 | ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია 4 თებერვალი, 2011 |
*** ნუ გეშინია, გადაჭერი მეორე თოკიც, მუხლისთავები მოუსინჯე ბებერ ნეკერჩხალს... არ გამოვა - შენ ერთი იყო, დასდევდე ქარს და გამხმარ ფოთლებს, და ის - მეორე - დაშანთული ხელებით ყელთან გფხოჭნიდეს, როგორც ფოცხვერი კურდღელს...
ნუ გეშინია, გადაჭერი მეორე თოკიც, მაკრატელი ალესილია, დანაც თუ გინდა... წადი, დატოვე სინანული, ეს მოთმინებაც - გეყოფა თუ აღარ გეყოფა, ერთ დღეს გექცევა გამოფიტულ ბელტად, რომელსაც წყაროს გარეშე გადაყლაპავ და გულძმარვის შეგრძნება მოგკლავს.
ნუ გეშინია, გადაჭერი მეორე თოკიც, მხოლოდ სიზმრები გაიხსენე, თუ შეგრჩა ძალა, ან კალიები - ბალახების სარწეველაზე, ან მზე - ნათურა - აივანზე რომ აინთება დილით და მერე გადაუვლის შენს ქოხს, გადახრილს პირდაფჩენილი უფსკრულისკენ...
ნუ გეშინია, ნუ გეშინია, გადაჭერი მეორე თოკიც... გაიხადე ჭრელი პერანგი, დაწვი თასმები, გადაყარე წყალში ღილები...
ნუ გეშინია!..
სცენა
დაიმახსოვრე საგნები – კოვზი, ნაცარში რომ ჩაგივარდა. ბურთი. მძივი. ღობე. ნაგაზი. სიგარეტი. სცენა... სცენაზე ღმერთი და სატანაა (შენ – კულისებში!) დაიმახსოვრე საგნები – კაბა. კარტი. ბრიზი. ცეცხლი. კუბო.
კიბე. კიბე. კიბე. კიბე...
თვალებიდან ამოგდის ტყე – მუხა. ვერხვი. ფიჭვი. სოჭი.
შეარჩიე ხე. ხემ. ხეს. ხის კოვზი ჩაგივარდა ნაცარში...
ბისს!..
ვიდრე
დიალაადრიან - აბრეშუმის პარკს ჰგავს ღრუბელი, მზე - ჭრელ პეპელას. ფერი ვიცვალე, ასე, ნელ-ნელა, შენს ქუჩამდე ვიდრე მივფრინდი, შენი კარი ვიდრე შევაღე, შენი ნახვა ვიდრე გავბედე... იქვე - ლექსების მოზაიკა, შავი ნაბადი... კედლებზე - შიში... გავშრი, დავები!.. ფრთებით ამწიე, დამწვი, დამწვი, ან სულაც სადმე მრუმე კუთხეში მიმაბნიე ქინძისთავებით...
Meine liebe...
მე ვარ ფოთოლი, მიმიწყვდია ნოემბრის ქარმა კიბის კუთხესთან. იგივე ქარი ცდილობს ზეცა ამშობიაროს, ელვის ლანცეტით საკეისროს უკეთებს ღრუბლებს. ცხელი მაქვს შუბლი, ანაბეჭდად თუ შევრჩი კიბეს, შენ მაინც ნუღარ მიმატოვებ, meine liebe...
*** ჩემი მუსიკა – ასე ჩურჩულებს სექტემბერში ხმელი ბალახი, ალვა იძრობს ყვითელ ხელთათმანს... (ჭრიჭინობელებს არ ადარდებთ გრილი ორპირი) რა მარტოსული ქარი ცხოვრობს საბაგიროში, – მე მგავს პროფილით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. საოცარია... +2 საოცარია... +2
19. საბაგიროში დიდი ჩხუბი მქონდა:) საბაგიროში დიდი ჩხუბი მქონდა:)
18. ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
4 თებერვალი, 2011 ავტორი: ნია მორი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2
4 თებერვალი, 2011
17. რამდენიმე ხნის წინ აღმოვაჩინე - ისნის მხრიდან სამგორის მეტროსკენ ზემოდან რომ მიდიხარ საავტომობილო გზაზე მარჯვენა მხარეს ბენზინგასამართი სადგურია, რომელსაც აწერია "ვიანორი"... რატომღაც მე ნია მორი" წავიკითხე... რატომ ვწერ ამას აქ? მეც არ ვიცი, ასე იყო და.... რამდენიმე ხნის წინ აღმოვაჩინე - ისნის მხრიდან სამგორის მეტროსკენ ზემოდან რომ მიდიხარ საავტომობილო გზაზე მარჯვენა მხარეს ბენზინგასამართი სადგურია, რომელსაც აწერია "ვიანორი"... რატომღაც მე ნია მორი" წავიკითხე... რატომ ვწერ ამას აქ? მეც არ ვიცი, ასე იყო და....
16. ნუ გეშინია, გადაჭერი მეორე თოკიც, მხოლოდ სიზმრები გაიხსენე, თუ შეგრჩა ძალა, ან კალიები - ბალახების სარწეველაზე, ან მზე - ნათურა - აივანზე რომ აინთება დილით და მერე გადაუვლის შენს ქოხს, გადახრილს პირდაფჩენილი უფსკრულისკენ...
მე ვარ ფოთოლი, მიმიწყვდია ნოემბრის ქარმა კიბის კუთხესთან. იგივე ქარი ცდილობს ზეცა ამშობიაროს, ელვის ლანცეტით საკეისროს უკეთებს ღრუბლებს. ცხელი მაქვს შუბლი, ანაბეჭდად თუ შევრჩი კიბეს, შენ მაინც ნუღარ მიმატოვებ, meine liebe...
ლალის დავეთანხმები, დადე ცალ-ცალკე :) წარმატებები! +5
ნუ გეშინია, გადაჭერი მეორე თოკიც, მხოლოდ სიზმრები გაიხსენე, თუ შეგრჩა ძალა, ან კალიები - ბალახების სარწეველაზე, ან მზე - ნათურა - აივანზე რომ აინთება დილით და მერე გადაუვლის შენს ქოხს, გადახრილს პირდაფჩენილი უფსკრულისკენ...
მე ვარ ფოთოლი, მიმიწყვდია ნოემბრის ქარმა კიბის კუთხესთან. იგივე ქარი ცდილობს ზეცა ამშობიაროს, ელვის ლანცეტით საკეისროს უკეთებს ღრუბლებს. ცხელი მაქვს შუბლი, ანაბეჭდად თუ შევრჩი კიბეს, შენ მაინც ნუღარ მიმატოვებ, meine liebe...
ლალის დავეთანხმები, დადე ცალ-ცალკე :) წარმატებები! +5
15. მე ვარ ფოთოლი, მიმიწყვდია ნოემბრის ქარმა კიბის კუთხესთან. იგივე ქარი ცდილობს ზეცა ამშობიაროს, ელვის ლანცეტით საკეისროს უკეთებს ღრუბლებს. ცხელი მაქვს შუბლი, ანაბეჭდად თუ შევრჩი კიბეს, შენ მაინც ნუღარ მიმატოვებ, meine liebe...
ეს ლექსი განსაკუთრებით მომეწონა. მე ვარ ფოთოლი, მიმიწყვდია ნოემბრის ქარმა კიბის კუთხესთან. იგივე ქარი ცდილობს ზეცა ამშობიაროს, ელვის ლანცეტით საკეისროს უკეთებს ღრუბლებს. ცხელი მაქვს შუბლი, ანაბეჭდად თუ შევრჩი კიბეს, შენ მაინც ნუღარ მიმატოვებ, meine liebe...
ეს ლექსი განსაკუთრებით მომეწონა.
14. ეს მოთმინებაც - გეყოფა თუ აღარ გეყოფა, ერთ დღეს გექცევა გამოფიტულ ბელტად, რომელსაც წყაროს გარეშე გადაყლაპავ
დაიმახსოვრე საგნები – კოვზი, ნაცარში რომ ჩაგივარდა.
რა მარტოსული ქარი ცხოვრობს საბაგიროში, – მე მგავს პროფილით...
ავტორო ცალცალკე დადე რა. 5 ეს მოთმინებაც - გეყოფა თუ აღარ გეყოფა, ერთ დღეს გექცევა გამოფიტულ ბელტად, რომელსაც წყაროს გარეშე გადაყლაპავ
დაიმახსოვრე საგნები – კოვზი, ნაცარში რომ ჩაგივარდა.
რა მარტოსული ქარი ცხოვრობს საბაგიროში, – მე მგავს პროფილით...
ავტორო ცალცალკე დადე რა. 5
13. III და ბოლო განსაკუთრებით ... :) III და ბოლო განსაკუთრებით ... :)
12. პირველი ლექსი დასახვეწია,ანუ კითვის დროს მაჩერებდა ალაგ-ალაგ...საერთო ჯამში "ვიდრე"მომეწონა პირველი ლექსი დასახვეწია,ანუ კითვის დროს მაჩერებდა ალაგ-ალაგ...საერთო ჯამში "ვიდრე"მომეწონა
11. მე აქედან რამდენიმე ლექსს ვიცნობ და მიყვარს!არ ვიცოდი უბრალოდ ვინ იყო ავტორი, ახლა კი გამიხარდა აღმოჩენა.რა კარგად უთქვამთ:მღვდელი ჭილოფშიც იცნობაო, meine liebe...
-თქვენ დიდი პოეტი ხართ!*(არავინ შემედავება ამაში):))) მე აქედან რამდენიმე ლექსს ვიცნობ და მიყვარს!არ ვიცოდი უბრალოდ ვინ იყო ავტორი, ახლა კი გამიხარდა აღმოჩენა.რა კარგად უთქვამთ:მღვდელი ჭილოფშიც იცნობაო, meine liebe...
-თქვენ დიდი პოეტი ხართ!*(არავინ შემედავება ამაში):)))
10. +2 მშვენიერია +2 მშვენიერია
9. (ჭრიჭინობელებს არ ადარდებთ გრილი ორპირი) რა მარტოსული ქარი ცხოვრობს საბაგიროში, – მე მგავს პროფილით...
ეს არის შენი შექმნილი მუსიკა:) (ჭრიჭინობელებს არ ადარდებთ გრილი ორპირი) რა მარტოსული ქარი ცხოვრობს საბაგიროში, – მე მგავს პროფილით...
ეს არის შენი შექმნილი მუსიკა:)
8. მშვენიერები..ისეთი ემოცია მოაქვს :) მშვენიერები..ისეთი ემოცია მოაქვს :)
7. Meine liebe...
მე ვარ ფოთოლი, მიმიწყვდია ნოემბრის ქარმა კიბის კუთხესთან. იგივე ქარი ცდილობს ზეცა ამშობიაროს, ელვის ლანცეტით საკეისროს უკეთებს ღრუბლებს. ცხელი მაქვს შუბლი, ანაბეჭდად თუ შევრჩი კიბეს, შენ მაინც ნუღარ მიმატოვებ, meine liebe...
ooo mein gott... ++ Meine liebe...
მე ვარ ფოთოლი, მიმიწყვდია ნოემბრის ქარმა კიბის კუთხესთან. იგივე ქარი ცდილობს ზეცა ამშობიაროს, ელვის ლანცეტით საკეისროს უკეთებს ღრუბლებს. ცხელი მაქვს შუბლი, ანაბეჭდად თუ შევრჩი კიბეს, შენ მაინც ნუღარ მიმატოვებ, meine liebe...
ooo mein gott... ++
6. ..
ნუ გეშინია, ნუ გეშინია, გადაჭერი მეორე თოკიც... გაიხადე ჭრელი პერანგი, დაწვი თასმები, გადაყარე წყალში ღილები...
..
ჩემი მუსიკა - ასე ჩურჩულებს სექტემბერში ხმელი ბალახი, ალვა იძრობს ყვითელ ხელთათმანს... (ჭრიჭინობელებს არ ადარდებთ გრილი ორპირი) რა მარტოსული ქარი ცხოვრობს საბაგიროში, - მე მგავს პროფილით...
..
მე აქ ჩავიმუხლები.. ..

მე აქ ჩავიმუხლები..
3. Meine liebe...
მე ვარ ფოთოლი, მიმიწყვდია ნოემბრის ქარმა კიბის კუთხესთან. იგივე ქარი ცდილობს ზეცა ამშობიაროს, ელვის ლანცეტით საკეისროს უკეთებს ღრუბლებს. ცხელი მაქვს შუბლი, ანაბეჭდად თუ შევრჩი კიბეს, შენ მაინც ნუღარ მიმატოვებ, meine liebe... 55555555555555555 Meine liebe...
მე ვარ ფოთოლი, მიმიწყვდია ნოემბრის ქარმა კიბის კუთხესთან. იგივე ქარი ცდილობს ზეცა ამშობიაროს, ელვის ლანცეტით საკეისროს უკეთებს ღრუბლებს. ცხელი მაქვს შუბლი, ანაბეჭდად თუ შევრჩი კიბეს, შენ მაინც ნუღარ მიმატოვებ, meine liebe... 55555555555555555
2. მაგარ!
რა მარტოსული ქარი ცხოვრობს საბაგიროში, – მე მგავს პროფილით...
+2 მაგარ!
რა მარტოსული ქარი ცხოვრობს საბაგიროში, – მე მგავს პროფილით...
+2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|