოუარე, შენ ხომ შემპირდი რომ სისულელეებზე აღარ იფიქრებ? ახლა კი წადი და დაიმახსოვრე რომ,  შვილი ღვთის უდიდესი საჩუქარია, ის დიდი სიხარულია რომლის შეგრძნებაც მე არ მარგუნა ბედმა სამწუხაროდ. აჩუქე ის დიდი სიყვარული, რომელშიც შენ თავად გაიზარდე..
სამწუხაროდ იმ დღის შემდეგ იგი აღარ მინახავს, მაგრამ ის ნათელი წერტილი დღემდე ცოცხლობს ჩემს გულში...
დავადექი სამშობლოსკენ მიმავალ გზას, ოღონდ ბავშვის გარეშე... დიახ, მე ჩემი ხელით მივაბარე ჩემივე ნაშობი შვილი ბავშვთა სახლს...არად ჩავაგდე მოხუცის სიტყვები და საკუთარი გრძნობები.
როდესაც სამშობლოში დავბრუნდი, ჩემი ისედაც დანგრეული ცხოვრება საბოლოოდ დაინგრა. სახლში დამხვდა მხოლოდ დედმამის სურათები. იმ დღეს , როცა ჩემი შვილი ბავშვთა სახლში დავტოვე, მშობლებიც სწორედ იმ დღეს მოყვნენ ავტოკატასტროფაში, რამაც მათი ნაადრევი დაღუპვა გამოიწვია. აღარაფერი იყო ისეთი, რისთვისაც სიცოცხლის გაგრძელება ღირდა, მაგრამ თავის მოკვლა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მაინც ვერ გავბედე. განვაგრძე ცხოვრება, მამის კარგი მეგობრების დახმარებით დავიწყე მუშაობა. მივყვებოდი ცხოვრების ნელ დინებას. ყოველი დღე ერთმანეთს გავდა. მიუხედავად ჩემი გარეგნობისა ვერავის და ვერაფერს ვამჩნევდი. ჩემთვის ყველა მამაკაცი ერთნაირი იყო, რომლებსაც დასანახად ვერ ვიტანდი. მეგონა ყველა დავითისნაირი გულქვა და დაუნდობელი იქნებოდა. თუმცა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად ადამიანი რომელმაც შემამჩნია და შევუყვარდი ისეთი სიყვარულით, როგორზეც მე ვოცნებობდი. მას ძალიან დიდი დრო დასჭირდა, თუმცა თავისი კეთილშობილური საქციელითა და პატივისცემით მაინც შეძლო ჩემი გულის მოგება. მან იცოდა ყველაფერი ჩემს შესახებ, გარდა იმ საიდუმლოსი, რომელიც დავითთან მაკავშირებდა.
რამოდენიმე ხანში შევქმენით ოჯახი, ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახი. მაგრამ ამ ბედნიერებას ერთი რამ აკლდა, ეს იყო შვილი. გავიდა წლები, თუმცა ბავშვი მაინც არ გვეყოლა. ის სიყვარულიც, რომელიც ისეთი დიდი და სათუთი იყო, ვამჩნევდი რომ თანდათან ქრებოდა. გიორგი... ხო ასე ერქვა ჩემს მეუღლეს, დღითიდღე იცვლებოდა. მისი ერთადერთი ნატვრა შვილი იყო, თუმცა მე მისი სურვილის ასრულება ვერ შევძელი. სწორედ ამიტომ მეორედ დაინგრა ჩემი ცხოვრება. გიორგიმ მიიღო ის საშინელი გადაწყვეტილება, რომლისაც მე საფუძვლიანად მეშინოდა. მან მე მიმატოვა... და სწორედ მაშინ, როდესაც დავრჩი მარტოდმარტო ჩემს თავთან, მივხვდი თუ რა გავაკეთე. დავთმე ის ერთადერთი და წმინდა რამ , რაც კი ცხოვრებაში გამაჩნდა. ეს იყო ჩემი შვილი...შენს წინაშე დგას ყველაზე უბედური შვილი, დედა, ცოლი და შეყვარებული, რომლის უკანასკნელი სურვილია საკუთარი თუ არა, სხვისი შვილი მაინც მიიღოს შვილად და ამით მაინც გამოისყიდოს ის ყველაზე დიდი და გაუმართლებელი დანაშაული, რომელსაც შვილის მიტოვება ჰქვია...


                                                                    გაგრძელება იქნება:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები