ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უცნობი მოხეტიალე
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2011


MADAM

დარდით შეგიმოსავს შენი სხეული,
და მე ჩამაცვი შავი სიკვდილი,
და როს ვნატრობდი გარდასულ დღეებს,
ვეგარ ვითვლიდი მე შენთან ყოფნის თვეებს..
და მე ჩამაცვი შავი სიკვდილი,
დარდით შეგიმოსავს შენი სხეული,
თვალები მკრთალი,როგორც ეული
დავდივარ შენით გადარეული.
დარდით შეგიმოსავს შენი სხეული,
და მე ჩამაცვი შავი სიკვდილი,
სიკვდილთან ახლოს ჩემი ბედია
შენი ცხოვრება თეთრი გედია.
გახსოვს?გრძნობებით რამდენჯერ დამთვრალვარ,
და ამ გრძნობებს შენც აყოლილხარ,
გახსოვს?რომ შეგადარე ოცნების ფერიას,
სიკვდილს ნუ წამართმევ არაფერია.
შეგხვდები იქაც,მუხლდაჩოქილი,
ხელზე გემთხვევი და გეტყვი MADAM,
ჩვენ ისევ ერთად ვართ
მე და შენ  MADAM,
მარადისობა ვიპოვეთ MADAM.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები