მე ბეკი ვარ, - რებეკა. <<<<<<<<<< დედა ამბობს, რომ თითის სიგრძე ვარ და ენა კი ბევრად დიდი მაქვს... რა ჩემი ბრალია თუკი დაკვირვება მიყვარს და ყველაფერს ვამჩნევ. სულ მაფრთხილებენ ტყუილი არ თქვაო და რაღატომ სწყინთ როცა სიმართლეს ვამბობ?! <<<<<<<<<<
მაგალითად, იმ დღეს, ექიმი ბრონსონი გამინაწყენდა, რას მერჩოდა ვერ მივხვდი! სულ ცოტა ვისკი დალია-მეთქი... მერე რომ სკამზე ჩაეძინა და მთელი ღამე თავისუფლად დავსეირნობდით მე და ჩემი მეგობრები დერეფანში, ეგ ხომ არ მითქვამს?! აქ ზოგი ჩივის, ზოგი მოსთქვამს , ზოგი სიცილ-სიცილით დადის, ზოგი _ კედელ-კედელ, ხანდახან, პერანგი გვაცვია მკერდთან გადაჯვარედინებული ხელებით და ვირწევით სკამზე. <<<<<<<<<< მე ბეკი ვარ,_რებეკა. დიდზე დიდი ხნის წინათ დავიბადე, მაგრამ ბავშვი ვარ ჯერ, მწყინს როცა მოხუცს მეძახიან! ახლა ვთამაშობ, მამას რომ დედოფალა უნდა ეყიდა - სწორედ იმით... იმაზე ბევრად ლამაზია, რაც მაღაზიის მაღალ თაროზე იდო. გრძელი ჰარი მაბრაზებს, სულაც არ არის საყვარელი და საერთოდ არ გამოვაჩენდი შენს ადგილასო! კი ვბრაზობ ჰარიზე, მაგრამ ეგ ხედავს მაინც. აბა, ექთანი მარტინა შემოვა და სწორედ იქ მოუნდება ჩამოჯდომა, სადაც ჩემი დედოფალა დავაძინე, ვინ მოსთვლის რამდენჯერ გადავარჩინე. გაგიმხელთ და არ მიყვარს მარტინა, არავის უყვარს! სულ იმის ცდაშია ერთ ადგილას მიგვაჯაჭვოს, მე კიდევ ვერ ვჩერდები მშვიდად. <<<<<<<<<<<<< დედამაც იცის და მოუსვენარი ხარო, სულ ამას მსაყვედურბს. ჭკვიანად ვზივარ და... ხომ არაფერი გჭირსო, ექიმებს ეძახიან... ვერაფერი გამიგია და ვერაფერს ვხვდები... <<<<<<<<<<<<< ამ ბოლო დროს, სულ მარტო მინდა ყოფნა. ვინ დაგაცდის ! მომკიდებენ ხელს და მიმგვრიან ვიღაც წვერიან, სათვალეებიან მოხუცს, მგონი, პროფესორი ჰქვია. ყოველთვის ერთსა და იმავე შეკითხვას მისვამს. აღარ ვბრაზობ, მოხუცია და უჭირს დამახსოვრება. სახელი - ბეკი, რებეკა. გვარი - პატარა ვარ ჯერ, ვერ ვიმახსოვრებ. ასაკს მკითხავს. - ვუპასუხებ. - უკვირს სულ. ბოლოს, მოხუცი კაცი - სახელად პროფესორი, მხრებს იჩეჩავს და ამბობს საუბრის დასრულების მომასწავებელ, ჩემს უსაყვარლეს სიტყვას - “შედეგი არ არის“ ან “უიმედოა” და ბედნიერი ვდგები სკამიდან, რომელზე ჯდომის დროსაც, ჩემდაგასაკვირად, ფეხებს იატაკს ვაწვდენ, ვემშვიდობები მოხუცს შეძახილით “შედეგი არ არის!”. <<<<<<<<<<< დიდი ხნის აკრძალვის შემდეგ დედა რომ ეზოში მიშვებს პირველად, მაშინაც ზუსტად ასე მიხარია ... <<<<<<<<<<< ერთადერთი, ვინც ამ მოწყენილ წუთებს მიმსუბუქებს – ჩემი დედოფალაა! თეთრი ადამიანები სულ ერთსა და იმავეს მეუბნებიან, არ გვინახავს ეგ შენი დედოფალა, რომელიც მამას უნდა ეყიდა! არ გვინახავს და არც არსებობსო! მე რომ ვმალავ – იმიტომაც არ გინახავთ! აი, ეგრე! თორემ, აბა, გრძელ ჰარის ჰკითხეთ! მოკლედ, ჩემს თოჯინაზე მეტს აღარ ვილაპარაკებ. ჩემია და მორჩა! ვერავინ წამართმევს მის არსებობას! და თუ მასზე აღარ ვილაპარაკებთ, მაშ აღარც არაფერი მქონია სათქმელი. თან, ჩემი მეგობარი უნდა მოვიდეს, გრძელი ჰარი, ასტრონავტი, იცით რამდენი კომეტა უნახავს?! ერთი ცალი 437 წლის წინათ დაუჭერია და ძლივს გაუხედნავს. ისე მიყვება ხოლმე ამ ამბებს, მის მოსმენას არაფერი სჯობს. დღეს ერთ პლანეტაზე უნდა მიამბოს, სადაც, თურმე, თეთრი ადამიანები არ არსებობენ და აბებს არავის ასმევენ. <<<<<<<<<<< დედაც ასე მიამბობს ხოლმე ზღაპრებს. <<<<<<<<<<<< მარტინას ნაბიჯებს ვცნობ... მარტინაც თეთრი ადამიანია... ახლა, ალბათ, საათის დიდი ისარი 12-თანაა, პატარა – 9 – სთან. რებეკამ ჯადოსნური ფხვნილი უნდა დალიოს. როგორც თვითონ მარტინა ეძახის - მოსაჭკვიანებელი საშუალება. მე მაინც მეყოლება დედოფალა... ყოველთვის ვიქნები ასეთი ერთი თითის ხელა. მე “პატარა” გავიზარდე და სულაც არ მანაღვლებს და არ ვფიქრობ იმაზე, ვინ არის ის ჭაღარა, წყლიანი თვალებით მომზირალი ქალი ფანჯრის მინიდან! * * * მე ბეკი ვარ,- რებეკა! გპირდებით, არავის ვეტყვი ჩემმა მონათხრობმა ასე რომ დაგაბნიათ. ახლა, თავად განსაჯეთ, მართლა მაქვს თუ არა გრძელი ენა! “შედეგი არ არის”, “უიმედოა”!!! - გემშვიდობებით და არ მოიწყინოთ! გ ა მ ო ი გ ო ნ ე თ სათამაშო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
80. ნათ, ახლა ისევ მოვინახულე შენი ბეკი. როგორ მომნატრებია, დრომაც არ დამიცხრო მისდამი დიდი თანაგრძნობა, შემეშინდა , რაიმე ხომ არ ვიგრძენი ჩემს მომავალშითქო მისნაირი ნეტავ?DDD.
საყავარელია ბეკი. ნათ, ახლა ისევ მოვინახულე შენი ბეკი. როგორ მომნატრებია, დრომაც არ დამიცხრო მისდამი დიდი თანაგრძნობა, შემეშინდა , რაიმე ხომ არ ვიგრძენი ჩემს მომავალშითქო მისნაირი ნეტავ?DDD.
საყავარელია ბეკი.
79. მადლობა, რომ წაიკითხეთ. მადლობა, რომ წაიკითხეთ.
78. ვისიამოვნე, კი... მაგრამ ფინალს ცოტა სხვანაირს ველოდი... ვისიამოვნე, კი... მაგრამ ფინალს ცოტა სხვანაირს ველოდი...
77. ოხხხ,ლაშააააა, ლაშააააააა... :D ოხხხ,ლაშააააა, ლაშააააააა... :D
76. დედა ამბობს, რომ თითის სიგრძე ვარ და ენა კი ბევრად დიდი მაქვს... :)) :)) დედა ამბობს, რომ თითის სიგრძე ვარ და ენა კი ბევრად დიდი მაქვს... :)) :))
75. მმმ... კარგი ნაწერია..... 555 მმმ... კარგი ნაწერია..... 555
74. მირჩიეს წამეკითხა და წავიკითხე მეც,ეს არის პროზა მეორედ და მესამედაც რომ მოუბროუნდები იმდენად საინტერესოდ მიდის ტხრობა კარგია საინტერსო ავტორი აღმოვაჩინე და მოვუბრუნდები მალე არის ადგილები სადაც მაქსიმალური აღქმაა საჭირო და ეს მომეწონა კარგი პროზაა მირჩიეს წამეკითხა და წავიკითხე მეც,ეს არის პროზა მეორედ და მესამედაც რომ მოუბროუნდები იმდენად საინტერესოდ მიდის ტხრობა კარგია საინტერსო ავტორი აღმოვაჩინე და მოვუბრუნდები მალე არის ადგილები სადაც მაქსიმალური აღქმაა საჭირო და ეს მომეწონა კარგი პროზაა
73. ათენას, მპუა :-* ათენას, მპუა :-*
72. ძალიან კარგია. ემოციურია. განვიცადე და მოვიწონე. +2. ძალიან კარგია. ემოციურია. განვიცადე და მოვიწონე. +2.
71. გმადლობთ, ჭირვეულო....
უბრალოდ არ მინდოდა პერსონაჯი - მთლად ავტორს რომ მგვანებოდა :) გმადლობთ, ჭირვეულო....
უბრალოდ არ მინდოდა პერსონაჯი - მთლად ავტორს რომ მგვანებოდა :)
70. დღეს ერთ პლანეტაზე უნდა მიამბოს, სადაც, თურმე, თეთრი ადამიანები არ არსებობენ და აბებს არავის ასმევენ. : ))
კარგია, თუმცა რაღაც ადგილებში უფრო გიჟურად საუბარიც შეიძლებოდა . უფრო რეალური გიჟი უნდა იგრძნობოდეს. ალლბათ : )) (inlove) : ))
(sun) (sun) (sun) დღეს ერთ პლანეტაზე უნდა მიამბოს, სადაც, თურმე, თეთრი ადამიანები არ არსებობენ და აბებს არავის ასმევენ. : ))
კარგია, თუმცა რაღაც ადგილებში უფრო გიჟურად საუბარიც შეიძლებოდა . უფრო რეალური გიჟი უნდა იგრძნობოდეს. ალლბათ : )) (inlove) : ))
(sun) (sun) (sun)
69. :) ragac kargi iyo dzalian :) ragac kargi iyo dzalian
68. "ბეკი" აღარც კი მახსოვს რამდენჯერ წავიკითხე... მეც მიყვარს!!! "ბეკი" აღარც კი მახსოვს რამდენჯერ წავიკითხე... მეც მიყვარს!!!
67. .,, ეს რაღაც განსხვავებულად კარგია შენებიდან. ბუბუ '' ველური.
მეც,ბეკი მიყვარს,განსხვავებულად,ძალიან ...ჩოდოა!!! .,, ეს რაღაც განსხვავებულად კარგია შენებიდან. ბუბუ `` ველური.
მეც,ბეკი მიყვარს,განსხვავებულად,ძალიან ...ჩოდოა!!!
66. ლეონარდ, უპასუხოდ დამიტოვებიხარ! :-* ეგ შენი ტვინის უჯრედები მიყვარს მე,შენს ნაწერებში რომ ტოვებ- ხოლმე და მე ვჩიჩქნი :D
ნიიიიიიიი, ჩემს თავს არ ვაპატიებ, თუ გატკინე თუნდაც ამ ნაწერით :-* ლეონარდ, უპასუხოდ დამიტოვებიხარ! :-* ეგ შენი ტვინის უჯრედები მიყვარს მე,შენს ნაწერებში რომ ტოვებ- ხოლმე და მე ვჩიჩქნი :D
ნიიიიიიიი, ჩემს თავს არ ვაპატიებ, თუ გატკინე თუნდაც ამ ნაწერით :-*
65. შენც იცი ჩემი აზრი... ეს ნაწერი მტკივა მე... ნაათ :-* ძალიან ჩემო შენც იცი ჩემი აზრი... ეს ნაწერი მტკივა მე... ნაათ :-* ძალიან ჩემო
64. ისე მაგარი მკითხველი ვარ ვფიცავ.. თავიდანვე ვფიქრობდი რომ ეს მთვრალი ისრები არ იქნებოდა საჭირო და ასეც არის : )
ხო ნაწერმა ერთ მომენტში დალის(სალვადორის) მუცელში ყოფნის მოგონებები გამახსენა, და მერე მაგ ინერციით გავყევი ნაწერს... ამ ნაწერის უპირატესობა? იკითხება ადვილად : ) ისე მაგარი მკითხველი ვარ ვფიცავ.. თავიდანვე ვფიქრობდი რომ ეს მთვრალი ისრები არ იქნებოდა საჭირო და ასეც არის : )
ხო ნაწერმა ერთ მომენტში დალის(სალვადორის) მუცელში ყოფნის მოგონებები გამახსენა, და მერე მაგ ინერციით გავყევი ნაწერს... ამ ნაწერის უპირატესობა? იკითხება ადვილად : )
63. ეს მთვრალი ისრებით გამოყოფილირატომაა ცალცალკეა თუ ერთი ნაწერია ეს.... სანამ დამიწყია კიტხვა მიპასუხეთ : ) ეს მთვრალი ისრებით გამოყოფილირატომაა ცალცალკეა თუ ერთი ნაწერია ეს.... სანამ დამიწყია კიტხვა მიპასუხეთ : )
62. ნუცა11 ____________________________ მე უფრო მიყვარხარ, იმიტომ რომ მე უფრო დიდი ხანია რაც მიყვარხარ :D
ყოფილო დიადო ___________________ გაიხარე, ნამდვილად მნიშვნელოვანი შეფასებაა ჩემთვის, მითუმეტეს თუ ვარსკვლავებიც გეთანხმებიან :) :D :-*
სოლე ______________________________ მე გიყურებ შენ, მე Girasol-ი ვარ :-* ნუცა11 ____________________________ მე უფრო მიყვარხარ, იმიტომ რომ მე უფრო დიდი ხანია რაც მიყვარხარ :D
ყოფილო დიადო ___________________ გაიხარე, ნამდვილად მნიშვნელოვანი შეფასებაა ჩემთვის, მითუმეტეს თუ ვარსკვლავებიც გეთანხმებიან :) :D :-*
სოლე ______________________________ მე გიყურებ შენ, მე Girasol-ი ვარ :-*
61. მომეწონა,ნიჭიერო!:-* მომეწონა,ნიჭიერო!:-*
60.
შენ გაქვს გრძელი ენაა......... და ჭკვიანი თავიიიი..........
გენაცვალე კარგი ადამიანი ხარ შენ.........
პატივისცემით : ყოფილი დიადი......:)
შენ გაქვს გრძელი ენაა......... და ჭკვიანი თავიიიი..........
გენაცვალე კარგი ადამიანი ხარ შენ.........
