 | ავტორი: N O D O ჟანრი: პოეზია 28 იანვარი, 2011 |
დგები, იწმინდავ საკუთარი თითებით შარვალს, ისწორებ ჩაფხუტს და გგონია რომ გარდაიცვალე, ირგვლივ მხოლოდ გვამებია, რომლებსაც თუ კარგად დააკვირდები, დაითვლი ტყვიების რაოდენობას, ნახვრეტების მიხედვით. საკუთარი თავი არარაობად მიგაჩნია, აღარ გყავს მეგობრები, ან გყავს სადღაც და აღარავის სჭირდები, (ომიდან მხოლოდ ერთი კაცი არ ბრუნდება ცოცხალი, ალბათობა ნული). მხოლოდ დედ-მამას ახსოვხარ - ისიც ინსტიქტურად - და დანიშნულ საცოლეს, რომელსაც უკვე აღარ უყვარხარ, რადგან დრო არ არის მკურნალი. სისხლით დასვრილ სურათს უყურებ, რომელზეც შვილია გამოსახული, რომელიც შენია, მაგრამ ბავშვმა არ იცის ჯერ, არც უნდა იცოდეს, რამეთუ აზრი არ აქვს. ცოტა ხნის შემდეგ, ხვდები რომ დაჭრილი ხარ, თუმცა სისხლისგან არ იცლები, გახსენდება ბოლო ბრძანება, უფრო მოწოდება: -"ან ფარით, ან ფარზე". შენ კიდე მიცვალებული გეფარა ზემოდან. იხსნი ჯილდოებს, რომელიც მამაცობისთვის მოგცეს, ფიქრობ, ალბათ ესეც შეცდომით იყო მონიჭებული. ახლა მხოლოდ ის დაგრჩენია, რომ ილოცო, ილოცო სიკვდილზე, თუმცა ლოცვა არ იცი და ალბათ ეს ყველაზე კეთილი შეცდომა იყო, შენს ცხოვრებაში. მერე ეძებ წყალს, რომელიც სახის მოსაბანად გჭირდება. მიწის გემოს გრძნობ ენის რეცეპტორებით, მიწის, რომელიც დაკარგულია უკევ, რომელსაც ადრე მშობლიური ერქვა, რომელიც გახდებოდი სიკვდილის შემდეგ, თუმცა ცოცხალი ხარ და საკუთარი თავი არარაობად მიგაჩნია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. :D ერთი შენ კაიფობ ვერლიბრით და მეორე ვერლიბრი შენით :D :D ერთი შენ კაიფობ ვერლიბრით და მეორე ვერლიბრი შენით :D
12. ოდნავ მელოდიურიც რომ იყოს ძალიან კარგი იქნებოდა, ეხლა ეს ნაწერი არაფერი არაა. ოდნავ მელოდიურიც რომ იყოს ძალიან კარგი იქნებოდა, ეხლა ეს ნაწერი არაფერი არაა.
11. 10. აი მაგაზე მეც გამეცინა :)) უცნაური ფორმა აქვს ამ პოეზიას :) შენ ორი ქულა ჩემგან!!! 10. აი მაგაზე მეც გამეცინა :)) უცნაური ფორმა აქვს ამ პოეზიას :) შენ ორი ქულა ჩემგან!!!
10. 8. მჭკლწ სად ხარ? :დ მარი ჩხაიძე. 2011-01-29 22:31:58 - იკითხა მარი ჩხაიძემ :D 8. მჭკლწ სად ხარ? :დ მარი ჩხაიძე. 2011-01-29 22:31:58 - იკითხა მარი ჩხაიძემ :D
9. მიწის, რომელიც დაკარგულია უკევ, რომელსაც ადრე მშობლიური ერქვა, რომელიც გახდებოდი სიკვდილის შემდეგ, თუმცა ცოცხალი ხარ და საკუთარი თავი არარაობად მიგაჩნია. მიწის, რომელიც დაკარგულია უკევ, რომელსაც ადრე მშობლიური ერქვა, რომელიც გახდებოდი სიკვდილის შემდეგ, თუმცა ცოცხალი ხარ და საკუთარი თავი არარაობად მიგაჩნია.
8. მჭკლწ სად ხარ? :დ მჭკლწ სად ხარ? :დ
7. მე მომეწონა:) მე მომეწონა:)
6. აქ რო ვერლიბრისტები არიან იმათ ფონზე შენ მაგარი ხარ:) არადა ვიცი რომ არ გევასება ვერლიბრი და კაიფობ ვერლიბრით/:D აქ რო ვერლიბრისტები არიან იმათ ფონზე შენ მაგარი ხარ:) არადა ვიცი რომ არ გევასება ვერლიბრი და კაიფობ ვერლიბრით/:D
5. მიუხედავად იმისა, რომ შვილის ადგილი მეზედმეტა, ძალიან მომეწონა. ბოლო ხაზიც არარ უნდა მგონი, ცოცხალი რომ არის ზმნის ფორმაც აჩვენებს. ეს ჩემი აზრით რა საკვირველია. მიუხედავად იმისა, რომ შვილის ადგილი მეზედმეტა, ძალიან მომეწონა. ბოლო ხაზიც არარ უნდა მგონი, ცოცხალი რომ არის ზმნის ფორმაც აჩვენებს. ეს ჩემი აზრით რა საკვირველია.
4. მძიმე თემაა ძალიან...
5 მძიმე თემაა ძალიან...
5
3. :) მართლა კარგია.
თუმცა ლოცვა არ იცი და ალბათ ეს ყველაზე კეთილი შეცდომა იყო, შენს ცხოვრებაში.
წარმატებები +2 :) მართლა კარგია.
თუმცა ლოცვა არ იცი და ალბათ ეს ყველაზე კეთილი შეცდომა იყო, შენს ცხოვრებაში.
წარმატებები +2
2. მიწის გემოს გრძნობ ენის რეცეპტორებით, მიწის, რომელიც დაკარგულია უკევ, რომელსაც ადრე მშობლიური ერქვა, რომელიც გახდებოდი სიკვდილის შემდეგ, თუმცა ცოცხალი ხარ და საკუთარი თავი არარაობად მიგაჩნია.
ძალიან მძაფრია... მიწის გემოს გრძნობ ენის რეცეპტორებით, მიწის, რომელიც დაკარგულია უკევ, რომელსაც ადრე მშობლიური ერქვა, რომელიც გახდებოდი სიკვდილის შემდეგ, თუმცა ცოცხალი ხარ და საკუთარი თავი არარაობად მიგაჩნია.
ძალიან მძაფრია...
1. კარგი სახეები იყო, მომწონს მთლიანობაშიც. კარგი სახეები იყო, მომწონს მთლიანობაშიც.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|