ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაკა სელეპანიშვილი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2011


ეშ...

ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ
ფინჯნებს ყავისთვის და დიალოგი –
რომ კვლავ შედგეს ვიპოვნით – ენას..

ვიჯდები შენს წინ. ჰო პირდაპირ. ან ოდნავ მარცხნივ.
მარჯვენა ხელში – ყავის ქილით. მარცხენას ვმალავ
მაგიდის ქვეშ, იფიქრებ ვღელავ,
ნერვიულად ვიჭმუჭნი ბოლოს(კაბის).

თუმც აი,მე კი, ჩემს ლაქწაცლილ და დაკვნეტილს –
გიმალავ ფრჩხილებს.
თითქოს მარჯვენა სხვას ეკუთვნის და ვერ ხედავდე.
გიყურებ, ხანაც თვალს გარიდებ, ფიქრობ გაგირბი.
და გეკრძალები.. და მერიდები.. მე კი უბრალოდ..

არ მინდა რომ შემნიშნო –
ძალა, შენთან ყოფნა რომ მიათმაგებს
დღემდე, მე კი უბრალოდ მეშინია, მივენდო თავს და
სითამამეს და ვეღარ გდევდე
ანუ გდევნიდე თავიდან და სურვილებიდან..

აზრებს დავჯერდე რომ კვლავ მყავხარ,
რადგანაც აქ ხარ, თითქოსდა გვერდზე,
თუმცა არა – უფრო პირდაპირ და ოდნავ მარჯვნივ.

ერთი ხელის გაწვდენაა ახლა შენამდე.
იდაყვში მოხრილი ხელებითაც კი შემიძლია - შეგეხო -
ტუჩის კუთხესთან ჩატეხილ ღარზე..

ეშ, ნერვიულად გიცახცახებს მარჯვენა ფეხი,
იღიმი ისე – სიტყვებს უკვე ელევათ ფასი.
"მოდი დავარღვევ მყუდროებას" – ვფიქრობ და მერე
იმასაც ვხვდები ყველა სიტყვა – დღეს, აქ და ახლა,
ამ ჩვენს მზერებთან შედარებით – იქნება ფარსი.

აუცილებლად გამოვნახავთ ფინჯნებს ყავისთვის
და სასაუბრო ენას არა, უფრო მიმიკებს...

მელაპარაკე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები