ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკი-კიკი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2011


ჩემი ბათუმი

ბათუმის ლამაზ ქუჩებში ნავარდს,
მონატრებული დავდივარ ცალად.
ნოსტალგიები მომაწვა მაგრამ,
ფერებში ვხატავ ოცნების  ქალაქს.
ლამაზ ბულვარის ახალი ტალღა,
ძველი უბნების ქათქათა ფარდა.
დილით შავი ზღვის სიცივეს მალავს,
ღამით უცნაურ ამბებს რომ ქარგავს...
მიყვარს ბათუმი საოცრად ცხელი,
ზამთრის სუსხში კი მარტოა მარად...
შენი წვიმები თავსხმას წააგავს
ნიავი შენი სუნთქვას რომ კრძალავს...
ქათქათა ტალღა ქვიშას რომ არტყამს
მზიან საღამოს ფერებში ხატავს.
ბათუმის მზერით დავიწყებ ტრაბახს,
მეამაყება ქალაქის ნახვა.
გაბრწყინებული,სახეშეცვლილი,
ახალ ქუჩებში დავდივარ ლაღად ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები