 | ავტორი: ნათია პაპიძე ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 31 იანვარი, 2011 |
ერთ–ერთ სოციალურ ქსელში ჩემი დიდი ხნის უნახავი ნაცნობი მწვანედ აენთო. ვიცი, რომ საზღვარგარეთ წავიდა. სად და როდის – არ ვიცი. [3:57:21 PM] Edi says: რაფერ ხარ,დაჩი? :D [3:58:00 PM] DACHI says: რა მიჭირს.... [3:58:27 PM] Edi says: კარგად უნდა იყო, ჩემო კარგო... [3:58:35 PM] DACHI says: მაგი მეც კი ვიცი… [3:58:51 PM] Edi says: მაგრამ.....? [3:59:31 PM]DACHI says: მაგრამ,სად არის?! :D:D:Dკარგად ვარ,კარგად!!!! ვუძლებ მშვენივრად! [4:03:41 PM] Edi says: ეგეც კარგია…მე კიდევ დავიტანჯე ამ ავღანეთში რააააა!!! მაგარი საშინელი სიტუაციაა [4:09:57 PM] DACHI says: ავღანეთში ხარ შენ? [4:10:51 PM] Edi says: კი,ავღანეთში ვარ,შენ არ იცოდი?თალიბან ტერორისტებთან, ჩამოდი დაგასვენებ... :D:D:D [4:12:11 PM] DACHI says: არ ვიცოდი, რამდენი ხართ საქართველოდან? [4:12:51 PM] Edi says: ახლა ექვსნი ვართ, მაგრამ სხვა წერტილებში, ანუ ქაბულის სხვა უბნებში არიან ჩვენი მეგობრები კიდე...მთლიანობაში მე ვისაც ვიცნობ, იქნება ასე ოც კაცამდე . [4:13:07 PM] DACHI says: ბიძაჩემია მანდ...რომ მოდიოდა,მაგ დღეს დავურეკე და ვუთხარი, ბერდია,სროლის ხმა თუ გაიგო,გაიქეცი და დურთე ეგრევე თავი ბუჩქებში თუ იპოვი–მეთქი...:D:D:D დანარჩენ ბიჭებსაც ასწავლე,ეგრე მოიქცნენ–მეთქი :D:D:D კვდებოდა სიცილით...ახალი წამოსულია,მანამდე ერაყში იყო. [4:14:00 PM] Edi says: სადაა აქ ბუჩქი და კაი ცხოვრება? ქვიშაა ირგვლივ მარტო :D:D:D ძალიან მტვრიანი ადგილებია....ყანდაგარშია თუ ქაბულში? [4:14:18 PM] DACHI says: მაგდენი არ ვიცი ზუსტად [4:14:37 PM] Edi says: ალბათ ყანდაგარშია, ყველაზე ცხელი წერტილია, მანდაც დავფრინავ მე...ძალიან საშიში ზონაა [4:14:45 PM] DACHI says: შენ ვერტმფრენზე ხარ? [4:15:15 PM] Edi says: არა,სამგზავრო თვითმფრინავზე...აქ რასაც ქვია გიჟები არიან!!!ყველას იარაღი უდევს... [4:22:54 PM] DACHI says: WILD EAST? :D ველური აღმოსავლეთი... [4:23:24 PM] Edi says: ველურები რომ იყვნენ რა უჭირთ – უარესები არიან, მაგრამ საოცრად სტუმართმოყვარეები. აი,დღესაც გასული ვიყავი ქალაქში და ტაქსის მძღოლი ფულს არ მართმევდა, შენ ჩემი სტუმარი ხარო. გავგიჟდი კინაღამ.ძალით დავუტოვე.მაგარი ცოდოები არიან...ესე იგი , ქაბულის აეროპორტში თვითმფრინავით დასაჯდომად რომ შემოდიხარ, მანამდე არის Track Parck-ი და მანდ აქვთ გახსნილი კარვები და ცხოვრობენ. [4:25:19 PM] DACHI says: აუუუუ ციდან ჩანს კარვები? [4:25:39 PM] Edi says: თვითმფრინავს სანამ დავსვამ იქედან ვხედავ ხოლმე,ძალიან ახლოს არიან ასაფრენ ბილიკთან.ძალიან მშივრები და ღარიბები – დაახლოებით 70%. სადაც მე ვცხოვრობ,ერთი ბიჭი მუშაობს – მიმტანია,მთელი თვის განმავლობაში 24 საათი სამსახურშია და ხელფასი აქვს 120$ – ამით არჩენს ოჯახს. ახლა ჩაცმულობაზე გეტყვი: თუ ეგრეთწოდებული „გამოსული“ ვინმეა და დადის საზღვარგარეთ, შედარებით კარგად აცვია – ოღონდ უგემოვნოდ,შეიძლება ეცვას ბორდოსფერი მაგარი კოსტუმი და მწვანე ჯინსი –სანდლებზე..... [4:28:41 PM] DACHI says: რა ფერია ავღანეთი? [4:29:14 PM] Edi says: ავღანეთი არის სულ ქვიშისფერი...მთებია სუუულ ირგვლივ და სულ მტვერი და თან დღისით კარგი ამინდია ხოლმე, ახლა მაგალითად ცოტა მცხელა კიდეც..ღამით კიდე ცივა ძალიან... [4:30:45 PM] DACHI says: ადამიანები იღიმიან მანდ? [4:32:10 PM] Edi says: კი, შენ წარმოიდგინე.ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობენ,მაგრამ მომღიმარები და ძალიან მხირულები არიან. [4:33:08 PM] DACHI says: რაო,რა გვიხარიაო? რა მოგვწონსო?რით ვცოცხლობთ? რა გვიყვარსო?კმაყოფილები ვართო? ანუ...ანუ... იციან რომ არსებობს უკეთესი??? [4:35:55 PM] Edi says: კი, უკეთესი რომ არსებობს – იციან...მაგრამ ვერ გაწვდებიან მაგას... ასე,50წლის შემდეგ მივალთ მაქამდეო...და რა უხარიათ???მეც ძალიან გამიკვირდა ამათი გაღიმებული სახეები რომ ვნახე, რომ ვკითხე ძალიან მარტივად მიპასუხეს – „სიცოცხლე გვიხარიაო,იმიტომ,რომ ძალიან ლამაზიაო“ და სჯერათ, რომ ოდესმე ამათაც ექნებათ კარგი ცხოვრება ანუ კარგი პირობები,რომ იცხოვრებენ ამერიკელების, რუსების და თალიბანების გარეშე... თავისთვის უნდათ ცხოვრება...ძალიან დიდია ავღანეთი ორმოც მილიონზე მეტია მთელი მოსახლეობის. [4:40:22 PM] DACHI says: საშინელებაა,ახლა საქართველოს გადმოვხედე მაგ გადმოსახედიდან და კიდევ რამდენი ერია მაგ დღეში! ისე,ამდენი თუ არიან – 40 მილიონი,რატომ ვერაფერს აკეთებენ,ჰა?...ერთმანეთისთვის როგორები არიან? [4:42:24 PM] Edi says: ძალიან დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს. [4:44:31 PM] DACHI says: ოჯახი?როგორ აქვთ მოწყობილი? [4:45:01 PM] Edi says: ეგ ნამდვილად არ ვიცი,ჩემო კარგო. [4:45:55 PM] DACHI says: გასაგებია.... შენ გიჭირს მანდ?? [4:47:55 PM] Edi says: რა ვიცი აბა! როგორ გითხრა... ყოველ წუთს რაღაცას ცუდს ველოდები. აქედან დუბაიში რომ მივფრინავდი, ჩვენს რეისზე თალიბანები დააკავეს...ამაზრზენი წუთები იყო. უცბად ხედავ ამდენ შეიარაღებულ ადამიანს... და ხედავ თვითმფრინავში მსხდომებს – უნდა ნახო როგორი სახეები და თვალები აქვთ, როგორი დაშინებულები არიან და არც კი იციან რა ხდება!!! ძალიან რთული მომენტი იყო – ვერ აგიღწერ...გაყავდათ თვითმფრინავიდან ხალხი ვინც არ მოეწონებოდათ და იარაღის მუქარით აჩოქებდნენ,ჩხრეკდნენ...სადღაც კუთხეში, ბავშვი ტირის – დედა ვერ ამშვიდებს,იმიტომ რომ თვითონაც შეშინებულია. მოკლედ რააა,ძალიან იმოქმედა ჩემზე და უარესს და უარესს ველოდები სულ. ავღანეთია რააა.. [4:51:34 PM] DACHI says: საწყლები...დაზაფრულები არიან?რაღატომ უხარიათ სიცოცხლე? იქნებ ზუსტად მაგიტომ, რომ მუდმივად სიკვდილის შიშის ქვეშ ცხოვრობენ?! [4:52:47 PM] Edi says: არამგონია...უბრალოდ გიპასუხებენ, რომ ცხოვრება ძალიან ლამაზია და მშვენიერი და ალაჰი ეუბნება, რომ უნდა უყვარდეთ. მორჩა... ძალიან მორწმუნეები არიან. დღეს ველაპარაკე ერთ გოგოს.გაქცევაზეა აქედან. ვეღარ ვცხოვრობ ასეო.არ მინდაო,რომ სახეს ვმალავდეო.მინდა ლამაზად ჩაცმაო. არადა უკრძალავენ მამაკაცები. კი, გახდილმა არ უნდა იაროო, მაგრამ მთლად რომ არაფერი გიჩანდეს – მასე არ მინდაო [4:54:27 PM] DACHI says: კი,მაგრამ,მარტო ეგ მაქვსო პრობლემაო?! [4:55:15 PM] Edi says: არა,ისედაც – მინდა სიყვარული გამოვცადოო,შეყვარებული მყავდესო – მაგრამ აქაური არაფრის უფლებას აღარ მომცემს და ყველაფერს ამიკრძალავსო. (22 წლისაა ჯერ.) ამიტომაც არ ვთხოვდებიო,მერე ჩამკეტავს ქმარი სახლში და ეგ იქნება მთლი ჩემი ცხოვრებაო... [4:56:18 PM] DACHI says: გასაგებია....ანუ , მათი გონების სიღრმე – რელიგიურ საკითხებში ჩანს...ასეა?! [4:56:53 PM] Edi says: ხო, ეგრეა... [4:57:01 PM] DACHI says: არ აჰყვნენ ცივილიზაციას.უფრო სწორად , თანამედროვეობას არ აჰყვნენ არაფერში...მხოლოდ სისხლისღვრა–სისხლის სმაში...იარაღი,ხოცვა–ჟლეტა და ასე შემდეგ.... სხვაში არაფერში...იქნებ ჩემთვის ადვილია ასე ლაპარაკი – შორიდან...?! [4:58:22 PM] Edi says: ალბათ, შენთვისაც,ჩემთვისაც და საერთოდ ყველასთვის – მაგრამ მათთვის სულ სხვა იქნება , დარწმუნებული ვარ... დაიღალა ეს ხალხი.... უი,მართლა, „მოსკვიჩი“ და „06“ ვნახე – ტაქსებად იყენებენ აქ. მაგრად ვიცინე. [4:59:38 PM] DACHI says: ეგ მეც გამოვცდე რა გრძნობაა, საზღვარგარეთ „ნივა“ რომ დავინახე,ასე მეგონა დიდი ხნის უნახავ საყვარელ ნათესავს შევხვდი...:D [5:00:21 PM] Edi says: დაახლოებით.. [5:00:36 PM] DACHI says: .................ესე იგი ავღანეთი ქვიშისფერია !!!სისხლისფერი არ არის? ან გაჭვარტლული? რაღაცნაირად – მუქი..... [5:01:16 PM] Edi says: არა,ქვიშისფერია...ყვითელი,ანუ!არააა, ღია ყვითელია..მზე რომ ამოდის – ეგრე ჩანს! [5:02:26 PM] DACHI says: შენ რატომ წახვედი??? [5:02:48 PM] Edi says: სამუშაო რომ მომცეს, თორე აქ ცხოვრება კი არ მინდოდა! [5:03:16 PM] DACHI says: გაგიმართლდა მოლოდინი? იმედები? [5:03:37 PM] Edi says: ჯერ ეგრეა, თბილისში რომ ჩამოვალ არ ვიცი რა იქნება...მაგრამ.....თუ ჩავედი თბილისში. [5:04:26 PM] DACHI says: მოახერხებ რამეს... [5:04:47 PM] Edi says: იმედია.........ისე,დაჩი, მაგრად მეწყინა ჩვენი ურთიერთობა რომ დაიძაბა და საერთოდ მოიშალა...მაგრამ იმედი მაქვს, ისევ ისეთი კარგი მეგობრები ვიქნებით მე ვეცდები ყოველშემთხვევაში... [5:07:20 PM] DACHI says: შეცდომებს ყველა ვუშვებთ,მთავარია რამდენად ეფექტურად შეგვიძლია ამ შეცდომების გამოსწორება და საერთოდაც, ნუ მელაპარაკები ისე თითქოს, რომელიმე სიკვდილს ვაპირებდეთ,ყველაფერი წინ არის!შენ იყავი მანდ კარგად :) [5:08:17 PM] Edi says: აქ კი კარგად ვარ,მაგრამ ძალიან მაკლია ჩემი შვილის სიყვარული,ყოველ დღე მასზე ვფიქრობ, ჭკუა მეკეტება ისე მიყვარს.... [5:11:34 PM] DACHI says: ჰოდა, არსად გარბის თბილისი :)ჩამოხვალ და დაგხვდებით ყველა :) [5:17:45 PM] Edi says: იმედია...თუ ჩამოვედი... [5:18:33 PM] DACHI says: თუ – რაააა?ახლა არ მითხრა, ავღანეთის მოქალაქეობის მიღებას ვაპირებო (ვიცინი) [5:19:36 PM] Edi says: (იცინის) არა, მაგრამ სხვა ქვეყანაში მინდა... [5:19:52 PM] DACHI says: ოღონდ, არა ჩვენს ქვეყანაში,ხო?!ეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰ [5:22:33 PM] Edi says: ხო. აბა,საქართველოში ჯერ ისევ უმუშევრობაა,ჩემო კარგო. [5:24:18 PM] DACHI says: ხოოოო, ეგრეა... მანდ რომელი საათია ახლა? [5:24:18 PM] Edi says: ნახევარი საათით ვარ წინ….
* * * ქაბულის დროით 17 სთ 56 წთ–ზე და თბილისის დროით 17სთ 26 წთ–ზე ჩემი დიდი ხნის უნახავი ნაცნობის მწვანე სიმბოლო ერთ–ერთ ყველაზე დიდ სოციალურ ქსელში მოულოდნელად ჩაქრა. მის სახელთან ახლა ნაცრისფერი ჯვარი ჩანს.
P.S უბრალოდ, ამ საუბარმა დამანახა რამდენად ჰგავს განვითარებადი და განუვითარებელი სახელმწიფოების ყოფა და ცხოვრება ერთმანეთს. სატკივარი კიდევ ის არის, რომ ასეთ ქვეყნებში ჩვენები მიდიან ლუკმა-პურის საშოვნელად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
49. აარ ინერვიულო, ქალღმერთო :D აარ ინერვიულო, ქალღმერთო :D
48. რა მძიმე საკითხავია :( თუმცა რეალობაა, რამდენად მძიმე წასაკითხიც არ უნდა იყოს. :(
რა მძიმე საკითხავია :( თუმცა რეალობაა, რამდენად მძიმე წასაკითხიც არ უნდა იყოს. :(
47. აქ რეები დამიწერია, არც მახსოვდა... და მაინც: რა უნდოდა საბჭოთა კავშირის არმიას ავღანეთში??? ეს დღემდე პასუხგაუცემელია. ჯერ იყო და ამერიკამ გააგზავნა სამხედროები ქაბულში, მერე ჩვენ... ავღანელები მამაცი მეომრები იყვნენ ყოველთვის და ახლაც მამაცები არიან. ''ყიზილბაშები დიაცები არიან ავღანელებთან შედარებით, ხოლო ავღანელები დიაცები არიან ქართველებთან შედარებით''. ქართლის მეფე-გიორგი მეთერთმეტემ 16 ავღანელი განგმირა ხმლით, მაგრამ მირ-ვეისის მკვლელობა ვეღარ მოასწრო... გიორგი მეთერთმეტე ღალატით მოკლა ავღანელების ბელადმა. აქ რეები დამიწერია, არც მახსოვდა... და მაინც: რა უნდოდა საბჭოთა კავშირის არმიას ავღანეთში??? ეს დღემდე პასუხგაუცემელია. ჯერ იყო და ამერიკამ გააგზავნა სამხედროები ქაბულში, მერე ჩვენ... ავღანელები მამაცი მეომრები იყვნენ ყოველთვის და ახლაც მამაცები არიან. ``ყიზილბაშები დიაცები არიან ავღანელებთან შედარებით, ხოლო ავღანელები დიაცები არიან ქართველებთან შედარებით``. ქართლის მეფე-გიორგი მეთერთმეტემ 16 ავღანელი განგმირა ხმლით, მაგრამ მირ-ვეისის მკვლელობა ვეღარ მოასწრო... გიორგი მეთერთმეტე ღალატით მოკლა ავღანელების ბელადმა.
46. სადაც შეგხვდებათ სიტყვათ შეთანხმება "დაჩი,ძმა" _ თარგმნეთ "ნათი, დაიკო"-დ :):):) :D სადაც შეგხვდებათ სიტყვათ შეთანხმება "დაჩი,ძმა" _ თარგმნეთ "ნათი, დაიკო"-დ :):):) :D
45. ქაბულის დროით 17 სთ 56 წთ–ზე და თბილისის დროით 17სთ 26 წთ–ზე ჩემი დიდი ხნის უნახავი ნაცნობის მწვანე სიმბოლო ერთ–ერთ ყველაზე დიდ სოციალურ ქსელში მოულოდნელად ჩაქრა. მის სახელთან ახლა ნაცრისფერი ჯვარი ჩანს.
ეს ახლა მე ისე უნდა გამეგო, როგორც გავიგე? :( ქაბულის დროით 17 სთ 56 წთ–ზე და თბილისის დროით 17სთ 26 წთ–ზე ჩემი დიდი ხნის უნახავი ნაცნობის მწვანე სიმბოლო ერთ–ერთ ყველაზე დიდ სოციალურ ქსელში მოულოდნელად ჩაქრა. მის სახელთან ახლა ნაცრისფერი ჯვარი ჩანს.
ეს ახლა მე ისე უნდა გამეგო, როგორც გავიგე? :(
44. [4:28:41 PM] DACHI says: რა ფერია ავღანეთი? [4:29:14 PM] Edi says: ავღანეთი არის სულ ქვიშისფერი...მთებია სუუულ ირგვლივ და სულ მტვერი და თან დღისით კარგი ამინდია ხოლმე, ახლა მაგალითად ცოტა მცხელა კიდეც..ღამით კიდე ცივა ძალიან... [4:30:45 PM] DACHI says: ადამიანები იღიმიან მანდ? [4:32:10 PM] Edi says: კი, შენ წარმოიდგინე.ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობენ,მაგრამ მომღიმარები და ძალიან მხირულები არიან..................... და ჩვენ რა გვჭირს ქართველებს სულ სახე რომ ჩამოგვტირის ? [4:28:41 PM] DACHI says: რა ფერია ავღანეთი? [4:29:14 PM] Edi says: ავღანეთი არის სულ ქვიშისფერი...მთებია სუუულ ირგვლივ და სულ მტვერი და თან დღისით კარგი ამინდია ხოლმე, ახლა მაგალითად ცოტა მცხელა კიდეც..ღამით კიდე ცივა ძალიან... [4:30:45 PM] DACHI says: ადამიანები იღიმიან მანდ? [4:32:10 PM] Edi says: კი, შენ წარმოიდგინე.ძალიან რთულ პირობებში ცხოვრობენ,მაგრამ მომღიმარები და ძალიან მხირულები არიან..................... და ჩვენ რა გვჭირს ქართველებს სულ სახე რომ ჩამოგვტირის ?
43. ავღანეთზე ურაკპარაკელ მაჰათმა განდის აქვს საინტერესო სტატიები. ;) :) ავღანეთზე ურაკპარაკელ მაჰათმა განდის აქვს საინტერესო სტატიები. ;) :)
42. საკმაოდ საინტერესო ნოველა აქვს რევაზ მიშველაძეს, სათაური არ მახსოვს ზუსტად სამწუხაროდ " გარანტი – ქართული სიტყვა" ჰქვია თუ არ ვცდები... ავღანეთში გადასახლებული ქართველების შთამომავლებზე. საკმაოდ საინტერესო ნოველა აქვს რევაზ მიშველაძეს, სათაური არ მახსოვს ზუსტად სამწუხაროდ " გარანტი – ქართული სიტყვა" ჰქვია თუ არ ვცდები... ავღანეთში გადასახლებული ქართველების შთამომავლებზე.
41. ეგ ნაღდად არ ვიცი.
დღემდე ვერ გამიგია რა ესაქმებოდა საბჭოთა კავშირს ავღანეთში...
ავღანელები საკმაოდ მამაცი მეომრები იყვნენ და არიან დღესაც, თუნდაც მათი ბელადი-მირ-ვეისი რად ღირს, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა ქართლის მეფე-გიორგი მეთერთმეტე, საკმაოდ მამაცი ქართველი მეომარი. მე როგორც ვიცი, გიორგი მეთერთმეტე ავღანეთში მარხია. ეგ ნაღდად არ ვიცი.
დღემდე ვერ გამიგია რა ესაქმებოდა საბჭოთა კავშირს ავღანეთში...
ავღანელები საკმაოდ მამაცი მეომრები იყვნენ და არიან დღესაც, თუნდაც მათი ბელადი-მირ-ვეისი რად ღირს, რომელმაც სიცოცხლეს გამოასალმა ქართლის მეფე-გიორგი მეთერთმეტე, საკმაოდ მამაცი ქართველი მეომარი. მე როგორც ვიცი, გიორგი მეთერთმეტე ავღანეთში მარხია.
40. ამ 13300-დან რამდენი იყო ქართველი, ნეტავ ამ 13300-დან რამდენი იყო ქართველი, ნეტავ
39. ოოოოო, ავღანეთი სახუმარო თემა არ არის.
''ყიზილბაშები დიაცები არიან ავღანელებთან შედარებით, ხოლო ავღანელები დიაცები არიან ქართველებთან შედარებით''.
1979 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირის არმია ავღანეთში შეიჭრა. ავღანეთსა და საბჭოეთს შორის ომი 10 წელიწადი გრძელდებოდა... დამარცხებულმა საბჭოთა კავშირმა 1989 წელს გამოიყვანა არმია ქაბულიდან. საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში 13300 ჯარისკაცი დაკარგა. ოოოოო, ავღანეთი სახუმარო თემა არ არის.
``ყიზილბაშები დიაცები არიან ავღანელებთან შედარებით, ხოლო ავღანელები დიაცები არიან ქართველებთან შედარებით``.
1979 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირის არმია ავღანეთში შეიჭრა. ავღანეთსა და საბჭოეთს შორის ომი 10 წელიწადი გრძელდებოდა... დამარცხებულმა საბჭოთა კავშირმა 1989 წელს გამოიყვანა არმია ქაბულიდან. საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ომში 13300 ჯარისკაცი დაკარგა.
38. :( :( :( ოოოხ...
555 :( :( :( ოოოხ...
555
37. ნამყოფი ვართ.... +2 ნამყოფი ვართ.... +2
36. კარგია , რომ ეს გტკივა და წერ. კარგია , რომ ეს გტკივა და წერ.
35. :)))) ეს გამომრჩენია...მაგარი საინტერესო იყო +2 :)))) ეს გამომრჩენია...მაგარი საინტერესო იყო +2
34. ქაბულის დროით 17 სთ 56 წთ–ზე და თბილისის დროით 17სთ 26 წთ–ზე ჩემი დიდი ხნის უნახავი ნაცნობის მწვანე სიმბოლო ერთ–ერთ ყველაზე დიდ სოციალურ ქსელში მოულოდნელად ჩაქრა. მის სახელთან ახლა ნაცრისფერი ჯვარი ჩანს.
:) ქაბულის დროით 17 სთ 56 წთ–ზე და თბილისის დროით 17სთ 26 წთ–ზე ჩემი დიდი ხნის უნახავი ნაცნობის მწვანე სიმბოლო ერთ–ერთ ყველაზე დიდ სოციალურ ქსელში მოულოდნელად ჩაქრა. მის სახელთან ახლა ნაცრისფერი ჯვარი ჩანს.
:)
33. მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;) მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;)
32. WILD EAST? :D ველური აღმოსავლეთი... [4:23:24 PM] Edi says: ველურები რომ იყვნენ რა უჭირთ – უარესები არიან,
აჰა :) :D
5 WILD EAST? :D ველური აღმოსავლეთი... [4:23:24 PM] Edi says: ველურები რომ იყვნენ რა უჭირთ – უარესები არიან,
აჰა :) :D
5
31. გაიხარე,მარიკო :) გაიხარე,მარიკო :)
30. [4:28:41 PM] DACHI says: რა ფერია ავღანეთი? [4:29:14 PM] Edi says: ავღანეთი არის სულ ქვიშისფერი...
მომწონს დაჩი. 5! [4:28:41 PM] DACHI says: რა ფერია ავღანეთი? [4:29:14 PM] Edi says: ავღანეთი არის სულ ქვიშისფერი...
მომწონს დაჩი. 5!
29. მატილდა, სწორი ხედვაა თქვენი მხრიდან, ოღონდ ეს ადამიანი სამოქალაქო ავიაციაში მუშაობს, ომთან და ბრძოლებთან შეხება არ აქვს... მებრძოლი რომ ყოფილიყო და მეომარი, მერწმუნეთ სულ სხვა ხასიათის საუბარი შედგებოდა ჩვენს შორის :) მატილდა, სწორი ხედვაა თქვენი მხრიდან, ოღონდ ეს ადამიანი სამოქალაქო ავიაციაში მუშაობს, ომთან და ბრძოლებთან შეხება არ აქვს... მებრძოლი რომ ყოფილიყო და მეომარი, მერწმუნეთ სულ სხვა ხასიათის საუბარი შედგებოდა ჩვენს შორის :)
28. უფრო კონკრეტულად:"პლაშზე" ზემოდან იცვამდნენ "პიჯაკს" :) უფრო კონკრეტულად:"პლაშზე" ზემოდან იცვამდნენ "პიჯაკს" :)
27. თუ ეგრეთწოდებული „გამოსული“ ვინმეა და დადის საზღვარგარეთ, შედარებით კარგად აცვია – ოღონდ უგემოვნოდ,შეიძლება ეცვას ბორდოსფერი მაგარი კოსტუმი და მწვანე ჯინსი –სანდლებზე.....
ისე უნდა ვთქვა, რომ წინსვლა იგრძნობა გემოვნების ამბავში:D. დრო იყო რომ "პლაშზე" იცვამდნენ "პიჯაკს" :D ნუ ფერების შეხამებას დრო მოიტანს, იმედია:)
ყველაფერი ფარდობითია. არაა გამორიცხული, განვითარებული ქვეყნების გადასახედიდან, ჩვენი ყოფაც ასეთივე გაუსაძლისი ჩანდეს.
ისე ერთი დეტალი კი გამიკვირდა, კარგად გვიყურებენ ადგილობრივები და პატივს გვცემენო. ჩემს ქვეყანაში მებრძოლ, ნებისმიერ, უცხო ქვეყნის ჯარისკაცს მტრად აღვიქვამდი. მით უფრო ავღანელის გადასახედიდან... რავი რავი.. თუ ეგრეთწოდებული „გამოსული“ ვინმეა და დადის საზღვარგარეთ, შედარებით კარგად აცვია – ოღონდ უგემოვნოდ,შეიძლება ეცვას ბორდოსფერი მაგარი კოსტუმი და მწვანე ჯინსი –სანდლებზე.....
ისე უნდა ვთქვა, რომ წინსვლა იგრძნობა გემოვნების ამბავში:D. დრო იყო რომ "პლაშზე" იცვამდნენ "პიჯაკს" :D ნუ ფერების შეხამებას დრო მოიტანს, იმედია:)
ყველაფერი ფარდობითია. არაა გამორიცხული, განვითარებული ქვეყნების გადასახედიდან, ჩვენი ყოფაც ასეთივე გაუსაძლისი ჩანდეს.
ისე ერთი დეტალი კი გამიკვირდა, კარგად გვიყურებენ ადგილობრივები და პატივს გვცემენო. ჩემს ქვეყანაში მებრძოლ, ნებისმიერ, უცხო ქვეყნის ჯარისკაცს მტრად აღვიქვამდი. მით უფრო ავღანელის გადასახედიდან... რავი რავი..
26. ეს მქონია წაკითხული...ის მახსოვს როგორ მომეწურა გული,ის რომ შვილზე ლაპარაკობდა :| და კიდევ ის მახსოვს,რომ გავიფიქრე ნეტა რაზე იყვან ნაჩხუბრებითქო :D
აი,ასეთი ცხნობისმოყვარე მკითხველიც ვარ :) ეს მქონია წაკითხული...ის მახსოვს როგორ მომეწურა გული,ის რომ შვილზე ლაპარაკობდა :| და კიდევ ის მახსოვს,რომ გავიფიქრე ნეტა რაზე იყვან ნაჩხუბრებითქო :D
აი,ასეთი ცხნობისმოყვარე მკითხველიც ვარ :)
25. 23-24-ევ, ერთსაც წავიკითხავდი,ორჯერ შეწუხდით :) 23-24-ევ, ერთსაც წავიკითხავდი,ორჯერ შეწუხდით :)
24. კრიტიკა=პუბლიცისტიკა არ არის ეს , მაგრამ მეტ ლიტერატურულ ღირებულებებს თუ შესძენთ და იმუშავებთ , პროზა გამოვა საინტერესო :) წარმატებები! კრიტიკა=პუბლიცისტიკა არ არის ეს , მაგრამ მეტ ლიტერატურულ ღირებულებებს თუ შესძენთ და იმუშავებთ , პროზა გამოვა საინტერესო :) წარმატებები!
23. კრიტიკა=პუბლიცისტიკა არ არის ეს , მაგრამ მეტ ლიტერატურულ ღირებულებებს თუ შესძენთ და იმუშავებთ , პროზა გამოვა საინტერესო :) წარმატებები! კრიტიკა=პუბლიცისტიკა არ არის ეს , მაგრამ მეტ ლიტერატურულ ღირებულებებს თუ შესძენთ და იმუშავებთ , პროზა გამოვა საინტერესო :) წარმატებები!
21. გმადლობთ,მკითხველებო :) ხელოვნურობასთან დაკავშირებით ვიტყვი მხოლოდ. იმ ადამიანის ნაუბარში ერთი სიტყვაც არ შემიცვლია – ასე ჩავთვალე საჭიროდ... შემეძლო შემეცვალა, სხვაგვარად დამეწერა – ჩვენ ხომ ყველას გვიყვარს მაღალფარდოვანი სიტყვა–გამოთქმები! :) მაგრამ არ შევცვალე – ისე მოვიტანე აქამდე, როგორიც მან დაინახა იქ ყველაფერი და როგორი ლექსიკითაც მან მომაწოდა. გმადლობთ,მკითხველებო :) ხელოვნურობასთან დაკავშირებით ვიტყვი მხოლოდ. იმ ადამიანის ნაუბარში ერთი სიტყვაც არ შემიცვლია – ასე ჩავთვალე საჭიროდ... შემეძლო შემეცვალა, სხვაგვარად დამეწერა – ჩვენ ხომ ყველას გვიყვარს მაღალფარდოვანი სიტყვა–გამოთქმები! :) მაგრამ არ შევცვალე – ისე მოვიტანე აქამდე, როგორიც მან დაინახა იქ ყველაფერი და როგორი ლექსიკითაც მან მომაწოდა.
20.
ხელოვნურობის შეგრძნება მეც დამეუფლა მაგრამ .....თვითონ თემა ნორმალურია.......
კრიტიკა პუბლიცისტიკის სუნი ასდის ისე კი ჟანრი "სხვა" არის ეს.......
პატივისცემით "დიადი ბლაგვი"
ხელოვნურობის შეგრძნება მეც დამეუფლა მაგრამ .....თვითონ თემა ნორმალურია.......
კრიტიკა პუბლიცისტიკის სუნი ასდის ისე კი ჟანრი "სხვა" არის ეს.......
პატივისცემით "დიადი ბლაგვი"
19. საინტერესოა! საინტერესოა!
18. მთლად ასეც არ უნდა იყოს მგონი საქმე, ეს რეალობის სუბიექტური აღქმაა:) მთლად ასეც არ უნდა იყოს მგონი საქმე, ეს რეალობის სუბიექტური აღქმაა:)
17. საჭიროა ასეთი რამის გამოქვეყნებაც! 5 საჭიროა ასეთი რამის გამოქვეყნებაც! 5
16. აუ,რაღაცნაირად გული ჩამეთუთქა ... :(
წარმატებები ავტორო
2 აუ,რაღაცნაირად გული ჩამეთუთქა ... :(
წარმატებები ავტორო
2
15. არა, მაგრამ სხვა ქვეყანაში მინდა... [5:19:52 PM] DACHI says: ოღონდ, არა ჩვენს ქვეყანაში,ხო?!ეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰ [5:22:33 PM] Edi says: ხო. აბა,საქართველოში ჯერ ისევ უმუშევრობაა,ჩემო კარგო
არა, მაგრამ სხვა ქვეყანაში მინდა... [5:19:52 PM] DACHI says: ოღონდ, არა ჩვენს ქვეყანაში,ხო?!ეეეეეეეეჰჰჰჰჰჰჰ [5:22:33 PM] Edi says: ხო. აბა,საქართველოში ჯერ ისევ უმუშევრობაა,ჩემო კარგო
14. მეც მქონია ასეთი საუბარი ავღანეთში მყოფთან ერთხელ და დაახლოებით ასეთი... იმის მიუხედავად, რომ არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაინც ვუყვებოდით... მე თბილისზე, ის ავღანეთზე. ეს ისეთი სერიოზული და ძლიერი თემაა, რომ მართლა მაგარი კრიტიკის დაწერა შეიძება, მითუმეტეს მსუყე სიუჟეტი აქვს ავტორს და აძლევს საშუალებას ეს, რომ ღრმად ჩავიდეს პრობლემის არსში. მე მაინც დადებით მომენტად ვაფასებ იმას, რომ ამ საკითხით დაინტერესდა ადამიანი და მოუნდა გადმოეცა (თუნდაც გადმოეკოპირებინა) დიალოგი, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია. მეც მქონია ასეთი საუბარი ავღანეთში მყოფთან ერთხელ და დაახლოებით ასეთი... იმის მიუხედავად, რომ არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაინც ვუყვებოდით... მე თბილისზე, ის ავღანეთზე. ეს ისეთი სერიოზული და ძლიერი თემაა, რომ მართლა მაგარი კრიტიკის დაწერა შეიძება, მითუმეტეს მსუყე სიუჟეტი აქვს ავტორს და აძლევს საშუალებას ეს, რომ ღრმად ჩავიდეს პრობლემის არსში. მე მაინც დადებით მომენტად ვაფასებ იმას, რომ ამ საკითხით დაინტერესდა ადამიანი და მოუნდა გადმოეცა (თუნდაც გადმოეკოპირებინა) დიალოგი, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია.
13. თუ დაუკვირდებით იმაზე მეტია ნათქვანმი ვიდრე ამ საიტის რომელიმე წევრს შეუძლია აღიქვას!
სიცოცხლე უხარიათო, რატომ ვერც მე ვხვდებიო, და ჩვენ კი საქართველოდან გავრბივართ. განა ავღანეთს ჩვენზე ათასჯერ მძიმე მდგომარეობა არ აქვს? ჩვენ კი ყველას სახე ჩამოგვტირის. მომეცონა ეს, კრიტიკაა თუ არა, მომეწონა. თუ დაუკვირდებით იმაზე მეტია ნათქვანმი ვიდრე ამ საიტის რომელიმე წევრს შეუძლია აღიქვას!
სიცოცხლე უხარიათო, რატომ ვერც მე ვხვდებიო, და ჩვენ კი საქართველოდან გავრბივართ. განა ავღანეთს ჩვენზე ათასჯერ მძიმე მდგომარეობა არ აქვს? ჩვენ კი ყველას სახე ჩამოგვტირის. მომეცონა ეს, კრიტიკაა თუ არა, მომეწონა.
12. არადა მშვენიერია და არაფერია აქ ნათამაშები ორი ადამიანის დიალოგია და ამ საიტზე ბევრის არაფრის მთქმელ ნაწარმოებზე უფრო ბუნებრივია არადა მშვენიერია და არაფერია აქ ნათამაშები ორი ადამიანის დიალოგია და ამ საიტზე ბევრის არაფრის მთქმელ ნაწარმოებზე უფრო ბუნებრივია
11. საშინლად არაბუნებრივი ნაწერია. აი, ხელოვნურობის ელფერი აქვს..
და პ.ს-ის მერე მიწერილი რამოდენიმე ხაზი არაა საკმარისი იმისთვის, რომ ეს კრიტიკა-პუბლიცისიკა გახდეს. საშინლად არაბუნებრივი ნაწერია. აი, ხელოვნურობის ელფერი აქვს..
და პ.ს-ის მერე მიწერილი რამოდენიმე ხაზი არაა საკმარისი იმისთვის, რომ ეს კრიტიკა-პუბლიცისიკა გახდეს.
10. ოოო აქ სხვა ნაბიჯები გაგივლია მაგრამ მართლა საინტერესოა... გუგლის მაგივრად სკაიპი :)) მოკლედ საშინელი სიტუაციაა რა ;( აგეტირება კაცს მაგრამ შორს რას მიდიხართ აქ საქართველოში რამდენია გაჭირვებული :( ოოო აქ სხვა ნაბიჯები გაგივლია მაგრამ მართლა საინტერესოა... გუგლის მაგივრად სკაიპი :)) მოკლედ საშინელი სიტუაციაა რა ;( აგეტირება კაცს მაგრამ შორს რას მიდიხართ აქ საქართველოში რამდენია გაჭირვებული :(
9. არა რატო გერჩი ანუ მაგარი ნაწერია თქო და მეტი არაფერი. რა მაქ შენთან საგერჩო მეგობარო არა რატო გერჩი ანუ მაგარი ნაწერია თქო და მეტი არაფერი. რა მაქ შენთან საგერჩო მეგობარო
8. მეჩვენება თუ მერჩით, ზომიერად ფერ-ხორციანო? :D მეჩვენება თუ მერჩით, ზომიერად ფერ-ხორციანო? :D
7. რაც დამხვდება ის დამანახა რაც დამხვდება ის დამანახა
6. კარლსონ, მაინც ვერაფერს გაიგებ შენ, იქ მურაბები არ დაგხვდება კარლსონ, მაინც ვერაფერს გაიგებ შენ, იქ მურაბები არ დაგხვდება
5. დაჩი ნეტა შენ ტვინში ჩამახედა რა
+2 დაჩი ნეტა შენ ტვინში ჩამახედა რა
+2
4. კრიტიკა-პუბლიცისტიკა.კიდევ უარესი:(
''და სხვა''ჟანრია ეს თუ მაინცდამაინც:)
კრიტიკა-პუბლიცისტიკა.კიდევ უარესი:(
``და სხვა``ჟანრია ეს თუ მაინცდამაინც:)
3. ჟანრად ლიტერეტურა მაქვს მითითებული,ლალი? :) ჟანრად ლიტერეტურა მაქვს მითითებული,ლალი? :)
2. ეს ყველაფერი გასაგებია.გაუგებარია რა აქვს ამას საერთო ლიტერატურასთან????????? ''გაანაწარმოეთ''და ისე დადეთ. წარმატებები:) ეს ყველაფერი გასაგებია.გაუგებარია რა აქვს ამას საერთო ლიტერატურასთან????????? ``გაანაწარმოეთ``და ისე დადეთ. წარმატებები:)
1. ლექსი დავწერე ამ თემაზე ამას წინათ... :( ძალიან მძიმე თემაა :( ლექსი დავწერე ამ თემაზე ამას წინათ... :( ძალიან მძიმე თემაა :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|