ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრია თორელი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2011


მხოლოდ შენ...

შენ ხარ ის სუნთქვა, ის გულისცემა,
რომელიც მათბობს, სულს მივსებს ლხენით,
გახსოვს?  გითხარი: -  ჯერ ჩვენი ტრფობა,
მხოლოდ შენ, მერე სხვა დანარჩენი...

შენ სულო ჩემო, მარად მბორგავო,
თვალთა სინათლევ და აზრო ჩემო!
მინდა სიცოცხლე მოგიძღვნა მსხვერპლად,
მინდა მეგზურად ამოგიჩემო.

მინდა სავალი გვქონდეს საერთო,
მინდა ერთურთის ვიტვირთოთ სული,
ღვთაებავ ჩემო, ჩემო ქალღმერთო,
უფლის განძია ეს სიყვარული!

გამომყე, ბუდე მოვძებნოთ ჩვენი,
მხოლოდ შენ, მერე სხვა დანარჩენი.....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები