 | ავტორი: მარი.ჯ. ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 თებერვალი, 2011 |
მოულოდნელად, ოთახის კარის შემოჯახუნება.ვარდისფერი,კოპლებიანი კაბა,ლამაზი ღიმილი,ძლიერი ქალის სუნამოს გადარეული სიმძაფრე... ნათელი ფერები და ყველაზე თბილი ჩახუტება... ეს შენ ხარ,მე შენთან მოვედი... გიხარია,თუმცა არ იმჩნევ.შენ სხვა ხარ,სულ სხვანაირი,სულ უცნაური,სულ ღიმილიანი... რამდენი ადამიანი ცდილობს ოცნებების კერა,თავშესაფარი იპოვოს,იბრძოლოს და ბოლოს შედეგად საუკეთესო მეგობარი იპოვოს.მე, ღმერთმა საჩუქარი გამიკეთა და შენი თავი უბრძოლველად მაპოვნინა. 1295 დღე... სწორედ ეს რიცხვი უნდა იცოდე დღეს ! არანაირი კვირები,თვეები,წლები...მხოლოდ დღეები..მხოლოდ დღეები და ციფრები,რომელიც შენი გაცნობის დღიდან ავთვალე.ალბათ, გაგეცინება,მაგრამ ჩემს ადგილას ყველა დაითვლიდა იმ უბედნიერეს დღეებს,როცა საუკეთესო პიროვნება შეიცნო,იპოვა და გაუფრთხილდა... იცი,რა ძნელია ფურცელზე წერა,როცა იცი რომ დრო გაცვითავს და დახევს?იცი,რა რთულია,როცა ფურცლით აგებინებ ადამიანს შენ გრძნობებს და ფიქრებს?იცი,რა მძიმეა როცა ფურცელი გასწავლის სად შეწყვიტო და სად გააგრძელო? _მაგრამ ჩემი ფურცელი უსაზგვროა... _მაგრამ ჩემ ფურცლებს გრძნობების წერა შეუძლია... _მაგრამ ჩემი ფურცელი არასოდეს დაიხევა და გაიცვითება... _მაგრამ...ჩემს ფურცელზე "შენ გწერ"... და ეს არის ჩემთვის მთავარი. ჩემო!... შეგეჩვიე!... შენც შემეჩვიე ალბათ და ამიტომ არ მშორდები და ერთად ვიზიარებთ უბედურება-ბედნიერებაში ნაპოვნ სიამეს. ჩემო!... გახსოვს,რამდენი უნდობლობა,უსამართლობა გსტუმრობდა გარსს? გახსოვს,სიცილი,სიცილი რომლის მიღმა შური და ბოროტება იდო? გახსოვს,"მეგობრობა" და "დაქალობა"ო ... აი,ასეთ წამებსაც ჩაუვლია ჩვენ ირგვლივ.გვიყურებია და უსამართლოობით ყრუდ გავთიშულვართ რეალობისგან... ჩვენ ერთად ვართ! ბედნიერი ვართქო ვიძახი.ბედნიერების ერთ-ერთი მიზეზი შენ ხარ_მეგობარი.სწორედ იმიტომ რომ რთულია გყავდეს გვერდით ისეთი პიროვნება,რომელიც "შენშია" და რომლის ნახვაც გულს ახარებს,ათბობს,აცინებს...მე ასეთი მყავს და შენ ხარ-მეგობარი... "მე შენ მიყვარხარ" არასოდეს დაწერო წვიმაში ეს სიტყვები დაორთქლილ მინაზე,მზე ამოვა და წაიშლება... არასოდეს დაწერო ეს სიტყვები ფურცელზე...ვიღაც დაგვიხევს... არასოდეს დაწერო ეს სიტყვები კედელზე..."დაინგრევა"... ჩვენი სიყვარული კი მარადიული და მუდმივი იქნება... შეინახე ეს სიტყვები გულში და ჩუმად მითხარი... აი,ჩემმა კალამმა სურვილი დამიკმაყოფილა.მე შენზე დავწერე. ვარდისფერი კოპლებიანი კაბა,ლამაზი ღიმილი,ძლიერი ქალის სუნამოს სიმძაფრე და კარებიც იკეტება... ეს შენ ხარ მარი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. აჰააა ...რა მნიშვნ... აქ...კარგიაა მაინც....არ მეგონე ეგეთი კარგი_TQO აჰააა ...რა მნიშვნ... აქ...კარგიაა მაინც....არ მეგონე ეგეთი კარგი_TQO
7. ეს ჩემი დის დაქალს ეკუთვნის :) ეს ჩემი დის დაქალს ეკუთვნის :)
6. კარგ რაღაცეებს წერს ეს შენი დაა...\ SAAGOOL და მართლა ეგეთი კარგი ხარ მაარ? კარგ რაღაცეებს წერს ეს შენი დაა...\ SAAGOOL და მართლა ეგეთი კარგი ხარ მაარ?
5. დიდი მადლობა შესწორებებისათვის..არ გადამიხედავს ისე დავდე..ჩემი დის მიერ არის დაწერილი და წაითხულით აღფრთოვანებულს, დამავიწყდა შესწორება:)))) დიდი მადლობა შესწორებებისათვის..არ გადამიხედავს ისე დავდე..ჩემი დის მიერ არის დაწერილი და წაითხულით აღფრთოვანებულს, დამავიწყდა შესწორება:))))
4. :)
კორექტურებს გადახედავს ალბათ ავტორი :) :)
კორექტურებს გადახედავს ალბათ ავტორი :)
3. "მე შენ მიყვარხარ" არასოდეს დაწერო წვიმაში ეს სიტყვები დაორთქლილ მინაზე,მზე ამოვა და წაიშლება...
55 "მე შენ მიყვარხარ" არასოდეს დაწერო წვიმაში ეს სიტყვები დაორთქლილ მინაზე,მზე ამოვა და წაიშლება...
55
1. კვირეები,ტვეები - კვირები, თვეები.
უსაზგვროა -უსაზღვროა ჩემი ფურცელზე "შენ გწერ" - ჩემს ფურცელზე. ვართქო - ვარ-თქო კიდევ პუნქტუაცია... წარმატებები! კვირეები,ტვეები - კვირები, თვეები.
უსაზგვროა -უსაზღვროა ჩემი ფურცელზე "შენ გწერ" - ჩემს ფურცელზე. ვართქო - ვარ-თქო კიდევ პუნქტუაცია... წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|