ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2008


გახსოვსა?

ფეჩას შაუნთე არ გაცივდეს კერიაიო,
საღამოს ხინკალ შამოდგოდე ქობაით ცეცხლსა,
ემა ბანაზე დავსხდოდეთ და ვიმუსაიფოთ,
ჟიპიტაურიც მაუხდების, მაუდგი გვერდსა.

მემრე დავტკბოდეთ, დანისლული ქარაფის ცქერით,
არაგვის ხმაურს ავაყოლოთ ფანდურზე მღერა,
ღამით ნიავიც ჩამაულის ახალ ნათიბებს,
სუნთქვად მაიტანს ჩვენებური ბალახის ფერსა.

ზოგიც მთისა ვთქოთ, ზოგიც ბარის, ზოგიც ისრე რამ,
ხანდისხან ყურსაც მივუგდებდეთ არწივის ფრთებსა,
გავეხვეოდეთ შავ ნაბადში, დილის ლოდინში ,
თეოზე ძაღლის შაყეფვა კი დაგვიფრთხობს მტერსა.

გახსოვსა? ღამე, ვარსკვლავები, ჩვენი უბნობა,
ახლივ რა ტკბილად მაგონდების, არ დამვიწყნია,
მიყორხარ მეთქი, რომ გითხარი, ჩემო სულყველავ,
შენ, ბუსარჭილი, არაგვი და ბნელი ღამეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები