ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კოტე სალუქვაძე
ჟანრი: პოეზია
26 თებერვალი, 2011


ბედი

ბედი- ყოველდღიურად ჩაგჩურჩულებს თითქოს მას ყველა,
ბედი- ოთხი ბგერისგან შემდგარი სიტყვა,
ბედი- ოთხი ისარი, ოთხივე მხრიდან ჩასაფრებული,
ვის რას გვიმზადებს, ნეტავ რა მელის, არ ვიცი, ღმერთო!
ამ ხნის მანძილზე რამდენჯერ თოვა არ დამითვლია,
მაგრამ მე ვიცი, თითო ფანტელი და თითო თოვა,
რომ გააღვიძებს იდუმალ სევდას,
სევდას, რომელსაც ტკივილი ჰქვია.
და ამ დროს ბედი,
კატის თვალებით რომ ანათებს ღამეს მთვარის ნაცვლად, ჩაგჩურჩულებს:
"რა გაგაჩნია?"
და შენ შეკრთები, როგორც
მოულედნელად მოსული მევახშის წინაშე.
ბედი უსასრულო მოთმინებით უცდის პასუხს,
სახეშეშლილი ჩონჩხის უბედურებით გაბრწყინებული,
უსინდისოდ დაგცინის სულში
და ეს დაცინვა
მისი ამძორებული ხორციდან გამოსჭვივის,
უფრო მოთმინებით და უფრო ჩუმად ჩაგჩურჩულებს:
"რა გაგაჩნია?"
გამოერკვევი, არა, ეს იყო წმის სიზმარი,
შენ გაიფიქრებ და დაუფიქრებლად შეაფეთებ:
"ყველაფერი!."
მაგრამ შენს ლექსებში, რომლებიც არასოდეს
გესალბუნებოდა მწუხარების ჟამს
სამწუხაროდ აღმოაჩენ, რომ
არაფერი გაგაჩნია, მოგონებებიც კი.......
ოჰ, მეგობრებო!
დღეს ყველა ჭიქა შეავსეთ ღვინით,
მოგონებები გამოვიგლოვო,
მაგრამ ღვინის ნაცვლად, მოტყუებით
შენ სვამ ბალღამს,
ბალღის ხელით მოწოდებულს:
'მიირთვი!"
რამდენჯერ თოვა ამ ხნის მანძილზე არ დამითვლია,
მაგრამ მე ვიცი, რომ სადღაც თოვლში
ჩემი გულია, ოთხი ისრისგად გადასერილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები