ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ი ა დ ე
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2011


39 გაფუჭებული მაცივარი გრელანდიაში და ერთი სამფეხა კატა შავი ზღვის სანაპიროზე

ბუხრიდან კვამლი აღარ ამოდის,
და თევზებსაც სძინავთ ტაფაზე,
ძაღლი ყეფს... ეზოს პერიმეტრს კი
ჯაჭვის ხმაური მოეფინება...
არმაგედონი მოდის ნელ–ნელა,
ისე, რომ, ვერც კი ვგრძნობთ ლუკმებს შუა
როგორ გვწამლავს და მერე დიდხანს,
ვაშინებთ უნიტაზს,,,,
ღრენით, ფურთხებით!
(ეს ხომ ასე ბუნებრივია)
ზღვა კი ღელავს ,ღელავს, შორია, მაგრამ ხმა მაინც ისმის,
საათის ხმა ,პლუს კატის ღნავილი, პლუს ძაღლის ყეფა,
და მოგუდული კვნესა საწოლში,
გასაგრძელებლად კაცობრიობის... (რა საჭიროა?)
რომ დავანახოთ ჩვენს უზრდელ შვილებს
არმაგედონის რეზულტატი?
39 გაფუჭებული მაცივარი გრელანდიაში და
მუტირებული სამფეხა კატა შავი ზღის სანაპიროზე
მწვანე და თაგვისფერ ქვიშას რომ ჩხაპნის ნერვიულად
რა საჭიროა?


ყურადღება! ეს ნაწარმოები უკვე გამოქვეყნებულია, ამიტომ მასში დაუშვებელია  ცვლილებების შეტანა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები