ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2011


***



ჩვილმა დაიძინა დადუმდა დედა
და სახლში ვარსკვლავების
სიჩუმე შემოვიდა
ვით ღმერთის გალობა…

***
ესიზმრა დედას
წუთით ჩაძინებულს:
აკვანი ოქროსფერ ღრუბელზე ედგა
და ვარსკვლავები მასთან ერთად
მღეროდნენ იავნანას…

***
გულში შვილჩაკრული
დედის ჩრდილი
როცა გადაუვლის
სახეები უფრო უნათდებათ
ფესვები უფრო უთბებათ ყვავილებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები