ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2011


მარადისობის კანონი IV

ქალს ევალება დედობა
და დედა ყველაფერია,
ქერქეტა, ქალი ფერია,
დედადაც არაფერია.
ქალს ალამაზებს სინაზე,
ყვავილი ატმის ნამყენი,
და მის სიწმინდეს ეყრდნობა,
მთელი ოჯახის სახელი.
ქალს რომ ვნებითა შეხედო,
მას სილამაზე სჭირდება,
ხოლოღა რომ შეიყვარო,
კიდევ ბევრი რამ გვინდდება.
ის მაშინ არის მშვენება
და სილამაზის ხატება,
როცა ფერება–ალერსში,
სიყვარულს დაეზმანება.
ქალს სილამაზე ამაყებს,
დარაჯობს პატიოსნება,
და მამაკაცი კი არა,
აშინებს ჩუმი ოცნება.
კეთილი სიტყვა ქალს აბამს,
ხეზე ჯაჭვითა უწყვეტით,
უკეთურ ენას კი ძალუძს,
ბორკილი წყვიტოს გაქნევით.
ქალი იმდენად ტკბილია,
დაგათრობს მთელი სიცოცხლე,
თუმც კაცის ავი ქცევისას,
აგემებს სიძვის სიმწარეს.
ლამაზი ქალი თვალსა ჭრის,
გონი კი გულებს ახარებს,
ბედნიერია ის კაცი,
ცოლი რომ ჭკუით ამაგრებს.
ულამაზო ქალის ოქრო,
ვერ იზიდავს კაცთა გულებს,
სილამაზე არის საზრდო,
ვნებით რომ ჩვენ გვასუდგმულებს.
ქალის მიერ ნაუბარი,
ცრემლით უფრო გამყარდების,
ამ დროს უნდა დაიჯერო,
სულ რომ ტყუილს ღაღადებდის.
ეს ცრემლი ხომ ტკბილი არის,
სულ რომ ტუჩი დაგიმლაშოს,
და იმისკენ მიისწრაფის,
ფიქრები რომ აგიშალოს.
ქალია და სიყვარული,
სიძულვილის მკურნალი,
მოდი ყველას მივეფეროთ,
თუ გვაქვს მისი უნარი.
თუ სიყვარულს მოესურვა,
რომ შენ გვერდში ჩაგიაროს,
არასოდეს დაგეზროს,
ხელი მარდად დაუქნიო.
და თუ ტრფობა არა გძალუძს,
ცხოველსაც კი ჩამორჩები,
აბა სარკეს ჩაიხედე,
უჯრედი გაქვს ალბათ ერთი.
ქალის დარი ანგელოზებს,
არ უქმნიათ არაფერი,
და თუ არ გსურთ მათი თბობა,
მიიხურეთ დარაბები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს