ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
14 მარტი, 2011


მე... შენ... და...

ბრუნავს
და თითქოს ბრუნდება წარსულში.
ძინავს
და თითქოს ბორგავს წყვდიადში.
ოცნებობს
და თითოქს არც იცის რაზე,
ტირის
და თითქოს იღვიძებს ცაზე.

თამბაქოს კვამლში ივსება ოთახი,
სუნთქვა ეკვრება სარკმლის კიდეებს,
ის ბრუნავს...
და თითქოს ბრუნდება წარსულში,
ისევ აღვიძებს ნაცნობ იდეებს.

კვდება
და თითქოს მიდის უჩუმრად.
გამოცოცხლებას ელის ბუნების.
უყვარს ფერები სიცოცხლით სავსე,
ტანზე კი მუდამ შავ-თეთრი ფერის
კაბა აცვია, ცრემლებით სავსე.

ივსება
და თითქოს ტკივილით სუნთქავს,
თითქოს ფერებიც ქრებიან მასში,
კვდება
და თითქოს მიყვება ქუჩებს,
სადაც სითბოზე ოცნებობს ყველა.

ბრუნავს
და თითქოს ბრუნდება წარსულში.
ძინავს
და თითქოს ბორგავს წყვდიადში.
ოცნებობს
და თითქოს არც იცის რაზე,
ტირის
და თითქოს იღვიძებს ცაზე.

ის მარტოობის ათას წელს ითვლის,
ის მე სიჩუმის წუთებს მასწავლის,
ვზივართ სარკმელთან,
ვსუნთქავთ ერთმანეთს
და თითქოს ისევ ვეხებით სიკვდილს.

მე...
შენ...
და...
თითქოს ისევ ვიღვიძებთ
და თითქოს ისევ ვეხებით სიკვდილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები