ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
17 მარტი, 2011


თარიღი - 19 მარტი...

იოტის-ოდენი სიმშვიდეც ეცლება მსოფლიოს,
ქაოსში - ქუჩები ნარჩენი ძაფებით დაკემსეს...
ხერხემალს აცლიან კალაპოტს! ცდილობენ დაფლითონ
სამყაროს იერი - ძვლებივით ჩამსხვრეულ სარკეზე.

თუმცა მეტისმეტი ჭორის და განგაშის მახარე
ბრბოა... - სიკვდილი და უფალიც დაგვაც-ლის როგორმე
ამბობენ თაკარა მთვარეა ცის სასაფლაოზე...
მავანს რომ ჰ-გონია მიწაზე მოჰყვება მეურმეს.

და სხივს ჩალაგებულს გემბანზე - ტუჩებს, რომ იბურცავს
ფორიაქ-მოკლული ძღებოდა მომჟაო ზღვის სუნით,
ვიღაც ეხიზნება საზვერეებს... მეც გავყვე - მომმუჭა!
(სიკვდილი გადაღმა ღვივის და საუფლოს - შე-ვ-უქმნით)

ჭიქაში... - ქლორიან ალიონს ფერი ეწმინდება -
არცერთი კოვზია სითხეში მთელი და ეს მთვარეც
გაჭრილი ნესვია - მარილს, რომ წააყრის მებაღე...
და ახლა განწყობაც მლაშეა, შლეგად - რომ გავთვალე -

სიკვდილი - რა არის - ვინ იცის?! ვინ ნახა?! თუ მკვდრეთით?!
მოდით შევაყოვნოთ ეჭვები - ეჭვების გადაღმა.
სისხლი შეფერადდა გვამებზე, როდესაც ცას დენთი
ჩამოენთო...
და გაძღა!

- უნიათო მიმიკებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები