ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკო ცოცხალაშვილი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2011


შენი ლურჯი თვალები

შენს ლურჯ თვალებში ყურება მიყვარს...
იქ უკეთესი ვჩანვარ მე ბევრად...
ყველა სევდიან და მოღრუბლულ დღეს
შენ მიფერადებ სხვადასხვა ფერად....

და ამ ფერადი ნაკუწებისგან
ვცდილობ ოცნების სამყაროს შექმნას,
სადაც ვერავინ ვერ დაგვაშორებს
და სამუდამოდ ვიქნებით ერთად...

აქ გავიხსენებთ ბავშვობის ზღაპრებს...
ხელს ჩავკიდებთ და გადავიფრენთ ცას...
და თუ სიკვდილის მოსვლა ვიგრძენით,
მაინც ვიცეკვებთ უკანასკნელ ვალსს...

რომელიც მჯერა არ დასრულდება...
წერტილს არ დავსვამთ მთელი სიცოცხლე...
ჩვენ დავბრუნდებით დედამიწაზე
და ერთმანეთით მუდამ ვიცოცხლებთ!...

წავალთ იქ, სადაც ვერვინ მოგვაგნებს...
თავს არ დავიღლით ფუჭი ფიქრებით...
მხრებზე მოვიხვევთ ოქროსფერ მზეს და...
შენს ლურჯ თვალებში კვლავ მე ვიქნები....

შენს ლურჯ თვალებში ყურება მიყვარს....

06.03.2011

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები