ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
18 თებერვალი, 2011


  ჩამოტვირთვა

ლექსის გასვენება...

გრანელის სულის მსგავსი იყო საღამოს ფიქრი,
ტკივილნარევი ქარი ქროდა ფოთოლთა შორის,
ცა ვერ უძლებდა დედამიწის დამცინავ ხითხითს
და თავს იკლავდა  გახსენებით memento mori_ს!

მთვარე არ იყო სავსე ,მაგრამ მგლები ყმუოდნენ
ზეცაც არ იყო ისე მუქი ვით ღამის ფერი
ზეცას არ ვიცი რატომ ,მაგრამ თითქოს ყრუ გოდებს
და ჩემი ლექსიც კვდება ღამით ცივ ლოდზე ჭლექით.

მიწა აფარებს გამთბარ ხელებს უგრძნობ ცის სახეს,
მერე იღება კარი ანუ ზეცა სულს აღებს
საღამოს ქარი საღამოთი ნანახს იცხადებს
და ზეცაც სულში დედამიწას დაატუსაღებს!.

ანუ სრულდება ყველაფერი საღამოს ჩათვლით,
ანუ სრულდება ქარის ქროლა და თვითმკვლელობა,
მერე იწყება სტრიქონები თოთხმეტი მარცვლით
და ჩემი ლექსის დასაკრძალი ღამის მსვლელობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები