 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2008 |
"ლამაზმანო", მე ვერ გავიგე თქვენი აღშფოთების მიზეზი, იმის მაგიერ რომ განიცდიდეთ იმ ფაქტს, რომ ლიტერატურა. გე. დახურულია ნიჭიერი ავტორებისთვის,რათა ზოგიერთმა წერა-კითხვის უცოდინარმა საკუთარი რკინა ოქროდ გაასაღოს,ურაკპარაკს ადანაშაულებთ იმაში, რომ ნებისმიერ ავტორს აძლევს უფლებას საკუთარი ნაწარმოები გამოაქვეყნოს? გეთანხმები, შეიძლება დაოსტატება ბევრს გვაკლია,მაგრამ პორტალმა განვითარებისა და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება არ უნდა ჩაუკლას ადამიანს... ერთი კვირაა გულდასმით ვკითხულობ ლიტ გეზე განთავსებულ "შედევრებს" და სურვილი გამიჩნდა ბოდიში მოვუხადო ლეო-ნაფტას ყველა იმ ტკივილისთვის, რაც უსამართლოდ მივაყენე: აღმოვაჩინე, რომ ლეო ნაფტა პორტალზე ყველაზე ნიჭიერი და მართალი ავტორია... გამაოცა კიდევ ერთმა ფაქტმა, რომელიც ლიტერატურაგე-ზეა გაბატონებული: პორტალზე არ არსებობს ფორმულა:"დაიმდაბლე თავი შენი". ყავთ რამდენიმე ამპარტავნობის ზღვარს გადასული ავტორ_შემფასებელი,რომელნიც აიძულებენ ახალბედა ავტორებს,,როგორც კერპებს ისე მიმართონ, რათა ქურუმებმა თითო დამადლებულიმოწყალების სიტყვა გადაუგდონ... მე, ურაკპარაკი გე-ზე ოცდაათი ავტორი მაინც მეგულება, რომლებიც სათითაოდ დაჯაბნიან ლიტ გეზე გამოქვეყნებულ ყველა ლექსებიდან შერჩეულ საუკეთესო ლექსებს...მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემზე ძლიერები არიან, არ მინდა თავზე მოვახვიო ჩემი ჩანაფიქრი...
მე გახლავართ სწორედ ის ავტორი, რომელსაც ყველა ლექსი შურითა და ღვარძლით ატანილმა ლიტ გე-ლებმა გამიმინუსეთ! ურაკპარაკზე, ერთი ჩვეულებრივი, საშუალოზე დაბლა მდგარი ავტორი ვარ...ამ პორტალზე ოთხმოცამდე ლექსი მაქვს განთავსებული, ეს ლექსები დიდი ოსტატობით არ გამოირჩევიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ,ლიტ გე-ზე განთავსებული ყველა ლექსიდან რომ შეარჩიონ 80 ლექსი, მაინც ვერ დაჯაბნიან, ჩემს უსუსურ სტრიქონებს, ამიტომ შემოვდივარ წინადადებით: შევარჩიოთ მედიატორები 3-3 კაცი ურაკპარაკიდან და ლიტერატურა გე-დან, თითო მედიატორი ვთხოვოთ გამოყოს "ჩვენი მწერლობისა და "ლიტერატურული პალიტრის" რედაქციამ და შემეჯიბრეთ...
თუ დავმარცხდი?!- გპირდებით რომ ურაკპარაკიდანაც წავალ, თქვენ თუ დამარცხდით, არაფერს მოვითხოვ სანაცვლოდ...
ვიდრე ჩემს შემოთავაზებას განიხილავთ ლიტერატურა გე-სადმი მიძღვნილი ლექსით დაგატკბობთ
მეგობრული რჩევა ლიტერატურა. გეს
მანდ ალბათ თბილა და არ ისმის კვნესა არასდროს, და არც ხველება განწირულთა არღვევს სიამეს, მე გევედრებით რკინის კარი მაგრად ჩარაზეთ, ოღონდ ოთახი შიგადაშიგ გაანიავეთ...
ნუ აღელდებით, გაზქურებთან თბილად მოეწყვეთ, ასეთი ბრძნული გამოხედვით მრავალს აოცებთ, გადაურაზეთ კარებები შეშლილ პოეტებს, თორემ წყურვილი შემზარავი თქვენც დაგაოსებთ...
არ შეგეშინდეთ, თქვენს ფშვინვას და თქვენს ნეტარებას, მტკიცედ დარაჯობს გისოსი და შავი ჟანდარმი... ფხიზლად იყავით, პოეტი თუ მოგეპარებათ, იქვე ჩაწიხლეთ სტრიქონივით გაურანდავი...
პოეტს სიცივე შეაგებეთ რკინის კარებთან, მუჯლუგუნები მიაყოლეთ ახალწვეულებს, თორემ შიმშილი თქვენს ოთახსაც დაემგზავრება და პოეტივით უნუგეშოდ დაასნეულებს...
მანდ ალბათ თბილა და არ ისმის კვნესა არასდროს, და არც ხველება განწირულთა არღვევს სიამეს, მე გევედრებით რკინის კარი მაგრად ჩარაზეთ, ოღონდ ოთახი შიგადაშიგ გაანიავეთ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
44. რა გითხრა, სოსო, იმ რედკოლეგიაში მეც ვარ და კიდევ რამდენიმე კარგი რედაქტორიც ვიცი... ვანიავებ, რაც შემიძლია! რა გითხრა, სოსო, იმ რედკოლეგიაში მეც ვარ და კიდევ რამდენიმე კარგი რედაქტორიც ვიცი... ვანიავებ, რაც შემიძლია!
43. განათლებულო და 21 საუკუნეში მცხოვრებო და ასევე 21 საუკუნის მსმენელო რა გელაპარაკო ? მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და მართლაც ჩარჩენილი ვარ რო იცოდე :) ახალი არაფერი ხდება ყველაფერი ძველია ! განათლებულო და 21 საუკუნეში მცხოვრებო და ასევე 21 საუკუნის მსმენელო რა გელაპარაკო ? მე უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და მართლაც ჩარჩენილი ვარ რო იცოდე :) ახალი არაფერი ხდება ყველაფერი ძველია !
42. ,ე აბსოლუტურად ვეთანხმები ნადირს. დიახ მეც დავტოვე ლიტ.გე იმიტომ რომ გვარძლისა რამოდენიმე პიროვნება ერთამენთს ბელისნკებს და ბარათაშვილებს უწოდებენ, სხვა რაფრად მიაჩნიათ. არ იყო ჯანსაღი კრიტიკა, არ იყო ჯანსაღი შეფასება, მართლაც რომ ძლიერებს ამნუსებდნენ მაქსიმალურად და არვსილნი არიან შურით. დიახ აქ მომწონს შეფასების სტილი, არ მოგეწონა პირდაპირ იტყვი არ მომეწონდა. მოგეწონება ძაან და თუ შურით აივსე მინუს ვერ დაწერ და ჩაიხრჩობი შენვე გაბოროტებაში. მადლობთ ნადირ რომ შენც აიმაღლე ხმა. თევზი შენ კი გეტყვი, თუ სემთხვევით არ ხარ ჩარჩენილი წინა საუკუნეებში დღეს წოტა პროგრესი წავიდა და გვაქვს ინტერნეტი და არ შეეპაროს ვინმეს ეჭვი რომ ვინც წერს ისი აღარ გადმოაქვს ფურცლებზე. ინეტრნეტმა მოგვცა საშუალება მეტმა აუდიტორიამ წაიკითხოს და შეგაფასოს და გაგაკრიტიკოს. აბა ის ჯობდა რომ დაწერდნენ გამოცემდნენ წიგნს და აუდიტორია არ იღებდა? ,ე აბსოლუტურად ვეთანხმები ნადირს. დიახ მეც დავტოვე ლიტ.გე იმიტომ რომ გვარძლისა რამოდენიმე პიროვნება ერთამენთს ბელისნკებს და ბარათაშვილებს უწოდებენ, სხვა რაფრად მიაჩნიათ. არ იყო ჯანსაღი კრიტიკა, არ იყო ჯანსაღი შეფასება, მართლაც რომ ძლიერებს ამნუსებდნენ მაქსიმალურად და არვსილნი არიან შურით. დიახ აქ მომწონს შეფასების სტილი, არ მოგეწონა პირდაპირ იტყვი არ მომეწონდა. მოგეწონება ძაან და თუ შურით აივსე მინუს ვერ დაწერ და ჩაიხრჩობი შენვე გაბოროტებაში. მადლობთ ნადირ რომ შენც აიმაღლე ხმა. თევზი შენ კი გეტყვი, თუ სემთხვევით არ ხარ ჩარჩენილი წინა საუკუნეებში დღეს წოტა პროგრესი წავიდა და გვაქვს ინტერნეტი და არ შეეპაროს ვინმეს ეჭვი რომ ვინც წერს ისი აღარ გადმოაქვს ფურცლებზე. ინეტრნეტმა მოგვცა საშუალება მეტმა აუდიტორიამ წაიკითხოს და შეგაფასოს და გაგაკრიტიკოს. აბა ის ჯობდა რომ დაწერდნენ გამოცემდნენ წიგნს და აუდიტორია არ იღებდა?
41. რა სამწუხაროა ის პაქტი რომ თავს პოეტებს უწოდებთ და : ინტერნეტში წერთ : ეს გულს მტკენს და თუ პოეტები ხართ წერეთ ფურცელზე და არა საიტზე თქვენი ნამუშევარი სულს გთხოვთ და არა ინტერნეტს !! რა სამწუხაროა ის პაქტი რომ თავს პოეტებს უწოდებთ და : ინტერნეტში წერთ : ეს გულს მტკენს და თუ პოეტები ხართ წერეთ ფურცელზე და არა საიტზე თქვენი ნამუშევარი სულს გთხოვთ და არა ინტერნეტს !!
40. გულდასმით გავეცანი ყველა გამოხმაურებას. ვიზიარებ ''ნიკის''პოზიციას. ცხადია ,ლიტერატურულ ცხოვრებას გამოცოცხლება სჭირდება,მაგრამ მეეჭვება , ნაბიჯი,რომელსაც,, ნადირი ''გვთავაზობს,სწორი იყოს.რაღაც სხვა ფორმებია მოსაფიქრებელი.ვიცი.''რეჟისორს'' რამდენიმე საინტერესო იდეა აქვს.ალბათ გაგვიზიარებს. რომ ჩამოვაშოროთ ემოციური ელფერი და ბუკვალურ მნიშვნელობამდე დავიყვანოთ ''ურაკპარაკზე '' პორტალ ლიტერატურა.გე''-ს მიმართ გამოთქმული საყვედურები.ასეთი წინადადება გამოვა: პორტალზე ცუდ პოეზიას იწონებენ,კარგს - იწუნებენ. თქვენთვის ალბათ ცნობილია,რომ შეფასებისას პორტალის რედკოლეგიისათვის ცნობილი არ არის ამა თუ იმ ლექსის ავტორის ვინაობა.ოთხი დღის შემდეგ, თუ ლექსი არ გამინუსდა,იხილავს დღის სინათლეს და გამოჩნდება ავტორიც.დანარჩენი,/დაახლოებით სამჯერ მეტი/ ავტომატურად იშლება. პირობითად დავუშვათ ასეთი რამ:ყველა კარგი ლექსი წაიშალა,ცუდი -გამოქვეყნდა.ამ ცუდებიდან ათი /უცუდესი?ცუდთა შორის უკეთესი? ცუდებში განგებით ,,შეპარული'' კარგი ან საუკეთესო? /თავფურცელზე მოხვდა მაღალი რეიტინგის გამო. რომელიმე თქვენთაგანმა - ცალკე ან რამდენიმე ''ურაკპარაკელმა'' ერთად გადმოიტანეთ ის ლექსები აქ და იმსჯელეთ მათზე მშვიდად,ზედმეტი ემოციურობის გარეშე,სცადეთ დაასაბუთოთ თქვენი აზრი. ეს ,ვფიქრობ, სასარგებლო საქმე იქნება. შემდგომ იქნებ ,,ლიტერატურა.გეს'' შესთავაზოთ თქვენი რეიტინგული ნაწარმოებების განხილვა,ან თავად გაუჩნდეთ ამგვარი სურვილი. თანამშრომლობის სხვა საინტერესო ფორმების მოფიქრებაც შეიძლება.
გულდასმით გავეცანი ყველა გამოხმაურებას. ვიზიარებ ``ნიკის``პოზიციას. ცხადია ,ლიტერატურულ ცხოვრებას გამოცოცხლება სჭირდება,მაგრამ მეეჭვება , ნაბიჯი,რომელსაც,, ნადირი ``გვთავაზობს,სწორი იყოს.რაღაც სხვა ფორმებია მოსაფიქრებელი.ვიცი.``რეჟისორს`` რამდენიმე საინტერესო იდეა აქვს.ალბათ გაგვიზიარებს. რომ ჩამოვაშოროთ ემოციური ელფერი და ბუკვალურ მნიშვნელობამდე დავიყვანოთ ``ურაკპარაკზე `` პორტალ ლიტერატურა.გე``-ს მიმართ გამოთქმული საყვედურები.ასეთი წინადადება გამოვა: პორტალზე ცუდ პოეზიას იწონებენ,კარგს - იწუნებენ. თქვენთვის ალბათ ცნობილია,რომ შეფასებისას პორტალის რედკოლეგიისათვის ცნობილი არ არის ამა თუ იმ ლექსის ავტორის ვინაობა.ოთხი დღის შემდეგ, თუ ლექსი არ გამინუსდა,იხილავს დღის სინათლეს და გამოჩნდება ავტორიც.დანარჩენი,/დაახლოებით სამჯერ მეტი/ ავტომატურად იშლება. პირობითად დავუშვათ ასეთი რამ:ყველა კარგი ლექსი წაიშალა,ცუდი -გამოქვეყნდა.ამ ცუდებიდან ათი /უცუდესი?ცუდთა შორის უკეთესი? ცუდებში განგებით ,,შეპარული`` კარგი ან საუკეთესო? /თავფურცელზე მოხვდა მაღალი რეიტინგის გამო. რომელიმე თქვენთაგანმა - ცალკე ან რამდენიმე ``ურაკპარაკელმა`` ერთად გადმოიტანეთ ის ლექსები აქ და იმსჯელეთ მათზე მშვიდად,ზედმეტი ემოციურობის გარეშე,სცადეთ დაასაბუთოთ თქვენი აზრი. ეს ,ვფიქრობ, სასარგებლო საქმე იქნება. შემდგომ იქნებ ,,ლიტერატურა.გეს`` შესთავაზოთ თქვენი რეიტინგული ნაწარმოებების განხილვა,ან თავად გაუჩნდეთ ამგვარი სურვილი. თანამშრომლობის სხვა საინტერესო ფორმების მოფიქრებაც შეიძლება.
39.
www.literatura.ge
www. gicnob da qulas gicer .ge
www.literatura.ge
www. gicnob da qulas gicer .ge
38. ნეკერ,ბალი სულ სხვაა... :D
ხოდა დავდე ბატონო და გაამინუსეს, მათ შორის ასევე დებორამ ანუ ნინო დარბაისელმა და არც მითქვამს რატო კომენტარი არ დამიტოვეთქო...
ხოდა ვიცი ბატონო რომ ზოზღმა მარტო უნდა ხვეტოს...ეგაა მისი მოვალეობა...:D
ნეკერ,ბალი სულ სხვაა... :D
ხოდა დავდე ბატონო და გაამინუსეს, მათ შორის ასევე დებორამ ანუ ნინო დარბაისელმა და არც მითქვამს რატო კომენტარი არ დამიტოვეთქო...
ხოდა ვიცი ბატონო რომ ზოზღმა მარტო უნდა ხვეტოს...ეგაა მისი მოვალეობა...:D
37. ნეკერ,ბალი სულ სხვაა... :D
ხოდა დავდე ბატონო და გაამინუსეს, მათ შორის ასევე დებორამ ანუ ნინო დარბაისელმა და არც მითქვამს რატო კომენტარი არ დამიტოვეთქო...
ხოდა ვიცი ბატონო რომ ზოზღმა მარტო უნდა ხვეტოს...ეგაა მისი მოვალეობა...:D
ნეკერ,ბალი სულ სხვაა... :D
ხოდა დავდე ბატონო და გაამინუსეს, მათ შორის ასევე დებორამ ანუ ნინო დარბაისელმა და არც მითქვამს რატო კომენტარი არ დამიტოვეთქო...
ხოდა ვიცი ბატონო რომ ზოზღმა მარტო უნდა ხვეტოს...ეგაა მისი მოვალეობა...:D
36. ხო ნეკერა მართალიააა, ორი კომენტარი მაქვს ახალ ლექსზე და აზრზე არ ვარ საიდან დაგროვდა -14, არა ლოგიკურია :)) თუ შეფასება გაიზარდა და -7... :)) ხო ნეკერა მართალიააა, ორი კომენტარი მაქვს ახალ ლექსზე და აზრზე არ ვარ საიდან დაგროვდა -14, არა ლოგიკურია :)) თუ შეფასება გაიზარდა და -7... :))
35. ჯალალ, ბალი არის ორი! მე არ ვამბობ რომ სულ არ დადოთ იქ თქვენი ლექსები - დადეთ და თუ გავა, გავა, არ გავა და მეტი საქმე არ გაქვთ მაგაზე რომ ნერვიულობთ? :) მე მირჩევნია ახალი და უკეთესი ლექსი დავწერო, ვიდრე იმაზე ვიდარდო 13 მინუსი მაქვს თუ 53 :) ჩემი და ცოცხის გემოვნება რომ არ დაემთხვევა, ისედაც არ ვიცი თუ რა? :D ჯალალ, ბალი არის ორი! მე არ ვამბობ რომ სულ არ დადოთ იქ თქვენი ლექსები - დადეთ და თუ გავა, გავა, არ გავა და მეტი საქმე არ გაქვთ მაგაზე რომ ნერვიულობთ? :) მე მირჩევნია ახალი და უკეთესი ლექსი დავწერო, ვიდრე იმაზე ვიდარდო 13 მინუსი მაქვს თუ 53 :) ჩემი და ცოცხის გემოვნება რომ არ დაემთხვევა, ისედაც არ ვიცი თუ რა? :D
34. ნეკერა სწორია. და 27-ე პოსტი( რეჟისორის )ძალიან საინტერესო იდეაა. ამ ჭრილში დანახული ,ვფიქრობ ყველასთვის მისაღებია..
ობიექტური და კომპეტენტური '' ჟიური '' კი გაიცნობს ახალგაზრდა ავტორების შემოქმედებას და შეაფასებს. :)
ნეკერა სწორია. და 27-ე პოსტი( რეჟისორის )ძალიან საინტერესო იდეაა. ამ ჭრილში დანახული ,ვფიქრობ ყველასთვის მისაღებია..
ობიექტური და კომპეტენტური `` ჟიური `` კი გაიცნობს ახალგაზრდა ავტორების შემოქმედებას და შეაფასებს. :)
33. ერთისმხრივ ნეკერ მართალი ხარ,მარა მაინც დავიბრუნებთ სამაჩაბლოს...:D ერთისმხრივ ნეკერ მართალი ხარ,მარა მაინც დავიბრუნებთ სამაჩაბლოს...:D
32. ნეკერას თითებით ჭეშმარიტება ღაღადებს :D ნეკერას თითებით ჭეშმარიტება ღაღადებს :D
31. კარგით რა ხალხო? რა თვითმიზანია ეს, მაინცდამაინც ლიტერატურა.გე-ზე გამოქვეყნდეს ლექსი? სანამ ჩვენ გვექნება ეს გონებაში ჩადებული, მანამდე არ გვეშველება არაფერი! და ეს ზუსტად მათ წისქვილზე ასხამს წყალს - აი, თავს იკლავენ რომ აქ გამოქვეყნდნენო. არ უნდათ კარგი ლექსი? რაც არ უნდა ღმერთმა ნუ მისცეთ! მადლობა ღმერთს ერთადერთი ადგილი არაა ინტერნეტში სადაც შეიძლება შენი შემოქმედება განათავსო.
ბოლო ბოლო საჯაროს ფორუმი ასჯერ ჯობია ლიტ,გე-ს და იქ გამოქვეყნებაზე არ იკლავთ თავს და რა გახდა ამისთანა ეს ლიტერატურა.გე? კარგით რა ხალხო? რა თვითმიზანია ეს, მაინცდამაინც ლიტერატურა.გე-ზე გამოქვეყნდეს ლექსი? სანამ ჩვენ გვექნება ეს გონებაში ჩადებული, მანამდე არ გვეშველება არაფერი! და ეს ზუსტად მათ წისქვილზე ასხამს წყალს - აი, თავს იკლავენ რომ აქ გამოქვეყნდნენო. არ უნდათ კარგი ლექსი? რაც არ უნდა ღმერთმა ნუ მისცეთ! მადლობა ღმერთს ერთადერთი ადგილი არაა ინტერნეტში სადაც შეიძლება შენი შემოქმედება განათავსო.
ბოლო ბოლო საჯაროს ფორუმი ასჯერ ჯობია ლიტ,გე-ს და იქ გამოქვეყნებაზე არ იკლავთ თავს და რა გახდა ამისთანა ეს ლიტერატურა.გე?
30. ხოდა კარგად მოვიფიქროთ ყველამ და ჩამოვყალიბდეთ! ხოდა კარგად მოვიფიქროთ ყველამ და ჩამოვყალიბდეთ!
29. რეჟისორო, თუ მაგ კუთხით წავალთ, მე თანახმა ვარ და მოგეხმარები კიდეც....ისე მართალი ხარ, ნუ დავარქმევთ ორი ლიტსაიტის პაექრობას....კარგია, ეგრე კარგია... რეჟისორო, თუ მაგ კუთხით წავალთ, მე თანახმა ვარ და მოგეხმარები კიდეც....ისე მართალი ხარ, ნუ დავარქმევთ ორი ლიტსაიტის პაექრობას....კარგია, ეგრე კარგია...
28. ძვირფასო სეხნია, დამიჯერეთ არ ღირს თქვენი დონის პოეტმა ზერიოზული კომენტარი გააკეთოს თუნდაც უარყოფითი ამ დონის " მახინაციებზე" (მხოლოდ ასე შემიძლია მოვიხსენო ის ქცევები რაც იქ ხდება.) ეს იმათ წისქვილსე ასხამს წყალს, მე საერთოდ ნაკლებად მწამს ამ ფორუმების, მაგრამ სამშობლოს მიღმა, მშობლიურ ლიტერეტურას მონატრებულს სხვა გზა არ მქონდა, ჩამოსული კი იშვიათად შევდივარ მათში, ისიც უხალისოდ. იმ პორტალზე საერთოდ გულგრილი არიან ტრადიციული ლექსის, მეტიც, ზოგჯერ ზედმეტიც მოსდით, მეტსაც გეტყვით, ამის წინათ ერთი ამოსუნთქვით დაწერილი, თავისუფალი ლექსი გამოვაქვეყნე, ისე აიტაცეს პირი ღია დამრჩა. რომელთაც კვირაობით ვხვეწავ იმ რითმიან ლექსებს აქილიკებენ. უცნაურია არა? და რომ იცოდე, შეფასებისას ავტორის ვინაობა არ აწერია, ასე რომ იქ სულერთია ტრადიციული ლექსის ავტორი და ლექსის ხარისხიც. ამის წინ არ ვიცი ვინ იხუმრა, ვიღაცამ, ჯარჯი ფხოველის, ერთი ახალი რითმიანი, ამავე დროს შესანიშნავი ლექსი დადო და შენ წარმოიდგინე 13 მინუსი ეწერა. არა მგონია მინუსების დამწერს ავტორის ვინაობა ცოდნოდათ. პატივისცემით...... ძვირფასო სეხნია, დამიჯერეთ არ ღირს თქვენი დონის პოეტმა ზერიოზული კომენტარი გააკეთოს თუნდაც უარყოფითი ამ დონის " მახინაციებზე" (მხოლოდ ასე შემიძლია მოვიხსენო ის ქცევები რაც იქ ხდება.) ეს იმათ წისქვილსე ასხამს წყალს, მე საერთოდ ნაკლებად მწამს ამ ფორუმების, მაგრამ სამშობლოს მიღმა, მშობლიურ ლიტერეტურას მონატრებულს სხვა გზა არ მქონდა, ჩამოსული კი იშვიათად შევდივარ მათში, ისიც უხალისოდ. იმ პორტალზე საერთოდ გულგრილი არიან ტრადიციული ლექსის, მეტიც, ზოგჯერ ზედმეტიც მოსდით, მეტსაც გეტყვით, ამის წინათ ერთი ამოსუნთქვით დაწერილი, თავისუფალი ლექსი გამოვაქვეყნე, ისე აიტაცეს პირი ღია დამრჩა. რომელთაც კვირაობით ვხვეწავ იმ რითმიან ლექსებს აქილიკებენ. უცნაურია არა? და რომ იცოდე, შეფასებისას ავტორის ვინაობა არ აწერია, ასე რომ იქ სულერთია ტრადიციული ლექსის ავტორი და ლექსის ხარისხიც. ამის წინ არ ვიცი ვინ იხუმრა, ვიღაცამ, ჯარჯი ფხოველის, ერთი ახალი რითმიანი, ამავე დროს შესანიშნავი ლექსი დადო და შენ წარმოიდგინე 13 მინუსი ეწერა. არა მგონია მინუსების დამწერს ავტორის ვინაობა ცოდნოდათ. პატივისცემით......
27. ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს მარტო ორი ლიტსაიტის პაექრობა, ბევრი ახალგაზრდა და ძალიან სერიოზული მწერალი ვიცი რომელიც ვერ ახერხებს ინტერნეტ სივრცეში წარმოჩენას, იმიტომ რომ არ აქვს ამის საშუალება, ეს საღამო კარგი შანსი იქნება ყველა მწერლისთვის, რათა მათ თავიანთი ნაწარმოებები დაანახონ საზოგადოებას! მერწმუნეთ ეს ძალიან შეუწყობს ხელს ქართული ხელოვნების განვითარებას. ნურავინ იფიქრებს რომ ეს იქნება რაღაც რევანშისტული სვლა ვინმეს წინააღმდეგ, გავაკეთოთ ერთობლივად ჯანსაღი, სუფთა საღამო-პაექრობა, ობიექტური ჟიურით და რამე. მოვიფიქროთ ყველამ ერთად და ჩამოვყალიბდეთ, ეს არ არის დღეს და ხვალ გადასაწყვეტი საქმე, რაც უფრო ჩამოვყალიბდებით აზრებში მით უფრო ღირებული და ლამაზი ღონისძიება გამოვა. ჩემი აზრით, ეს არ უნდა იყოს მარტო ორი ლიტსაიტის პაექრობა, ბევრი ახალგაზრდა და ძალიან სერიოზული მწერალი ვიცი რომელიც ვერ ახერხებს ინტერნეტ სივრცეში წარმოჩენას, იმიტომ რომ არ აქვს ამის საშუალება, ეს საღამო კარგი შანსი იქნება ყველა მწერლისთვის, რათა მათ თავიანთი ნაწარმოებები დაანახონ საზოგადოებას! მერწმუნეთ ეს ძალიან შეუწყობს ხელს ქართული ხელოვნების განვითარებას. ნურავინ იფიქრებს რომ ეს იქნება რაღაც რევანშისტული სვლა ვინმეს წინააღმდეგ, გავაკეთოთ ერთობლივად ჯანსაღი, სუფთა საღამო-პაექრობა, ობიექტური ჟიურით და რამე. მოვიფიქროთ ყველამ ერთად და ჩამოვყალიბდეთ, ეს არ არის დღეს და ხვალ გადასაწყვეტი საქმე, რაც უფრო ჩამოვყალიბდებით აზრებში მით უფრო ღირებული და ლამაზი ღონისძიება გამოვა.
26. კი,გეგია გეთანხმები,დარწმუნებულივარ არავინ წავა ამაზე...
სიცით ისინი კი სუ არ ბჟირდებიან რო ყველაფერზე?! :D
წაიკითხონ ეს ლექსი,ესეც საკმარისია მათთვის...
მარა აქვე ავღნიშნავ,რომ არიან იქ გამონაკლისი ადამიანები რომელთაც დიდ პატივს ვცემ... (ქ-ნ ნინო თქვენ რამე არ გეწყინოთ,დიდი პატივისცემით თქვენდამი) :) კი,გეგია გეთანხმები,დარწმუნებულივარ არავინ წავა ამაზე...
სიცით ისინი კი სუ არ ბჟირდებიან რო ყველაფერზე?! :D
წაიკითხონ ეს ლექსი,ესეც საკმარისია მათთვის...
მარა აქვე ავღნიშნავ,რომ არიან იქ გამონაკლისი ადამიანები რომელთაც დიდ პატივს ვცემ... (ქ-ნ ნინო თქვენ რამე არ გეწყინოთ,დიდი პატივისცემით თქვენდამი) :)
25. "ორმა პორტალმა და მათმა მესვეურებმა ირკინონ."
:D
"ორმა პორტალმა და მათმა მესვეურებმა ირკინონ."
:D
24. რეჟისორს ვეთანხმები, რა თქმა უნდა საინტერესო შეთავაზებაა, ასეთი ,,ჯახები'' წაადგება ლიტერატურას, მაგრამ....თქვენ ფიქრობთ ამას გეები აიტაცებენ და დატრიალდებიან - არიქა ურაკპარაკელებს არ ჩამოვრჩეთო.......კარგი რა, კარგი რა, რატომ ხართ ასეთები....დამიჯერეთ......სიცილით კვდებიან და განსაკუთრებით ნაფტა........ჯალალ არ მეთანხმები? რეჟისორს ვეთანხმები, რა თქმა უნდა საინტერესო შეთავაზებაა, ასეთი ,,ჯახები`` წაადგება ლიტერატურას, მაგრამ....თქვენ ფიქრობთ ამას გეები აიტაცებენ და დატრიალდებიან - არიქა ურაკპარაკელებს არ ჩამოვრჩეთო.......კარგი რა, კარგი რა, რატომ ხართ ასეთები....დამიჯერეთ......სიცილით კვდებიან და განსაკუთრებით ნაფტა........ჯალალ არ მეთანხმები?
23. პოეტებს და მწერლებს! საქმე არ გაქვთ ხალხო?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ორმა პორტალმა და მათმა მესვეურებმა ირკინონ. თქვენ წერეთ ,კარგად წერთ და ლიტერატურულ სივრცეში დაიმკვიდრეთ ადგილი . ინტერნეტსივრცე კარგია.. ფართო მკითხველამდეც მიდით. საუკეთესო სურვილებით ნინი პოეტებს და მწერლებს! საქმე არ გაქვთ ხალხო?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ორმა პორტალმა და მათმა მესვეურებმა ირკინონ. თქვენ წერეთ ,კარგად წერთ და ლიტერატურულ სივრცეში დაიმკვიდრეთ ადგილი . ინტერნეტსივრცე კარგია.. ფართო მკითხველამდეც მიდით. საუკეთესო სურვილებით ნინი
22. ნადირ მართლა მაგარი ხარ...:) მე უბრალოდ მკითხველი ვარ აქ და ვკითხულობ იმას რაც მე მსურს... მოგიკითხა ნადირთა სამეფომ :) ნადირ მართლა მაგარი ხარ...:) მე უბრალოდ მკითხველი ვარ აქ და ვკითხულობ იმას რაც მე მსურს... მოგიკითხა ნადირთა სამეფომ :)
21. ნინო, გეთანხმები, რა თქმა უნდა ისინი არ წამოვლენ, მაგრამ თქვენი ასეთი გამოხმაურება უკვე ჩვენი პორტალის გამარჯვებაა... ნინო, გეთანხმები, რა თქმა უნდა ისინი არ წამოვლენ, მაგრამ თქვენი ასეთი გამოხმაურება უკვე ჩვენი პორტალის გამარჯვებაა...
20. თქვენ ძალიან ლამაზად წერთ... ;;)
მარტო ლექსი წავიკითხე, დანარჩენს მოგვიანებით ვნახავ...
პატივისცმით :) თქვენ ძალიან ლამაზად წერთ... ;;)
მარტო ლექსი წავიკითხე, დანარჩენს მოგვიანებით ვნახავ...
პატივისცმით :)
19. ჰო მაგრამ ასობით ნიჭიერ ადამიანებს ჩემსავით არ უშვებენ პორტალზე, და უხარიათ, ასეთები სწორედ პოეზიის ტატამზე უნდა გამოიწვიო ნიკი... ჰო მაგრამ ასობით ნიჭიერ ადამიანებს ჩემსავით არ უშვებენ პორტალზე, და უხარიათ, ასეთები სწორედ პოეზიის ტატამზე უნდა გამოიწვიო ნიკი...
18. "შეაყარეთ კედელს ცერცვიო" და კიდევ ისო, "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო"... ისეა ლიტერატურა.გეს საქმე, გაამპარტავნებულ კრიტიკოს-ავტორებიანად , ასე რომ ტყუილი წყლის ნაყვა მგონია ნადირო , ხოლო რაც შეეხება თქვენს იქ განთავსებულ ლექსებს კი , რა თქმა უნდა გაამინუსებდნენ , იქ ხომ ლექსები არ იდება, ბოდვაა და მეტი არაფერი, ყოველ შემთხვევაში ყველა თუ არა უმრავლესობა ბ ო დ ა ვ ს , ახლა არ შემეკამათოს არავინ, ასეა ეს ! "შეაყარეთ კედელს ცერცვიო" და კიდევ ისო, "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო"... ისეა ლიტერატურა.გეს საქმე, გაამპარტავნებულ კრიტიკოს-ავტორებიანად , ასე რომ ტყუილი წყლის ნაყვა მგონია ნადირო , ხოლო რაც შეეხება თქვენს იქ განთავსებულ ლექსებს კი , რა თქმა უნდა გაამინუსებდნენ , იქ ხომ ლექსები არ იდება, ბოდვაა და მეტი არაფერი, ყოველ შემთხვევაში ყველა თუ არა უმრავლესობა ბ ო დ ა ვ ს , ახლა არ შემეკამათოს არავინ, ასეა ეს !
17. ნიკი ამას ჩემი აზრით უნდა მივცეთ არა პორტალებს შორის პაექრობის, არამედ,ზოგადად პოეტური პაექრობის სახე და პორტალები უბრალოდ ორგანიზატორები იქნებიან. ნიკი ამას ჩემი აზრით უნდა მივცეთ არა პორტალებს შორის პაექრობის, არამედ,ზოგადად პოეტური პაექრობის სახე და პორტალები უბრალოდ ორგანიზატორები იქნებიან.
16. ვერ ვიტყვი რომ მომწონს ეს იდეა ლიტერატურული პორტალები ერთმანეთის შეჯიბრისთვის კი არა, მწერლების აღმოჩენა-დამკვიდრებისთვის არსებობს ან უკვე ცნობილი მწერლის ნაწერების ოპერატიულად მისატანად მკითხველამდე.
ეს შეჯიბრებები არაფრის მომცემია თუნდაც იმიტომ რომ რა ვუყოთ იმ პოეტებს ვინც ორივეგან არიან? რომელს მივაკუთვნოთ?
ან საერთოდაც ვთქვათ აღმოჩნდა რომ ერთმა აჯობა ამ შეჯიბრში მეორეს. რა ამით?
რავიცი, მე ასე ვფიქრობ და. ვერ ვიტყვი რომ მომწონს ეს იდეა ლიტერატურული პორტალები ერთმანეთის შეჯიბრისთვის კი არა, მწერლების აღმოჩენა-დამკვიდრებისთვის არსებობს ან უკვე ცნობილი მწერლის ნაწერების ოპერატიულად მისატანად მკითხველამდე.
ეს შეჯიბრებები არაფრის მომცემია თუნდაც იმიტომ რომ რა ვუყოთ იმ პოეტებს ვინც ორივეგან არიან? რომელს მივაკუთვნოთ?
ან საერთოდაც ვთქვათ აღმოჩნდა რომ ერთმა აჯობა ამ შეჯიბრში მეორეს. რა ამით?
რავიცი, მე ასე ვფიქრობ და.
15. მომეწონა :)
მომეწონა :)
14. ლექსი მართლაც რომ კარგია,,,:) ლექსი მართლაც რომ კარგია,,,:)
13. ლექსი მაგრა მომეწონა. ლექსი მაგრა მომეწონა.
12. სად არის ბაკური?! მარტო მისი ლექსი კიარა,ლიტზე მისი კომენტარები ხეთქავდნენ ყველაფერს...:)) სად არის ბაკური?! მარტო მისი ლექსი კიარა,ლიტზე მისი კომენტარები ხეთქავდნენ ყველაფერს...:))
11. კაი ხართ ნადირო! კაი ხართ ნადირო!
10. შენთან ვარ სოსო, მე ვერ ვიმონაწილევებ, მაგრამ ვიცი სამი ოთხი უფრო მეტიც ამ პორტალიდან რომ რკინას გახეთქავს მათი ლექსებით :)) აი ასე გაიხარე შენთან ვარ სოსო, მე ვერ ვიმონაწილევებ, მაგრამ ვიცი სამი ოთხი უფრო მეტიც ამ პორტალიდან რომ რკინას გახეთქავს მათი ლექსებით :)) აი ასე გაიხარე
9. იმედი მაქვს ნინო წაიკითხავს ამ წერილს და ვნახოთ რას იტყვის...ველი... იმედი მაქვს ნინო წაიკითხავს ამ წერილს და ვნახოთ რას იტყვის...ველი...
8. ლექსს რაც შეეხება, მომეწონა! ლექსს რაც შეეხება, მომეწონა!
7. ''პოეტი თუ მოგეპარებათ'' _ ამაზე გამეღიმა.
რადიკალიზმის მომხრე არც მე ვარ, თუმცა ნაწილობრივ გეთანხმებით! ``პოეტი თუ მოგეპარებათ`` _ ამაზე გამეღიმა.
რადიკალიზმის მომხრე არც მე ვარ, თუმცა ნაწილობრივ გეთანხმებით!
6. საინტერესო შეთავაზებაა ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ცდა, მე ვფიქრობ, ეს სასიკეთო იქნება არა მარტო პორტალებისთვის, არამედ ზოგადად ქართული ლიტერატურის განვითარებისთვის. ასეთი ტიპის პაექრობები, ძველ დროში ხშირად იმართებოდა და მას დადებითი ელემენტები შეჰქონდა შემოქმედის ჩამოყალიბებაში, მე საერთოდ, წინადადებით გამოვდივარ, მიეცეს ამას რეგულარული ხასიათი, ვთქვათ თვეში ერთხელ, ხოლო შეფასებისთვის მოვიწვიოთ ყველა ის ავტორიტეტული ხელოვანი რომელიც დაგვრჩა ქვეყანაში. ( დამიჯერეთ, ასეთები თითებზე ჩამოსათვლელები არიან დარჩენილები. ) საინტერესო შეთავაზებაა ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ცდა, მე ვფიქრობ, ეს სასიკეთო იქნება არა მარტო პორტალებისთვის, არამედ ზოგადად ქართული ლიტერატურის განვითარებისთვის. ასეთი ტიპის პაექრობები, ძველ დროში ხშირად იმართებოდა და მას დადებითი ელემენტები შეჰქონდა შემოქმედის ჩამოყალიბებაში, მე საერთოდ, წინადადებით გამოვდივარ, მიეცეს ამას რეგულარული ხასიათი, ვთქვათ თვეში ერთხელ, ხოლო შეფასებისთვის მოვიწვიოთ ყველა ის ავტორიტეტული ხელოვანი რომელიც დაგვრჩა ქვეყანაში. ( დამიჯერეთ, ასეთები თითებზე ჩამოსათვლელები არიან დარჩენილები. )
5. ლექსი მეც მომეწონა :) ლექსი მეც მომეწონა :)
4. ჰო, ეს ლექსი იქ აჯობებს რომ ადდოთ :) ჰო, ეს ლექსი იქ აჯობებს რომ ადდოთ :)
3. ლამაზმანი მე ვარ :) არანაირი სურვილი პოლემიკაში მონაწილეობის არ მაქვს. ჯანსაღი კონკურენცია საიტებს შორის მისასალმებელია.ყოველივე ღვარძლის და ურთიერთდაპირისპირების გარეშე. რადიკალიზმი კი ყველაფერში მიუღებელია.შემწყნარებლები ვიყოთ ურთიერთის მიმართ ... აქაური ავტორები თანამშრომლობენ ლიტგესთან .მე იქაც მყავს მეგობრები და აქაც. აქ ძალიან კარგი და ნიჭიერი ავტორები არიან აი 30 კი რა მოგახსენოთ.ამდენი ნაღადად არა :))))))) სოსო ,მე პირადად თქვენ ნიჭიერ ადამიანად და პოეტად გთვლით. ამ პოლემიკაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებ შეგნებულად. და თუ გუშინდელი ჩემი წეერილი არ იყო ლამაზი,ალბათ ესეც არაა ლამაზი.ლიტგეს არაჩვეულებრივი ფორუმი აქვს.ის ღიაა ყველასთვის და შეგიძლიათ გადააკოპიროთ ეს ნაწერი.პატივისცემით ნინი ლამაზმანი მე ვარ :) არანაირი სურვილი პოლემიკაში მონაწილეობის არ მაქვს. ჯანსაღი კონკურენცია საიტებს შორის მისასალმებელია.ყოველივე ღვარძლის და ურთიერთდაპირისპირების გარეშე. რადიკალიზმი კი ყველაფერში მიუღებელია.შემწყნარებლები ვიყოთ ურთიერთის მიმართ ... აქაური ავტორები თანამშრომლობენ ლიტგესთან .მე იქაც მყავს მეგობრები და აქაც. აქ ძალიან კარგი და ნიჭიერი ავტორები არიან აი 30 კი რა მოგახსენოთ.ამდენი ნაღადად არა :))))))) სოსო ,მე პირადად თქვენ ნიჭიერ ადამიანად და პოეტად გთვლით. ამ პოლემიკაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებ შეგნებულად. და თუ გუშინდელი ჩემი წეერილი არ იყო ლამაზი,ალბათ ესეც არაა ლამაზი.ლიტგეს არაჩვეულებრივი ფორუმი აქვს.ის ღიაა ყველასთვის და შეგიძლიათ გადააკოპიროთ ეს ნაწერი.პატივისცემით ნინი
2. მიგულეთ თქვენს სეკუნდანტად, ბატონო სევარიონ! :) მიგულეთ თქვენს სეკუნდანტად, ბატონო სევარიონ! :)
1. მანდ ალბათ თბილა და არ ისმის კვნესა არასდროს, და არც ხველება განწირულთა არღვევს სიამეს, მე გევედრებით რკინის კარი მაგრად ჩარაზეთ, ოღონდ ოთახი შიგადაშიგ გაანიავეთ...
ნუ აღელდებით, გაზქურებთან თბილად მოეწყვეთ, ასეთი ბრძნული გამოხედვით მრავალს აოცებთ, გადაურაზეთ კარებები შეშლილ პოეტებს, თორემ წყურვილი შემზარავი თქვენც დაგაოსებთ...
არ შეგეშინდეთ, თქვენს ფშვინვას და თქვენს ნეტარებას, მტკიცედ დარაჯობს გისოსი და შავი ჟანდარმი... ფხიზლად იყავით, პოეტი თუ მოგეპარებათ, იქვე ჩაწიხლეთ სტრიქონივით გაურანდავი...
პოეტს სიცივე შეაგებეთ რკინის კარებთან, მუჯლუგუნები მიაყოლეთ ახალწვეულებს, თორემ შიმშილი თქვენს ოთახსაც დაემგზავრება და პოეტივით უნუგეშოდ დაასნეულებს...
მანდ ალბათ თბილა და არ ისმის კვნესა არასდროს, და არც ხველება განწირულთა არღვევს სიამეს, მე გევედრებით რკინის კარი მაგრად ჩარაზეთ, ოღონდ ოთახი შიგადაშიგ გაანიავეთ...
ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო! აი ასე...აი! აი ეს ახლა წაიღეთ და იქ ფორუმზეც დაუდეთ ...:) მანდ ალბათ თბილა და არ ისმის კვნესა არასდროს, და არც ხველება განწირულთა არღვევს სიამეს, მე გევედრებით რკინის კარი მაგრად ჩარაზეთ, ოღონდ ოთახი შიგადაშიგ გაანიავეთ...
ნუ აღელდებით, გაზქურებთან თბილად მოეწყვეთ, ასეთი ბრძნული გამოხედვით მრავალს აოცებთ, გადაურაზეთ კარებები შეშლილ პოეტებს, თორემ წყურვილი შემზარავი თქვენც დაგაოსებთ...
არ შეგეშინდეთ, თქვენს ფშვინვას და თქვენს ნეტარებას, მტკიცედ დარაჯობს გისოსი და შავი ჟანდარმი... ფხიზლად იყავით, პოეტი თუ მოგეპარებათ, იქვე ჩაწიხლეთ სტრიქონივით გაურანდავი...
პოეტს სიცივე შეაგებეთ რკინის კარებთან, მუჯლუგუნები მიაყოლეთ ახალწვეულებს, თორემ შიმშილი თქვენს ოთახსაც დაემგზავრება და პოეტივით უნუგეშოდ დაასნეულებს...
მანდ ალბათ თბილა და არ ისმის კვნესა არასდროს, და არც ხველება განწირულთა არღვევს სიამეს, მე გევედრებით რკინის კარი მაგრად ჩარაზეთ, ოღონდ ოთახი შიგადაშიგ გაანიავეთ...
ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო! აი ასე...აი! აი ეს ახლა წაიღეთ და იქ ფორუმზეც დაუდეთ ...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|