პატივისცემით : ყოფილი დიადი......:)
59. მიყვარს ეს გოგო :* მიყვარს ეს გოგო :*
58. :D :-*
იქედან გახვედი შენ???? რაღაც მოგწერე :D :-*
იქედან გახვედი შენ???? რაღაც მოგწერე
57. დაგიწერე უჰ :D დაგიწერე უჰ :D
56. დაგიწერო ორი ქულა? :D დაგიწერო ორი ქულა? :D
55. აი, ამის შემდეგ შეიზლება თქვა რომ კარგი რამე წავიკითხეო! :) :-* აი, ამის შემდეგ შეიზლება თქვა რომ კარგი რამე წავიკითხეო! :) :-*
54. ძაააან მაგარიაა..........+55
ძაააან მაგარიაა..........+55
53. მადლობა, მანგოს :)
დააათ :) :) :) მადლობა, მანგოს :)
დააათ :) :) :)
52. გენიალურიათქო:);) გენიალურიათქო:);)
51. გენილურია... +++++ გენილურია... +++++
50. +2 მეტს იმსახურებ :) +2 მეტს იმსახურებ :)
49. აქ ვარ, მეგენც - მე ისევ ის სდაჩენცი ვარ :) :-* აქ ვარ, მეგენც - მე ისევ ის სდაჩენცი ვარ :) :-*
48. სდაჩეეენც :( :( :( :(( სდაჩეეენც :( :( :( :((
47. ოთ,გენაცვალე.... მომენატრე მეც!!! :-*
ქ-ნო ნანა, გმადლობთ! :-* ოთ,გენაცვალე.... მომენატრე მეც!!! :-*
ქ-ნო ნანა, გმადლობთ! :-*
46. მომეწონა ძალიან...5
ჩემი მეგობარი უნდა მოვიდეს, გრძელი ჰარი, ასტრონავტი, იცით რამდენი კომეტა უნახავს?! ერთი ცალი 437 წლის წინათ დაუჭერია და ძლივს გაუხედნავს. ისე მიყვება ხოლმე ამ ამბებს, მის მოსმენას არაფერი სჯობს. დღეს ერთ პლანეტაზე უნდა მიამბოს, სადაც, თურმე, თეთრი ადამიანები არ არსებობენ და აბებს არავის ასმევენ. მაგას მგონი ვიცნობ...:) მომეწონა ძალიან...5
ჩემი მეგობარი უნდა მოვიდეს, გრძელი ჰარი, ასტრონავტი, იცით რამდენი კომეტა უნახავს?! ერთი ცალი 437 წლის წინათ დაუჭერია და ძლივს გაუხედნავს. ისე მიყვება ხოლმე ამ ამბებს, მის მოსმენას არაფერი სჯობს. დღეს ერთ პლანეტაზე უნდა მიამბოს, სადაც, თურმე, თეთრი ადამიანები არ არსებობენ და აბებს არავის ასმევენ. მაგას მგონი ვიცნობ...:)
44. დიდი მადლობა, ქ-ნო ციცი :-* დიდი მადლობა, ქ-ნო ციცი :-*
43. ეს რა სმაილი დამიწერია, მარტო ღიმილი მინდოდა აი, ასე :) :) :) ეს რა სმაილი დამიწერია, მარტო ღიმილი მინდოდა აი, ასე :) :) :)
42. კი, ახლა კარგად ჩანც "პაციენტი" . ყოჩაღ, კარგია. :)) თან ძალიან ემოციური ნაწერია. მე ამას ღრმად განვიცდიხოლმე კი, ახლა კარგად ჩანც "პაციენტი" . ყოჩაღ, კარგია. :)) თან ძალიან ემოციური ნაწერია. მე ამას ღრმად განვიცდიხოლმე
41. ჩემი ჭინკა გოგო ხარ შენ,თაააააააათ!!!
ბარლამონამდე ჯერ შორია! ბარლამონი ცოტა მერე, მოგვიანებით :-* ჩემი ჭინკა გოგო ხარ შენ,თაააააააათ!!!
ბარლამონამდე ჯერ შორია! ბარლამონი ცოტა მერე, მოგვიანებით :-*
40. მე გუშინ, ღამით ბარლამონის გალაქტიკიდან პლანეტა ფინიჩიზე ვიყავი, დღეს თეთრ ხალათიან ადამიანებთან და ჩემს "დედოფალასთან". ერთად. ნათი შენ შეგიძლია ადამიანი გონების თვალით შეახედო არადედამიწელ სამყაროში.
მე გუშინ, ღამით ბარლამონის გალაქტიკიდან პლანეტა ფინიჩიზე ვიყავი, დღეს თეთრ ხალათიან ადამიანებთან და ჩემს "დედოფალასთან". ერთად. ნათი შენ შეგიძლია ადამიანი გონების თვალით შეახედო არადედამიწელ სამყაროში.
39. ძალიან კარგი ნაწერია – ემოციური და მძიმე ერთდროულად!..თავის გადარჩენის კარგი საშუალებაა საკუთარი სამყაროს შემოსაზღვრა...თუმცა, არ ვიცი, რამდენად შველით. ძალიან კარგი ნაწერია – ემოციური და მძიმე ერთდროულად!..თავის გადარჩენის კარგი საშუალებაა საკუთარი სამყაროს შემოსაზღვრა...თუმცა, არ ვიცი, რამდენად შველით.
38. დედა ამბობს, რომ თითის სიგრძე ვარ და ენა კი ბევრად დიდი მაქვს...რა ნაცნობია ეს:D
“შედეგი არ არის”, “უიმედოა”!!!
დიდზე დიდი ხნის წინათ დავიბადე, მაგრამ ბავშვი ვარ ჯერ, მწყინს როცა მოხუცს მეძახიან!
ძალიან კარგია!მომეწონა+2 დედა ამბობს, რომ თითის სიგრძე ვარ და ენა კი ბევრად დიდი მაქვს...რა ნაცნობია ეს:D
“შედეგი არ არის”, “უიმედოა”!!!
დიდზე დიდი ხნის წინათ დავიბადე, მაგრამ ბავშვი ვარ ჯერ, მწყინს როცა მოხუცს მეძახიან!
ძალიან კარგია!მომეწონა+2
37. რა კარგიააა :-* რა კარგიააა :-*
36. საინტერესო ავტორი ხარ! უბრალოდ, ძალდაუტანებლად წერ... ადვილად აღსაქმელია და ემოცია მოაქვს :-* დამასევდიანა... ბავშვობაში, ასათიანზე ჩავლისას სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა იქ, იმ კედლებს მიღმა... იმდენად სხვანაირი სხივი ქონდათ ადამნიანებს გისოსებიან ფანჯრებს უკან... ზოგს ანთებული და ზოგსაც სულ მიმქრალი...
ეჰ... რა ვთქვა?.. გავიზარდე და ვხვდები- ბევრი იქაური "უიმედო" გვჯობია აქაურ "იმედიანს"... 555! საინტერესო ავტორი ხარ! უბრალოდ, ძალდაუტანებლად წერ... ადვილად აღსაქმელია და ემოცია მოაქვს :-* დამასევდიანა... ბავშვობაში, ასათიანზე ჩავლისას სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა იქ, იმ კედლებს მიღმა... იმდენად სხვანაირი სხივი ქონდათ ადამნიანებს გისოსებიან ფანჯრებს უკან... ზოგს ანთებული და ზოგსაც სულ მიმქრალი...
ეჰ... რა ვთქვა?.. გავიზარდე და ვხვდები- ბევრი იქაური "უიმედო" გვჯობია აქაურ "იმედიანს"... 555!
34. სულ მეუბნებიან ტყუილი არ თქვაო და რაღატომ სწყინთ როცა სიმართლეს ვამბობ?! რავიცი, ვიცი? არ ვიცი... რეგვენები არიან და მაგიტომ. სულ მეუბნებიან ტყუილი არ თქვაო და რაღატომ სწყინთ როცა სიმართლეს ვამბობ?! რავიცი, ვიცი? არ ვიცი... რეგვენები არიან და მაგიტომ.
33. Yesterday, I fell in depression... Now I feel some kind of ... what?.. I Don't know... Yesterday, I fell in depression... Now I feel some kind of ... what?.. I Don`t know...
32. უჰ, ხო იცი დილით მიყვარს კითხვა, ამიტომ შემოვიტოვებ გემრიელად დილისთვის ;) :-*
+ 5 უჰ, ხო იცი დილით მიყვარს კითხვა, ამიტომ შემოვიტოვებ გემრიელად დილისთვის ;) :-*
+ 5
31. ყოჩაღ...მაგრამ მე მაინც ყველაზე სულელი ვარ.. :)) :)) :)) ყოჩაღ...მაგრამ მე მაინც ყველაზე სულელი ვარ.. :)) :)) :))
30. ძალიან, ძალიან მომეწონა :) უფ... მაგარია ... ძალიან, ძალიან მომეწონა :) უფ... მაგარია ...
29. აჰა, მაგას როგორ დაგამადლი, თან როის ლექსი დავდე და სუბიექტურობაში ჩამომართმევენ (ხელს, პირობას, უფლებას, ლიცენზიას) :D
დივერსია
სხივებმა ფოთლების ბოლო ნაპულსარი ნისლებს შეაწმინდეს, სქელსა და მიწიანს, მოკვდე შეიძლება, მზე ისე შორს არის და სველი ხეები სველ ხელებს იწვდიან
ქალაქში, მთებიდან, როგორც დივერსია, ეწყობა ნისლები, აქ, როგორც სარჩევში, სიკვდილის მოძებნა უმარტივესია (ბევრიც რომ ეცადო, მაინც გადარჩები).
ლონდონში ნისლები უფრო სქელ-სქელია, ვენაში გავუშვი ყველა თადარიგი და ფლამინგოები სანგრებს შესცქერიან, ეს კი საშველია, შენი ბადალი კი
არ არის, არ არის, არ არის, არ არის და კიდევ არ არის, დილავ, საზიზღარო, რადგან სამარიდან ასე მისავალი, სუსხი ჩემს ოთახში უნდა ასისხამო.
ჩვენ კი, საქართველო, ერთმანეთს ყოველთვის ასე ვექცეოდით, რადგან მოგვისაჯეს სქელი ჯაჭვების და ტანჯვის ეგზოტიკა, ჯვრების ეგზოტიკა, კიდევ, ზოგისათვის.
ახლა სისრულეში მოდის განაჩენი, რამდენ სისაძაგლეს კიდევ შევეგუეთ, ბევრიც რომ ვეცადოთ, მაინც გადავრჩებით, ზამთრის პროლოგია ახლა შენებური
და შენს სიბნელეში სველი ხეებიდან სიკვდილის დანახვა უმარტივესია და სქელი ნისლები, ცუდი დღეებივით, ეწყობა ზედიზედ, როგორც დივერსია. აჰა, მაგას როგორ დაგამადლი, თან როის ლექსი დავდე და სუბიექტურობაში ჩამომართმევენ (ხელს, პირობას, უფლებას, ლიცენზიას) :D
დივერსია
სხივებმა ფოთლების ბოლო ნაპულსარი ნისლებს შეაწმინდეს, სქელსა და მიწიანს, მოკვდე შეიძლება, მზე ისე შორს არის და სველი ხეები სველ ხელებს იწვდიან
ქალაქში, მთებიდან, როგორც დივერსია, ეწყობა ნისლები, აქ, როგორც სარჩევში, სიკვდილის მოძებნა უმარტივესია (ბევრიც რომ ეცადო, მაინც გადარჩები).
ლონდონში ნისლები უფრო სქელ-სქელია, ვენაში გავუშვი ყველა თადარიგი და ფლამინგოები სანგრებს შესცქერიან, ეს კი საშველია, შენი ბადალი კი
არ არის, არ არის, არ არის, არ არის და კიდევ არ არის, დილავ, საზიზღარო, რადგან სამარიდან ასე მისავალი, სუსხი ჩემს ოთახში უნდა ასისხამო.
ჩვენ კი, საქართველო, ერთმანეთს ყოველთვის ასე ვექცეოდით, რადგან მოგვისაჯეს სქელი ჯაჭვების და ტანჯვის ეგზოტიკა, ჯვრების ეგზოტიკა, კიდევ, ზოგისათვის.
ახლა სისრულეში მოდის განაჩენი, რამდენ სისაძაგლეს კიდევ შევეგუეთ, ბევრიც რომ ვეცადოთ, მაინც გადავრჩებით, ზამთრის პროლოგია ახლა შენებური
და შენს სიბნელეში სველი ხეებიდან სიკვდილის დანახვა უმარტივესია და სქელი ნისლები, ცუდი დღეებივით, ეწყობა ზედიზედ, როგორც დივერსია.
28. რეზო დავასრულე.
აეს გქონდეს :-*
# # #
იცინი ნაკლებად და ამთქნარებ სასაცილოდ, იმდენად კეთილი ხარ გიფრთხიან არასოდეს მტრედები, რომლებიც ძალგიძს რომ დააძინო უბეში ჩვეულებრივ... და მინდა გთავაზობდე -
პლანეტებს პეშვებით, მოკრეფილს ხმაურიდან, სიყვარულს პოეტურად, ჩვეული მეთოდივით, მე მიკვირს რამდენი რამეა ქალური და მე მიკვირს რამდენი რამეა დედობრივი -
შენს ბავშვურ თვალებში, თვალებში რომლებითაც ჩემს ჯერ არ დაწერილ სტრიქონებს ახამხამებ, იმდენად მიყვარხარ რომ სუნთქვაც მომერიდა, რომ ცქერაც მომერიდა, რომ ისე დავაღამე -
შეცვლილა არაფერი, ცუდად ვარ გაცილებით, ზაფხულის ქალაქში ყინულის სახლებია... დავდივარ უშენოდ და შენს მკერდში ნაძინები მტრედები, ქუჩაში ფეხდაფეხ დამყვებიან. რეზო დავასრულე.
აეს გქონდეს :-*
# # #
იცინი ნაკლებად და ამთქნარებ სასაცილოდ, იმდენად კეთილი ხარ გიფრთხიან არასოდეს მტრედები, რომლებიც ძალგიძს რომ დააძინო უბეში ჩვეულებრივ... და მინდა გთავაზობდე -
პლანეტებს პეშვებით, მოკრეფილს ხმაურიდან, სიყვარულს პოეტურად, ჩვეული მეთოდივით, მე მიკვირს რამდენი რამეა ქალური და მე მიკვირს რამდენი რამეა დედობრივი -
შენს ბავშვურ თვალებში, თვალებში რომლებითაც ჩემს ჯერ არ დაწერილ სტრიქონებს ახამხამებ, იმდენად მიყვარხარ რომ სუნთქვაც მომერიდა, რომ ცქერაც მომერიდა, რომ ისე დავაღამე -
შეცვლილა არაფერი, ცუდად ვარ გაცილებით, ზაფხულის ქალაქში ყინულის სახლებია... დავდივარ უშენოდ და შენს მკერდში ნაძინები მტრედები, ქუჩაში ფეხდაფეხ დამყვებიან.
27. მადლობა დიდი :)
მინდი, ერთი ლექსი რეზოსი მეც მომიყვანე რააააა :D :) :D
დივერსია,მაგალითად :) მადლობა დიდი :)
მინდი, ერთი ლექსი რეზოსი მეც მომიყვანე რააააა :D :) :D
დივერსია,მაგალითად :)
26. ეს რაღაც განსხვავებულად კარგია შენებიდან.
ბუბუ :-*
5
5 ეს რაღაც განსხვავებულად კარგია შენებიდან.
ბუბუ :-*
5
5
25. ჩემი ნათია ყველაზე ნიჭიერია :) ჩემი ნათია ყველაზე ნიჭიერია :)
24. აჰა, შენ 5 და დაჯექი, კარგი გოგო ხარ. ;) :) აჰა, შენ 5 და დაჯექი, კარგი გოგო ხარ. ;) :)
23. რას მერჩი ოთიჩკა??? :D:D:D :-*:-* რას მერჩი ოთიჩკა??? :D:D:D :-*:-*
22. კაი ოხერი ხარ შენ:))))) ვინც შენ არ გიცნობს:D:D:D კაი ოხერი ხარ შენ:))))) ვინც შენ არ გიცნობს:D:D:D
21. დიახ, გეთანხმებით, საბრალონი არ არიან - სინამდვილეს მოწყდნენ, მაგრამ მაინც მეტირება.....
ნაწერის შეფასებაში გეთანხმებით. დიახ, გეთანხმებით, საბრალონი არ არიან - სინამდვილეს მოწყდნენ, მაგრამ მაინც მეტირება.....
ნაწერის შეფასებაში გეთანხმებით.
20. კრავაი, ისინი, სულაც არ არიან საბრალონი, რაღაცით გვჯობიან კიდეც, თუნდაც იმიტომ, რომ ერთი ფურცლით უფრო მდიდარი ბიოგრაფია აქვთ, ვიდრე სხვებს. ნაწერზე რა ვთქვა, შთამბეჭდავი და უზადოა!!! კრავაი, ისინი, სულაც არ არიან საბრალონი, რაღაცით გვჯობიან კიდეც, თუნდაც იმიტომ, რომ ერთი ფურცლით უფრო მდიდარი ბიოგრაფია აქვთ, ვიდრე სხვებს. ნაწერზე რა ვთქვა, შთამბეჭდავი და უზადოა!!!
19. ეს გუშინ წავიკითხე და კომენტარი არ დამიტოვებია თურმე.. კარგი რამეა ძალიან.. მომეწონა და რაღაც ცოტა სხვადასხვა მხრიდან შესახედ ჩასაღრმავებელი მომეჩვენა.. ანუ ისეთი ნაწერია ბევრი რამის "წაღება" რომ შეგიძლია.. ეს გუშინ წავიკითხე და კომენტარი არ დამიტოვებია თურმე.. კარგი რამეა ძალიან.. მომეწონა და რაღაც ცოტა სხვადასხვა მხრიდან შესახედ ჩასაღრმავებელი მომეჩვენა.. ანუ ისეთი ნაწერია ბევრი რამის "წაღება" რომ შეგიძლია..
18. როგორც ყოველთვის კარგია.............++ ეჰ ძველი სახელი :( როგორც ყოველთვის კარგია.............++ ეჰ ძველი სახელი :(
17. ღამით წავიკითხე. გამყვა იმდენად, რომ დილით ისევ მოვაშურე. ფსიაქიატრიული კლინიკის პაციენტები იმდენად საბრალონი არიან და ეს ამ ნაწარმოებში ისეა დანახული, გეფიცებით, ხელახლა წაკითხვისას ცრემლები მომერია. კიდევ ერთხელ , მადლობა ავტორს, მახარებს ნიჭიერ შემოქმედებთან შეხვედრა! ღამით წავიკითხე. გამყვა იმდენად, რომ დილით ისევ მოვაშურე. ფსიაქიატრიული კლინიკის პაციენტები იმდენად საბრალონი არიან და ეს ამ ნაწარმოებში ისეა დანახული, გეფიცებით, ხელახლა წაკითხვისას ცრემლები მომერია. კიდევ ერთხელ , მადლობა ავტორს, მახარებს ნიჭიერ შემოქმედებთან შეხვედრა!
16. გენაცვალეთ ჩემო თბილო ადამიანებო :-*
ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ ასე თავისუფლად რომ შემიძლია მოფერება !!! :) :D :-* გენაცვალეთ ჩემო თბილო ადამიანებო :-*
ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ ასე თავისუფლად რომ შემიძლია მოფერება !!! :) :D :-*
15. მშვენიერია!!! მესიამოვნა წაკითხვა!!! მშვენიერია!!! მესიამოვნა წაკითხვა!!!
14. ძალიან მაგარი ნაწერია. არაჩვეულებრივი. ყოჩაღ. :-* ძალიან მაგარი ნაწერია. არაჩვეულებრივი. ყოჩაღ. :-*
13. ჭკვიანი ნათია ხარ შენ! დაგლოცოს უფალმა!!! ჭკვიანი ნათია ხარ შენ! დაგლოცოს უფალმა!!!
12. უ ე ჭ ვ ე ლ ა დ წ ა ი კ ი თ ხ ე თ! "მე ბეკი ვარ,- რებეკა! გპირდებით, არავის ვეტყვი ჩემმა მონათხრობმა ასე რომ დაგაბნიათ. ახლა, თავად განსაჯეთ, მართლა მაქვს თუ არა გრძელი ენა! “შედეგი არ არის”, “უიმედოა”!!! - გემშვიდობებით და არ მოიწყინოთ!" და გ ა მ ო ი გ ო ნ ე თ ს ა თ ა მ ა შ ო!!!
უ ე ჭ ვ ე ლ ა დ წ ა ი კ ი თ ხ ე თ! "მე ბეკი ვარ,- რებეკა! გპირდებით, არავის ვეტყვი ჩემმა მონათხრობმა ასე რომ დაგაბნიათ. ახლა, თავად განსაჯეთ, მართლა მაქვს თუ არა გრძელი ენა! “შედეგი არ არის”, “უიმედოა”!!! - გემშვიდობებით და არ მოიწყინოთ!" და გ ა მ ო ი გ ო ნ ე თ ს ა თ ა მ ა შ ო!!!
11. მომეწონა საინტერესოა ნამდვილად და საერთოდაც მნე ნრავიტსა ვაშ ხოდ მისლეი...;;)
და არამარტო, ხელწერაც ძალიან მომწონს და მოკლედ გკითხულობ სულ და სულ;;) მომეწონა საინტერესოა ნამდვილად და საერთოდაც მნე ნრავიტსა ვაშ ხოდ მისლეი...;;)
და არამარტო, ხელწერაც ძალიან მომწონს და მოკლედ გკითხულობ სულ და სულ;;)
10. აი, ნახე, რა კარგად გამოვიდა. :) აი, ნახე, რა კარგად გამოვიდა. :)
9. მადლობას მოგახსენებთ ყველას წაკითხვისთვის!
კოსტა, ლანა, გიგო, ქ-ნო ციცი, კრავაი,ბარბი :) :-*
"გპირდებით, არავის ვეტყვი ჩემმა მონათხრობმა ასე რომ დაგაბნიათ".<<<< ასე ამბობს "ჭაღარა, წყლიანი თვალებით მომზირალი ქალი ფანჯრის მინიდან!" -სახელად, ბეკი :)
მადლობას მოგახსენებთ ყველას წაკითხვისთვის!
კოსტა, ლანა, გიგო, ქ-ნო ციცი, კრავაი,ბარბი :) :-*
"გპირდებით, არავის ვეტყვი ჩემმა მონათხრობმა ასე რომ დაგაბნიათ".<<<< ასე ამბობს "ჭაღარა, წყლიანი თვალებით მომზირალი ქალი ფანჯრის მინიდან!" -სახელად, ბეკი :)
8. გამახსენდა სელინჯერის ,,მყუდრო სავანე''-ფსიქიატრიული კლინიკა. .. აქ ბეკი ძალინ მშვიდი პაციენტია, უწყინარი მოხუცი...ისევ ბავშვობაში ჩარჩენილა და არ სურს მოხუცობა, ეტყობა მამამ ვერ უყიდა, ადრე ,დედოფალა...მოთხრობა განსხვავებული ხერწერით არის შესრულებული, ფოლკნერისეულად, მაგრამ არა-გავლენა! დიდებულია, დიდებული! ყოჩაღ! გამახსენდა სელინჯერის ,,მყუდრო სავანე``-ფსიქიატრიული კლინიკა. .. აქ ბეკი ძალინ მშვიდი პაციენტია, უწყინარი მოხუცი...ისევ ბავშვობაში ჩარჩენილა და არ სურს მოხუცობა, ეტყობა მამამ ვერ უყიდა, ადრე ,დედოფალა...მოთხრობა განსხვავებული ხერწერით არის შესრულებული, ფოლკნერისეულად, მაგრამ არა-გავლენა! დიდებულია, დიდებული! ყოჩაღ!
7. ძალიან მომეწონა. თავიდან ვიფიქრე, რომ თარგმანი იყო. :) "პატარა ულისწულის" ბატკანი გამახსენდა ყუთში. :) ძალიან მომეწონა. თავიდან ვიფიქრე, რომ თარგმანი იყო. :) "პატარა ულისწულის" ბატკანი გამახსენდა ყუთში. :)
6. როგორც ავღნიშნე შენთან პირადი საუბრისას, სუფთად წერ!!! ნაწერი უშეცდომოა!!! არის მომენტი როცა, უნდა გეცოდებოდეს, მაგრამ მთავარი სათქმელი სიყვარულისა თუნდაც გამოგონილის, მეტად შთამეჭტავია ვიდრე გეცოდებოდეს, (აქ) პერსონაჟი!!! ეს ნაწარმოები უფრო ათბობს ვიდრე გეცოდებოდეს!!! რჩევა, აბებზე გაცილებით საუკეთესო საშუალებაა სამკურნალოდ!!! ეს კი უკვე ითქვა ნაწარმოებში. ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!! როგორც ავღნიშნე შენთან პირადი საუბრისას, სუფთად წერ!!! ნაწერი უშეცდომოა!!! არის მომენტი როცა, უნდა გეცოდებოდეს, მაგრამ მთავარი სათქმელი სიყვარულისა თუნდაც გამოგონილის, მეტად შთამეჭტავია ვიდრე გეცოდებოდეს, (აქ) პერსონაჟი!!! ეს ნაწარმოები უფრო ათბობს ვიდრე გეცოდებოდეს!!! რჩევა, აბებზე გაცილებით საუკეთესო საშუალებაა სამკურნალოდ!!! ეს კი უკვე ითქვა ნაწარმოებში. ჩემი მოწონება აქ!!! გაიხარე შენა!!!
5. დედა ამბობს, რომ თითის სიგრძე ვარ და ენა კი ბევრად დიდი მაქვს... :) დედიკოც მეუბნებოდა ამას ბავშვობაში :)
თეთრი ადამიანები სულ ერთსა და იმავეს მეუბნებიან, არ გვინახავს ეგ შენი დედოფალა, რომელიც მამას უნდა ეყიდა! არ გვინახავს და არც არსებობსო! მე რომ ვმალავ – იმიტომაც არ გინახავთ! აი, ეგრე! - აუუ, ამან როგორ დამასევდიანა :( :( დღეს ერთ პლანეტაზე უნდა მიამბოს, სადაც, თურმე, თეთრი ადამიანები არ არსებობენ და აბებს არავის ასმევენ.- ესეც :( :(
არაჩვეულებრივი ნაწერია ეს! წაიკითხეთ! +5 დედა ამბობს, რომ თითის სიგრძე ვარ და ენა კი ბევრად დიდი მაქვს... :) დედიკოც მეუბნებოდა ამას ბავშვობაში :)
თეთრი ადამიანები სულ ერთსა და იმავეს მეუბნებიან, არ გვინახავს ეგ შენი დედოფალა, რომელიც მამას უნდა ეყიდა! არ გვინახავს და არც არსებობსო! მე რომ ვმალავ – იმიტომაც არ გინახავთ! აი, ეგრე! - აუუ, ამან როგორ დამასევდიანა :( :( დღეს ერთ პლანეტაზე უნდა მიამბოს, სადაც, თურმე, თეთრი ადამიანები არ არსებობენ და აბებს არავის ასმევენ.- ესეც :( :(
არაჩვეულებრივი ნაწერია ეს! წაიკითხეთ! +5
4. აუ ძალიან მაგრად წერ, მიყვარს ეს ადამიანი :-* აუ ძალიან მაგრად წერ, მიყვარს ეს ადამიანი :-*
3. აღფრთოვანებული ვარ.. ძალიან საინტერესოა..
წარმატებები.. )) აღფრთოვანებული ვარ.. ძალიან საინტერესოა..
წარმატებები.. ))
2. არადა მომწონს :D
:-* არადა მომწონს :D
:-*
1. პაატა ბურჭულაძევ! ჩემი ნაწარმოებების დიდებულო მთარგმნელო :-* დაბადების დღეს გილოცავ!
აბაააა, შენ იცი _ ამასაც როგორ გადათარგმნი :))
გკოცნი და გეხუტები შორიდან! მალე დააღწიეთ თავი ჩრდილოეთის სუსხს. მენატრეეეეეეეეეებიიიით! :-* :-* :-* :-* პაატა ბურჭულაძევ! ჩემი ნაწარმოებების დიდებულო მთარგმნელო :-* დაბადების დღეს გილოცავ!
აბაააა, შენ იცი _ ამასაც როგორ გადათარგმნი :))
გკოცნი და გეხუტები შორიდან! მალე დააღწიეთ თავი ჩრდილოეთის სუსხს. მენატრეეეეეეეეეებიიიით! :-* :-* :-* :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|