ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თომა
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2011


სამამდე დათვლა

სამამდე დათვლა მჭირდება მხოლოდ,
მერე კი ისევ დარაბებს ვკეტავ,
სავსეა ცრემლით თვალების ჰოლი,
და გულში მცივა სხეულზე მეტად.

მაცვია ხშირად არაფრის პალტო,
მგონია, თითქოს ასფალტზე ვწევარ,
რომელიც არის ზედმეტად ფართო,
რომელსაც უკვე ავიტან ვეღარ.

მივდივარ ჩემი გლობუსის განხრით,
ვაგროვებ ყველა უბედო ბორბალს,
ვჩერდები წამით და ვხედავ დახრილ
სახლიდან, როგორ ღუმელი ბოლავს.

თითებზე სურვილს ვაძინებ დენთით,
სავსეა ცრემლით თვალების ჰოლი.
იმისთვის ალბათ, რომ დავრჩე შენთან,
სამამდე დათვლა მჭირდება მხოლოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები