ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეჯი ქანდელი
ჟანრი: პოეზია
12 მარტი, 2011


მე ბუნება ვარ!

ჩემში ზღვა ღელავს,
მე კი ვერ მახრჩობს მისი ტალღები.
ყინულის ლოლოდ გადავიქეცი,-
მაგრამ არ ვლღვები.
მთელს ჩემს სხეულზე ლავას ვაფრქვევ
და არ ვიწვები.
მე ვულკანიც ვარ,-
მაგრამ არასდროს არ დავიწვები.
ცრემლის მაგივრად, წვიმად ვიღვრები,
მაგრამ არასდროს არ დავიღვრები.
წვიმის მერე,
ცისარტყელად გადავიქცევი
და,- გავიქცევი.
როცა ღამეა,
ცაზე მთვარედ დავეხეტები.
გათენდება და,-
ოქროსფერ მზედ დავიხატები.
თუ ავღელდები,
შემიძლია ზვავად ჩამოვწვე,
თუ მომეწონე,
შენს სხეულზე მოვიჭირხლები.
მომწონს,
როდესაც ცის სივრცეში გავქუხილდები,
სეტყვად ვიქცევი,-
და სახლამდე დაგედევნები.
მომწონს, როდესაც თმებს გიწეწავ,-
როცა ქარი ვარ.
მტვერს რომ შეგაყრი, რომ გაგწუწავ,
მეც ხომ ქალი ვარ.!
მე ყველა თვე ვარ!
თებერვალიც, მარტიც, აპრილიც.
(ნუ გეგონები მარტო მაისი)
მე ყვავილი ვარ!
კლდის წვეროზე
ედელვაისი.
მე პეპელაც ვარ.
თან ყველაზე ჭრელი პეპელა.
საუკუნეებს ვეღარ ვითვლი, იმდენ ხანს ვცხოვრობ.
მე ღრუბელიც ვარ,
კომეტაც და
ირმის ნახტომიც.
ხან ტორნადო ვარ,
ხან ქარბორბალა,
ხან კი ნიავი .
ხან ცხოველი ვარ,
ხან თევზი და
ხანაც ფრინველი.
მე ბუნება ვარ!
შენ კი,- მიწა...
მაგრამ ორივე მიწად ვიქცევით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები