 | ავტორი: ელი.. ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 30 იანვარი, 2011 |
შენ არ იცი როგორი გირჩევნია იყო, ანუ რომელი მოგიხდებოდა უფრო შენი "მეებიდან". როგორი იქნებოდი ან, რომ შეგეძლოს. ვერ ანგარიშობ შენ შენს სარგებლიანობას და ვერ ხვდები რომელ კატეგორიას მიეკუთვნები- ხალხის თუ ადამიანების.
გუშინ მითხარი რომ არ იცი, რის და რამდენად მაღალ პროცენტულ მაჩვენებელში ხვდები და არც ის- "რატომ?" "როგორ?" და როდის?"
ჯდები შენ სკამზე, როცა შენი დღე, როგორც იქნება,ჩაივლის და ამწიფებ სიტუაციებს თვალდახუჭული. თმას იშლი მერე და შენს რომელიღაც "მეს" დასაძინებლად მიერეკები. შუქის ჩაქრობამდე იმ ნიღაბს ირგებ, რომლის ქვეშაც უფრო ადვილად გეძინება. ღამით როგორღაც ახერხებ მოიხელთო და ტუჩის გარმონივით დაიმორჩილო შენი სიზმარი.
ცოტა ხანში,შენდა უნებურად,სვლას იწყებ, ზემოთ თუ ქვემოთ, და გაღვიძებამდე ფხიზლდები. უცნაურ სიმჩატეს და უწონადობას გრძნობ, გაღიზიანებული თვალებს ხუჭავ და თითებს მაგრად იჭერ ქუთუთოებზე. უცებ ყველაფერი ბრჭყვიალა და ოქროსფრად მოციმციმე ფანტელებში ეხვევა. იშორებ შენც ხელებს და გრძნობ, რომ ძალიან გინდა ვინმე იშვილო ან ეშვილო მაინც.
შენ მირბიხარ დაუსრულებლად გაგრძელებად ქუჩაზე, ასხლეტილი ბურთივით სწრაფად და ფეხისგულებით გრძნობ მზეს მიფიცხებული ასფალტის მხურვალებას. დახუნძლული კორპუსებიდან გიყურებენ და უკვირხარ. მირბიხარ შენ მაინც და მოსახვევში აქოშინებულად მეჯახები, მოურიდებლად მანჯღრევ და ელოდები დარტყმების რიტმის მინელებას.
მეუბნები მერე, რომ არ იცი მერამდენე რომელი ხარ და არც ის, - "რატომ" ,"როგორ" და "როდის".
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. რატომ გავს გრაფიკულად ლექსს, როცა პროზაა. რატომ გავს გრაფიკულად ლექსს, როცა პროზაა.
1. უკვირხარ. - :-? უკვირხარ. - :-?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|