ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ა.მ.ა.რ.გ.ი..
ჟანრი: პროზა
26 იანვარი, 2011


       
სიკვდილის ყველა კარი გამიღეთ!
ამაზე დიდი არ არსებობს
იქ ჯოჯოხეთი.
როცა ვდგავარ, მცივა და
მაინც ვიწვვი.
მანაც გამცვალა
მიყვარდა ვინცკი
გული მივეცი, საპასუხოდ
არ დაინანა წიხლი.
სუნთქვა მიჭირს და
ამოსუნთქვა ხომ
საერთოდ მიმძიმს,
თქვენ ვერ შეამჩნევთ
ამოფარებულ ღიმლში ტირილს.
ახალგაზრდა ვარ..... უოცნებო
სულით მოხუცი.
რაღა აზრი აქვს ჩემს ყოფნას აქაც
თუკი ვსუნთქავ
და მაინც მქვია მოკლული.....                     


ეს რაც ძველ ნიკზე მქონდა...(იმედია ეს ჯანმრთელად იქნება)


უბრალოდ მე და თქვენ(ი) აღმატებულება

მე და თქვენი  აღმატებულება ერთ გზაზე ვდგავართ
სხვადასხვა მისამართით;
მაგრამ თქვენ (თქვენი მისამართით)
ჩემთვის არ ხართ მისაბაძი.
მიყვებით არხს
ოდესღაც თქვენნაირებისგან გაჭრილს,
ცხოვრობთ წესებით, თქვენივე დაწერილით,
მაგრამ ყველა ამტკიცებთ, რომ
არავის გავხართ,
მიუხედავად ამისა: ერთნაირად იცვამთ,
ერთიდაიგივე ვარცხნილობა განურჩევლად სქესისა (“კარე”, გრძელი თმა ან გადაპარსული თავი);
მოშვებული წვერი (უბრალოდ მოდაშია);
ჭამთ ქუჩაში თუ ბარში,
იმიტომ რომ გშიათ და გაძღეთ;
სვამთ “კაი პონტში” ან იმისთვის, რომ “ჯიგრულად იყოთ;”
ეწევით “კენტს” (ესეც მოდაშია)
(არადა, ყველაზე ცუდი სიგარეტია(უარაფრო)).
ოცნება: ბერვი ფული ან “რენჯროვერ სპორტი.”
მე ვსვამ-
უბრალოდ მიყვარს ალკოჰოლი, სუნი და თავისებური გემო,
რომელსაც ვერ ვგრძნობ ვერცერთი ჭამის დროს.
მე არ მაცვია ის, რაც გაცვიათ თქვენ:
შავი ტყავის ქურთუკი, ყვითელი “ბათინკები”
ან ცალ-ცალი “ბოტასი” ფეხზე.
არ დავდივარ ნარიყალაზე დასალევად
ან იმისთვის, რომ “ვიზასაო.”
ჩემი დახეული “კეტასებით” მაინც ვევასები
ბევრს!!!
ვატარებ წვერს,
ყოფიდან გამომდინარე,
ვერ ვეტევი არხში
და არც თავისუფლებას ვეძებ ქუჩებში ხალხის დასანახად
და პირველობაში.
ვცდილობ, ჩემს თავში ვიპოვო აზრის. თავის. თავის-უფლება;
არ ვოცნებობ “ფულზე”
და არც დიდებაზე ფიქრით
მიჭკნება ტვინი.
თქვენგან განსხვავებით
ფიქრები მჭამს, კი არ მღლის;
არ ვეწევი, იმიტომ რომ, “მაგარი ტიპის”
ნიღაბი ვატარო.
უბრალოდ, მარტო ვართ ათას კაცში
მე და შეკუმშული ბოლი.
მე ყველაფერი უბრალო
და ყველაფერს უბრალოდ;
თქვენ ყველაფერს აკეთებთ და ყველაფერი გინდათ
იმისთვის, რომ არ დარჩეთ უკვალოდ
   







იქნებ ჩავქოლო,
ჩემი ფიქრები,
ლინჩის წესით გავასამართლო.
მწვანე გზა მიხმობს,
იქნებ თეთრიც გავასამმაგო.
ახლა აქ ვარ და
ცარიელი ვარ.
მხოლოდ ღამეს შეუძლია დამაყაჩაროს,
აზრით დამცალოს, ტვინი გახრწნას,
ფიქრით  გამ(ცალოს)
მოდი გავცვალოთ,
მე სულს ჩაგაცვამ
მერე თუ გინდა
მკვდარი სხეული აღაც დამარხო...!!!……


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები