ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეჯი ქანდელი
ჟანრი: პოეზია
16 თებერვალი, 2011


ოცნების სადგური

ოცნების ფსკერზე ვწევარ და,-
წითელი პლედი მახურავს,
ფანქრით დახატულს ფურცელზე
წვიმა შლის,-
კრამიტის სახურავს.
სარკმელზე ყვითელ მზეს ვხატავ და,-
სხივები მათბობს თანდათან,
სენტიმენტების ოთახებს
ცოცხით ვგვი
ღამე ხანდახან.
სხეულზე კაბას ვხაზავ და,-
ბროლის ქოშს ვტოვებ აგურზე.
ჩემს მატარებელს ვაჩერებ
შენი,-
ოცნების სადგურზე!
ლამბაქზე მთვარეს სძინავს და,-
მე ვკრეფ ატმისფერ ალუჩებს.
მზე დაგისერავს ფერებით,
ალუბალისფერ
მაგ ტუჩებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები