ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2011


დამალეთ...

მუჭში ჩავატევ დედამიწას, როგორც თოჯინას,
მერე ავყვები ზეცისაკენ მიმავალ ბილიკს.
ქარი სამყაროს სისუფთავეს კიდევ მოსინჯავს
და კიდევ ერთხელ ატირდება, ვით მეფე ლირი.

შეშლილა ქარი. საღამოა. არა ჩანს სივრცე
ჟანგბადს აკლია დედამიწა, როგორც ჰაერი
ორმოცზე ზემოთ აუვიდა სამყაროს სიცხე
გოგლგოთაზე დევს ამა სოფლის ცოდვის ნამქერი

რთულია ღმერთო, ვერა ვხედავ შენამდე სხვა გზას
ბილიკიც მცირე გამომადგა, როგორც სიკეთე.
სიბნელე უფრო მეტი არის, ცოდვები დამწვავს,
მე კი გავრბივარ და სახელიც გადავიკეთე.

კივის ქარი და სიგიჟე კი უკან მიყვება.
კვდება სამყარო ცოდვებით და სიცხისგან იწვის.
რამდენი კაცის დასაღვრელი ცრემლი იღვრება
როს ტირის ღმერთი შესანდობად ცოდვების მიწის.

არ ვიცი, ალბათ იმდენი, რომ სიგიჟეს შეშლის!
არ ვიცი, ალბათ, პოეზიაც ვერ დაწერს ამდენს
და თუ სამყარო აღარ არის მეტი ამ პეშვის
უფალო, გიძღვნი ჩემს უკვდავ სულს სიცოცხლის დამლევს.

და თუ არადა, დაიღუპოს როგორიც არის
თუკი ვერაფრით ვერ ვუშველეთ ცოდვის ამალებს.
ოდენ შთენილა სიმფონია შეშლილი ქარის
უბრალოდ ერთს გთხოვთ, ეს სამყარო სადმე დამალეთ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები