სულ მცირე ხნის წინ გარკვეული მოსაზრებებით განახლებული სკვერის ერთადერთ ხის სკამს ძალიან უხდებოდა ზღვისფერი საღებავი...თავადაც მოსწონდა თავისი ახალი შეფერილობა. მითუმეტეს რომ ახლა უფრო მეტი ხალისით მოემართებოდნენ მისკენ შეყვარებული წყვილები, ბავშვიანი ქალბატონები, მოხუცი პენსიონერები თუ სხვა უბრალოდ სიცხისგან მოქანცული გამვლელები სულის მოსათქმელად. უყვარდა ხის სკამს ათასგვარი მცირე თუ დიდი ისტორიის თანამონაწილეობა და საღებავს მიღმა მძაფრად შეიგრძნობდა ყოველი მცირე თუ დიდი ემოციის გამოსხივებებს. რამდენ რამეს შეესწრო, რამდენი სევდიანი თუ ბედნიერი დასასრულის ან დასაწყისის მნახველი შეიქნა. საუბარი რომც შესძლებოდა, მაინც ვერ მოგიყვებოდათ ყველაფერს, იმიტომ რომ ყველაფერი უკვე აღარც თვითონ ახსოვდა... იდგა, ისმენდა, აკვირდებოდა... ზოგ შემთხვევაში კიდეც იცოდა უკვე რა გაგრძელება მოჰყვებოდა ამა თუ იმ ამბავს, ხანდახან ბრაზობდა შეყვარებულთა ჩურჩულში რომ ვერ არჩევდა სიტყვებს, მერე თავს იმშვიდებდა, რას ეტყვიან ახლა ესენი ერთმანეთს ისეთს, რაც სხვების ჩურჩულში არ ამომიცვნიაო...ცხოვრებაში გამოცდილია და რა ქნას?! სიახლეებისადმი ინტერესი მაინც არ განელებია. დღეს ცოტა მოღრუბლული ამინდია... უყვარს ხის სკამს წვიმა, უფრო სწორად ძალიან უყვარდა, მანამ, სანამ ახალ შეფერელობას მისცემდნენ, ახლა ენანება წყალმა არ გაუფუჭოს... არა უშავს, წვიმაში არავინ მოვა, ხანდახან მასაც ხომ სჭირდება დასვენება... იქნება თავისთვის და იფიქრებს, იფილოსოფოსებს, რამდენადაც ამის ძალა და უნარი ხის სკამებს საერთოდ შეიძლება შესწევდეთ...ესეც ასეეეეე, საკუთარ თავს მშვენიერ დღეს აჩუქებს!!! მაგრამ ვინ აცდის?! აგერ მოემართება მისკენ ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი დამჟვაბული სახით... იმდენად საშინელი განწყობის იმპულსები მოდის მისგან, რომ ამჯერად ხის სკამს ოდნავადაც არ აინტერესებს ახალი ისტორიის გმირი შავგვრემანია, ცისფერი თვალები აქვს, ფეხსაცმელები სუფთა აცვია თუ არა (როგორც წესი სკვერის ”ჭორიკანას” არც ერთი დეტალი არ ეპარება- ხოლმე)... უბრალოდ იცის რომ ამ ”თავხედმა” საკუთარ თავთან განმარტოების საშუალება მოუსპო ფიქრისთვის ზედგამოჭრილ ამ ღრუბლიან ამინდში და რამდენადაც თვითონ ახსენდება, თავისი არსებობის მანძილზე პირველად- სუბიქტური მოსაზრებებით,მტრულად განეწყო”ახლადშემოსწრებულის” მიმართ... რაღას იზამს?! ხმას ვეღარ ამოიღებს, თითქმის მოუახლოვდა უკვე და იცის ვეღარ გადააფიქრებინებს - ჯიუტი კაცის ნაკვთები აქვს (მაინც შეავლო თვალი)... ასეც რომ არ იყოს, ხმის ამოღება არ ივარგებს - კარგად უწყის, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა თვლის ”დედამიწაზე მოლაპარაკე არსებები მხოლდ ჩვენ ვართო”, შეეშინდება, ცოდოა მაინც , რაც არ უნდა იყოს, სახეზე აწერია მთლად კარგად არ უნდა იყოს, აწუხებს რაღაც... იჯდეს, ბოლობოლო მე რაში შემიშლის ხელს, შეურაცხადს არ გავს რომ იხმაუროს, დიდი-დიდი ერთი ორჯერ ამოიოხროს და ამით დამირღვიოს აზრთა მდინარება, მაგაზე მეტად იმ ხის კენწეროზე მჯდარი ყვავი დამაზარალებსო,- გაიფიქრა ხის სკამმა და ბედს შეეგუა. ასე, ნელ-ნელა წავიდა ფიქრებში, ხან რა მოაგონდა, ხან რა... ბოლოს პატარა ბიჭების გუშინდელი წაკინკლავება გაახსენდა, ბურთის გამო ერთმანეთს თავის წაცლით რომ ემუქრებოდნენ, ხოლო მათი გაპრანჭული დედიკოები სერიალების გმირების ჩახლართული ნათესაური კავშირების გარჩევა-გამოძიებით იმდენად იყვნენ გართული, რომ ვერც კი შენიშნეს მძაფრსიუჟეტიანი სცენარი როგორ განვითარდა მათი ვაჟების ურთიერთობაში. კი ეცინებოდა ხის სკამს, მაგრამ თან ფიქრობდა -”კაცმა რომ თქვას, რა არის ახლა ამაში სასაცილო, სულ წახდა და გადაგვარდა ქალაქი, ადრე სერიალებზე ამდენს სულ არ საუბრობდნენ, ადრე, ერთი კარგი ინდური ფილმის ემოციური სიუჟეტი მერჩივნა ყველაფერსო”. წაიღო ფიქრებმა და ამ მჟავესახიანი კაცის ამოოხვრ-ამოხვნეშა მისი ნააზრალის დასტურად მიიჩნია, სტუმრის გამოჩენით გამოწვეული დისკომფორტი ნელ-ნელა გაქრა. მაგრამ ვინ აცდის?! აგერ მძიმე და დაღლილი ნაბიჯით მოემართება თეთრწვერა მოხუცი. ამ კაცს იცნობს ხის სკამი...ხშირი სტუმარია მისი. მარტო მოდის ყოველთვის და ფიქრობს გაუთავებლად. ხმას არ იღებს. მაინც იცის ამ კაცის გულის წუხილი ხის სკამმა, აგიხსნით როგორ : ამდენი ხნის სკვერში მუშაობის შედეგად აღმოაჩინა, რომ ტელეპათიური ნიჭით ყოფილა დაჯილდოებული, მითუმეტეს იმ ადამიანების აზრების კითხვა არ უჭირს, ვისაც დიდი ხანია იცნობს...არა, ამ კაცის დანახვა გაუხარდა, როგორ არა, მაგრამ ამჯერად თავის ფიქრებს უდაოდ უნდა მოწყდეს, უყურადღებოდ ვერ დატოვებს ამ ხნის კაცს, სირცხვილია მაინც... -შეიძლებაო?-იკითხა მოხუცმა და ”მჟავე” კაცის გვერდით მორჩენილ ადგილზე მიუთითა -თქვენთვის ყოველთვის,-გულში გაეპასუხა ხის მასპინძელი, იცის ხმა არ უნდა ამოიღოს,შეაშინებს... -დაჯექი, მამაჩემო... გაბრაზდა ხის სკამი,- „ვინ არის მამაშენი, მაგას თავისი ღვიძლი შვილი რომ არ გამოადგა, მაგას სწუხს დღენიადაგ და შენი მამობაღა აკლია, შე მჟავე და უჟმუროო“-კინაღამ ხმამაღლა წამოსცდა. მოხუცი დაჯდა. ისხდნენ ასე ერთხანს...სამივეს დაავიწყდა ერთმანეთის არსებობა... და უცებ... -საქმეა ახლა ეს?!- ამოთქვა ახალგაზრდამ ორივემ გაიგო, მოხუცმაც და სკამმაც, მაგრამ არც ერთი გამოპასუხებია, ეს ფრაზა ამოოხვრის ახალ ფორმად ჩათვალეს... -არა, გეკითხებით მე თქვენ, საქმეა ახლა ეს?! - ხმას აუმაღლა ახალგაზრდამ და თვალებით მოხუცის თვალების ძებნა დაიწყო. სკამმა ყურები ცქვიტა...(სად ჰქონდა, მაგრამ მაინც....) მიხვდა თეთრწვერა რომ უნდა ეკითხა, გამოეკითხა, ლაპარაკის და ემოციებისგან დაცლის საშუალება მიეცა ამ ყმაწვილისთვის. ერთიანად შემოუბრუნდა, მზერას _ მზერა მიაგება და ”რომელ საქმეზე მეკითხებით,ყმაწვილოო”- სრულიად ბუნებრივად, დიდი ხნის ნაცნობივით ჩაეკითხა. ”მჟავე” დაიბნა ცოტათი, ხო იცი შენ?! დაიწყო სათქმელი (თუ ამ რამოდენიმე გაურკვეველ ბგერას ”სათქმელი” შეიძლება ეწოდოს), შეჩერდა..მოხუცს ჩააკვირდა ისეთი ინტერესით და დაძაბულობით, იფიქრებდი, სანამ თავის გონებაში სრულ დოსიეს არ შეადგენს ამ კაცისას - ერთი სიტყვაც არ დასცდებაო, მაგრამ კიდევ ერთხელ წააწყდა რა მის მშვიდ მზერას მოულოდნელად აღმოხდა: ”–მარტო ვარ, სულ მარტოოო” სკამს ბოლო სიტყვის ტირილნარევი ინტონაცია არ გამოპარვია, მაგრამ მაინც, გულში კინაღამ გაიგუდა სიცილისგან ”ვინ არის?! რომელი პლანეტიდან მოვიდა?! აღმოუჩენია ამერიკა ღლაპს, მარტო ვარო-მოსთქვამს, ვინ არ არის მარტო?! ვინ დაიკვეხნის სხვაგვარი ყოფით?! შემეცოდა კიდეც ეს საბრალო?! არაფერი გაეგება ამქვეყნის, აი, თურმე რატომ ოხრავდა ასე გულამომჯდარი!!! თან ვის შესჩივლა, ამ მარტოსულ მოხუცს, საკუთარმა შვილმა რომ მიაქცია ზურგი და თავის გადაპრანჭულ მეუღლესთან ერთად გაექცა სახლიდან. მოხუცს, რომელმაც უსიტყვოდ მიიღო შვილის ასეთი გადაწყვეტილება და საყვედურიც არ გამოუთქვამს, შიშიც არ დასტყობია მარტოდ დარჩენის გამო” ჭაღარამ უხმოდ, მზერით აგრძნობინა - ”მაინტერესებს და განაგრძეო”. ”მჟავე” ერთ ხანს დადუმდა, აზრი მოიკრიბა და … ”რას ვიფიქრებდი, რას ვიფიქრებდი რომ ეს დღე დამიდგებოდა!!!” სკამი ისევ დასცინის... ” -ყველამ მაქცია ზურგი. ჩემთვის არავინაა. არავის აღელვებს რა მჭირდება, რა მსურს, რაზე ვოცნებობ, რგორ მინდა გავატარო დღე, რას მინდა მივაღწიო ამ ცხოვრებაში. არავინ კითხულობს რა მაწუხებს, რა მიხარია... მერე რა, რომ ჩემს ასაკში ბევრი ვერ აღწევს იმ სიმაღლეებს, რასაც მე შევწვდი, მერე რა რომ ძლიერად მთვლიან ?! ადამიანი ვარ მეც, სითბო მჭირდება მეც!!! ვიცი, ვიციიიი, რა ჭიაც უღრღნით სულს - შურთ, ნამდვილად შურთ ჩემი!!! ვის ედარდება რა გზებით ვაღწევ მე დასახულ მიზნებს?! რა ფასად მიჯდება ეგ ყველაფერი??? კიდევ კარგია, რომ ჰიტლერს ვეთანხმები და სინდისი ებრაელების ნაბოდვრად მიმაჩნია, თორემ რა გაუძლებდა ჩემი ქმედებების გამო სინანულს და აქამდე ასჯერ გავხდებოდი ფსიქიატრთან წასაყვანი - არც მაგისთვის შეიწუხებდნენ ისე თავს!!! ვისი იმედით უნდა ვიყო?! სანამ ასეთი ვარ - მანამ ვჭირდები, თორემ როცა აღარაფერი შემეძლება (ღმერთმა არ ქნასო,-დააყოლა და პირჯვარიც გადაისახა ყოველი შემთხვევისთვის) ვინ შეიწუხებს თავს?! შურთ, ჩემი შურთ!!! ჩემი ძლაუფლების ეხარბებათ...განა რა უნდა ვქნა მეტი?! ფული მაქვს?! - ვაძლევ ყველას. გართობა და დროსტარება არავის აკლია ჩემგან. როცა შეძლება მაქვს ძვირფას საჩუქრებსაც ვუკეთებ. თვითონაც კი მჩუქნიან ხანდახან, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ვალში არ იყვნენ ჩემთან...მოკლედ, ყველას ვაკვდები თან!!! ანგელოზი რომ არ ვარ მეც ვიცი, იმდენი გავამწარე საქმის გამო!!! მაგრამ ადამიანი ხომ ვარ?! ” ”-ბიჭოოოს”-ფიქრობს სკამი-”უყურე ერთი, რა დღეშია!!! მოჰყვება ახლა ტრაბახს, მარტო შენისთანა თავხედებს შეუძლიათ იძახონ ანგელოზები არ ვართო და თვითონვე ამაყობდნენ ამით, თან როგორ ჩაგაკვირდებიან პირდაპირ თვალებში, აბა, როგორი შთაბეჭდილება მოახდინაო მსმენელზე ჩემმა სიტყვებმა და თუ შეკრთომის მცირე კვალი მაინც შენიშნეს, იმწამსვე შეუდგებიან შედეგის გამყარებას”. ”მჟავე” მართლაც აკვირდებოდა მოხუცს... ეხამუშა:” ვერაფერს ვამჩნევ, უბრალოდ მისმენს და თანაც გულისყურით, ეეეჰ,ამისგან კარგი მოსაუბრე აშკარად არ გამოვა, რა გაეწყობა, მსმენელად მაინც ხომ ვარგა,მე ჩემსას ვიტყვი, იქნებ ამ მონოლგმა ბოღმისგან მაინც გამათავისუფლოსო” არც სკამს გამოპარვია ახალგაზრდა კაცის ეს ნააზრალი და ”ახლა კი ფეხები მომცა აქედან სადმე შორს გასაქცევადო” - გაიფიქრა-”მაინც, რა ჯანდაბამ გახადა ასეთი მჭერმეტყველი ან რაღა მაინცდამაინც დღეს და აქ აეშალა უცხო ხალხთან ლაპარაკის საღერღელიო...ან ჩემი მოხუცი რად უსმენს ასე გულისყურით, მაგას მაინც აქვს ხელები, წამოჰკრას ერთი თავში და მიაბრძანოს აქედან ეს თავხედი, თვითკმაყოფილი ეგოისტიო”- ცხარობდა ხის სკამი. მოხუცი უსმენდა...უსმენდა თუ როგორი ჭკვიანი და ძლიერი ყოფილა ახლაგაზრდა, რამდენი რამის უნარი აქვს, როგორ ადვილად ახერხებს ადამიანებით მანიპულირებას, რამდენად დიდი ”ოვაციებით” ხვდებიან მის ყოველ ქმედებას და მაინც, რაოდენ მარტოა ამ თავის სიძლიერეში... ”-სხვებს რომ თავი დავანებო, სხვებზეც რომ არ ვიყო ასეთი გაბრაზებული, თავად ჩემშიც არის რაღაც პრობლემა, თითქოს ყველაფერი მაქვს, თითქოს ბედნიერიც უნდა ვიყო, მაგრამ რაღაცას ვეძებ, რაღაც მაკლია და ვერ გამიგია – რა. სულ ჩაკეტილ წრეზე დავდივარ და დამღალა ამდენმა ძიებამო”- ახალი სუნთქვა აიღო სიტყვის გასაგრძელებლად, მაგრამ სანამ რამეს იტყოდა მოხუცის ხმა შემოესმა: ”-სიყვარული, სიყვარული გაკლია შენ, შვილო! ” სანამ მოულოდნელობისგან გაკვირვებული და ნათქვამის შინაარსით გაოგნებული ახალგაზრდა გონს მოეგებოდა მოხუცმა განაგრძო: ”- არ გიყვარს არავინ,შვილო შენ... ამდენი ხანია გისმენ უხმოდ და ყველაზე ხშირად შენი პირიდან მოვისმინე სიტყვა ”მე” , შენ შენი ღერძი გაქვს და ყველას მის ირგვლივ ბრუნვა მოგისურვებია... საჩუქრებს გავცემო, რომ იძახი - ხანდახან მაინც ხომ გჩუქნიან შენც! სიყვარულს რამდენს გასცემ, ის მითხარი თუ კაცი ხარ!!! არ გასცემ!!! არ გასცემ და ვერც იღებ ვერავისგან... აი, რას ეძებ!!! აი, რა გაკლია!!! სინდის ქეჯნა არ ვიცი მეო, რომ აგიჩემებია, იცი, შენ რა არის სინდისი?! არ იცი, თუ არა ასე ხმამაღლა როგორ გაამხელდი მართლაც რომ არ გქონდეს!!! ღმერთია სინდისი!!! ყოველ ჩვენგანში სინდისია ღმერთი!!! თუ გესმის რას ვამბობ?! არ გესმის, მიყურებ პირდაღებული, გასარკევებული თვალებით! ჰოდა, მომისმინე აგერ . ხომ ამბობ ყოვლის მცოდნე ვარო, დედამიწა როგორ ბრუნავს იცი?” -”კიო”- ჩახლეჩილი ხმით გამოეპასუხა ”მჟავე”. -”მაინც გეტყვი აგერ: თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, ხომ კი?! კიიი... მაგას ადამიანები გათენებ - დაღამებას ვეძახით. კიდევ, კიდევ ამ თავისი ღერძის გარდა როგორ ბრუნავს, თუ გახსოვს? მზის გარშემო, მზის გარშემო ბრუნავს... ესე იგი ერთი შემოვლა მზის ირგვლივ და კაცობრიობის ისტორია ერთი წლით უფრო იზრდება, დრო გადის ანუ, ხვდები?! დრო რას აძლევს კაცს?! - დრო აძლევს გამოცდილებას, ჭკუას, სიბრძნეს, დრო ღვინოს აღვინებს, კაცის ჭკუასაც აღვინებს... ჭკვიანმა კაცმა რა იცის, ეგ თუ იცი შენ?! არ იცი, თუ არა ასეთი სახე არ გექნებოდა. ჭკვიანმა კაცმა იცის, რომ ღმერთია სიყვარული, გესმის? უფალი თუ გიყვარს, კაცნიც გეყვარება, იმიტომ, რომ თუ შენ, უღირსი შეგიყვარა ღმერთმა, შენც უნდა შეიყვარო სხვანი, ნაკლის მიუხედავად... შენ თუ კაცი ხარ, ესე იგი კაცობრიობის ნაწილი, ანუ ვთქვათ, რომ დედამიწა ხარ შენ... შენი საქმე უნდა იყოს შენი ღერძი შენი ”ეგო” კი არა...შენ კი რა ქენი?! მრუდე და უსწორმასწორო ღერძი გაიკეთე , ჩაკეტილ წრეზე დავდივარო... არ გიკვირს რეტი რომ არ გესხმის? დგახარ და მხოლოდ შენი მრუდე ღერძის ირგვლივ ბრუნავ. მზე სად არის? უფალი და სიყვარული სად არის? მისი სხივი იქაც კი გწვდება სადაც ბზიალებ, მაგრამ გრძნობ ახლა მაგას შენ ვითომ?! რას იგრძნობ?! ფულის და ძალაუფლების მიმართ ხარ მგრძნობიარე შენ მარტო... ასეა ბიძია, რა გჭირს ახლა შენ იცი?! გიღამდება და გითენდება მარტო, თორემ დროში კი არ მიიწევ, ჭკუა კი არ გემატება? სიბრძნეს კი ვერ ეზიარები, იმიტომ რომ მზის ირგვლივ არ ბრუნავ შენ!!! გესმის??? გაიგე??? მიხვდები, აუცილებლად მიხვდები შენ... მიუხედავად ყველაფრისა, გონიერი ბიჭი ჩანხარ შენ, აზროვნებ, არა უშავს თუ არასწორად - მაინც ხომ აზროვნებ და შეძლებ გამრუდებული ღერძი გაასწორო... წადი ახლა ბიძია და სიყვარული ისწავლე, ისწავლე სიყვარული და ისწავლე მიღებაც სიყვარულის. ყველა ვსწავლობთ ჩვენ! ერთმანეთისგან ვსწავლობთ!” ახალგაზრდა სკვერის გასასვლელისკენ მილასლასებდა... სკამს ენა ჩაუვარდა... სკამი გაოგნებული იყო და წასასვლელად გამზადებული მოხუცის აზრებს ტელეპათიურად კითხულობდა: ”მეც მიმეცა საკმარისი სიყვარული და ახლა მარტო არ ვიქნებოდიო”- ამ სიტყვების ამოკითხვისას სკამს გული შეეკუმშა საღებავის საფარის ქვეშ. მოხუცს ზურგს უკან სევდიანი ამოოხვრის ხმა შემოესმა, მობრუნდა, მოიხედა - არავინ იყო... გზას გაუყვა. ”ეს რა მომივიდა,ხმამაღალი ამოხვნეშისგან თავი როგორ ვერ შევიკავეო”- იდარდა მარტოდ დარჩენილმა ხის მასპინძელმა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
46. ლანა, შენ გაიხააააააარე :-* რამდენი ხანია, ვიხვეწები, კორექტურებს გადამიხედეთ ხალხნო, მე მეზარება-თქვა და კაცი შვილი არ აღმოჩნდა ჩემი პატრონი :D ( ნუ გეწყინებათ ახლა ნურავის :D ) გიო მაკაველი, შენ მარტო ზეპირად იცი-ხოლმე თქმა :D ხოდა, ასე!
ლანა, შენ გაიხააააააარე :-* რამდენი ხანია, ვიხვეწები, კორექტურებს გადამიხედეთ ხალხნო, მე მეზარება-თქვა და კაცი შვილი არ აღმოჩნდა ჩემი პატრონი :D ( ნუ გეწყინებათ ახლა ნურავის :D ) გიო მაკაველი, შენ მარტო ზეპირად იცი-ხოლმე თქმა :D ხოდა, ასე!
45. სუბიქტური მოსაზრებებით - სუბიექტური დედამიწაზე მოლაპარაკე არსებები მხოლდ ჩვენ ვართო - მხოლოდ ცოდოა მაინც , რაც არ უნდა იყოს - რაც უნდა იყოს თავის ფიქრებს უდაოდ უნდა მოწყდეს - მოსწყდეს რაზე ვოცნებობ, რგორ მინდა გავატარო დღე - როგორ
არაჩვეულებრივი ნაწერია, ნათია! ვისიამოვნე :) ძალიან მომეწონა დედამიწის ბრუნვის შედარება ადამიანის ყოფასთან... საინტერესოა :)
+5 სუბიქტური მოსაზრებებით - სუბიექტური დედამიწაზე მოლაპარაკე არსებები მხოლდ ჩვენ ვართო - მხოლოდ ცოდოა მაინც , რაც არ უნდა იყოს - რაც უნდა იყოს თავის ფიქრებს უდაოდ უნდა მოწყდეს - მოსწყდეს რაზე ვოცნებობ, რგორ მინდა გავატარო დღე - როგორ
არაჩვეულებრივი ნაწერია, ნათია! ვისიამოვნე :) ძალიან მომეწონა დედამიწის ბრუნვის შედარება ადამიანის ყოფასთან... საინტერესოა :)
+5
44. გმადლობტ რჩევისთვის, უსასრულობავ :) გმადლობტ რჩევისთვის, უსასრულობავ :)
43. რავი მე არ მომწონს. რაღაცით კარგია მაგრამ ასეთი ლაპარაკის სტილი ცოტაგახუნებულია :)
რავი მე არ მომწონს. რაღაცით კარგია მაგრამ ასეთი ლაპარაკის სტილი ცოტაგახუნებულია :)
42. გადასარევი აზრებია მოყვანილი, ფიქრები, მსჯელობები,, განცდები, მაგრამ ვერაფრით ვერ ჩავრთე სკამი,ვერ მოვნახე მგზავსება ადამიანობასა და გაადამიანებულ სკამს შორის. ჭკვიანმა კაცმა იცის, რომ ღმერთია სიყვარული ჭკვიანი ყველა არ არის,მაგრამ ყველამ იცის, რომ ღმერთია სიყვარული! ჩემთვის შესანიშნავი პროზაა სკამის გარესე! გადასარევი აზრებია მოყვანილი, ფიქრები, მსჯელობები,, განცდები, მაგრამ ვერაფრით ვერ ჩავრთე სკამი,ვერ მოვნახე მგზავსება ადამიანობასა და გაადამიანებულ სკამს შორის. ჭკვიანმა კაცმა იცის, რომ ღმერთია სიყვარული ჭკვიანი ყველა არ არის,მაგრამ ყველამ იცის, რომ ღმერთია სიყვარული! ჩემთვის შესანიშნავი პროზაა სკამის გარესე!
41. მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;) მოეწონა კვაზი უმახინჯესს+უსასრულობა;)
40. კარგად გააზრებული, ლამაზად ჩამოყალიბებული, მოწესრიგებული ნაწერია! მოკლედ 5-იანი ჩემგან :) :-* კარგად გააზრებული, ლამაზად ჩამოყალიბებული, მოწესრიგებული ნაწერია! მოკლედ 5-იანი ჩემგან :) :-*
39. ძალიან საინტერესო ფაბულაა ორიგინალური გაპიროვნებით – გასულიერებული სკამის მიერ დანახული და აღქმული გარემო! სიყვარული კი ყველაფრის თავიდათავია!.. :) ძალიან საინტერესო ფაბულაა ორიგინალური გაპიროვნებით – გასულიერებული სკამის მიერ დანახული და აღქმული გარემო! სიყვარული კი ყველაფრის თავიდათავია!.. :)
38. მინაწერი? არ ჩანს ალბათ ყვითლად მივაწერდი :D მინაწერი? არ ჩანს ალბათ ყვითლად მივაწერდი :D
37. წიწილუშკა, შენი ნაწერი რატომ არ აღმოჩნდა ჩემს წიგნში??????????????????????
:-*:-*:-* წიწილუშკა, შენი ნაწერი რატომ არ აღმოჩნდა ჩემს წიგნში??????????????????????
:-*:-*:-*
36. ”-სიყვარული, სიყვარული გაკლია შენ, შვილო! ” ჯერ კიდევ ვსწავლობ ნათ და ვერ ... კარგად გაცოცხლებული კადრებია. მომეწონა ეს პროზა დილითვე წავიკითხე გარედან :)
brava ! ragazza bella :-*
+ 5 ”-სიყვარული, სიყვარული გაკლია შენ, შვილო! ” ჯერ კიდევ ვსწავლობ ნათ და ვერ ... კარგად გაცოცხლებული კადრებია. მომეწონა ეს პროზა დილითვე წავიკითხე გარედან :)
brava ! ragazza bella :-*
+ 5
34. მინდი :) :-*
ლევანიკო,გენაცვალე შენ!
ანგელოზნა, მენატრები ტაპწიიიიი!
სოლე, შენთვის რა ვარ,ხომ იცი?! :-* girasol _ აი,ასე გიმზერ! :-* მინდი :) :-*
ლევანიკო,გენაცვალე შენ!
ანგელოზნა, მენატრები ტაპწიიიიი!
სოლე, შენთვის რა ვარ,ხომ იცი?! :-* girasol _ აი,ასე გიმზერ! :-*
33. რა საყვარელი და ნიჭიერი ვინმე ხარ შენ თუ იცი?!:-* რა საყვარელი და ნიჭიერი ვინმე ხარ შენ თუ იცი?!:-*
32. ეს არის ძალიან ძლიერი ნაწერი, გამართული და აზრიანი, დიდი შთაბეჭდილება დატოვა როცა პირველად მოვისმინე წაკითხული და ახლა ჩემით გადავიკითხე - გენაცვალე!! :-* :-* :-* :-* :-* ეს არის ძალიან ძლიერი ნაწერი, გამართული და აზრიანი, დიდი შთაბეჭდილება დატოვა როცა პირველად მოვისმინე წაკითხული და ახლა ჩემით გადავიკითხე - გენაცვალე!! :-* :-* :-* :-* :-*
31. რა კარგი ხარ ნათია შენ რა კარგი ხარ ნათია შენ
30. შენ თუ კაცი ხარ, ესე იგი კაცობრიობის ნაწილი, ანუ ვთქვათ, რომ დედამიწა ხარ შენ... შენი საქმე უნდა იყოს შენი ღერძი შენი ”ეგო” კი არა...შენ კი რა ქენი?! მრუდე და უსწორმასწორო ღერძი გაიკეთე , ჩაკეტილ წრეზე დავდივარო... არ გიკვირს რეტი რომ არ გესხმის? დგახარ და მხოლოდ შენი მრუდე ღერძის ირგვლივ ბრუნავ.
:-* შენ თუ კაცი ხარ, ესე იგი კაცობრიობის ნაწილი, ანუ ვთქვათ, რომ დედამიწა ხარ შენ... შენი საქმე უნდა იყოს შენი ღერძი შენი ”ეგო” კი არა...შენ კი რა ქენი?! მრუდე და უსწორმასწორო ღერძი გაიკეთე , ჩაკეტილ წრეზე დავდივარო... არ გიკვირს რეტი რომ არ გესხმის? დგახარ და მხოლოდ შენი მრუდე ღერძის ირგვლივ ბრუნავ.
:-*
29. გაიხარე,თაკ :) :-* გაიხარე,თაკ :) :-*
28. ამის გამო შემოვედი ახლა.. გარედან წავიკითხე და მართლა სხვანაირად ურტყამს ადამიანს სენტიმენტებზე და სისუსტეებზე.. კარგია ამის გამო შემოვედი ახლა.. გარედან წავიკითხე და მართლა სხვანაირად ურტყამს ადამიანს სენტიმენტებზე და სისუსტეებზე.. კარგია
27. მთავარია სიყვარული იცოდე.... მთავარია სიყვარული იცოდე....
26. ბააააარბ, სულ გულს მაკლია, რომ გუსინ ისე ვერ მოგეფერე, როგორც მინდოდააააააა:-* ჩაგეხუტე მაგრააად, მაგრად! :-* ბააააარბ, სულ გულს მაკლია, რომ გუსინ ისე ვერ მოგეფერე, როგორც მინდოდააააააა:-* ჩაგეხუტე მაგრააად, მაგრად! :-*
25. არა არის შენში რაღაც დაჩისეული რაც მასში შემიყვარდა და მომწონდა, მართლა ძალიან კარგად წერ!!! გენაცვალე!!! + უსასრულობა ჩემგან.
წ.კ. დღეს ყველას დავურეკავ ვინც ოდესმე მყვარებია :D არა არის შენში რაღაც დაჩისეული რაც მასში შემიყვარდა და მომწონდა, მართლა ძალიან კარგად წერ!!! გენაცვალე!!! + უსასრულობა ჩემგან.
წ.კ. დღეს ყველას დავურეკავ ვინც ოდესმე მყვარებია :D
24. ჯანდაბას, მერე მაინც დამდე პატივი :)) ჯანდაბას, მერე მაინც დამდე პატივი :))
23. აუ ამხელა რაღაცას რა წაიკითხავს აქ :)) შენ ეხლა იცი ჩემი გემოვნება და მომეწონება ვითოომ? მეზარება.სხვა რამეს რო დაწერ მოვალ,ან სამსახურში უსაქმურობა თუ ძალიან შემომიტევს ჯანდაბას ამასაც წავიკითხავ:)) აუ ამხელა რაღაცას რა წაიკითხავს აქ :)) შენ ეხლა იცი ჩემი გემოვნება და მომეწონება ვითოომ? მეზარება.სხვა რამეს რო დაწერ მოვალ,ან სამსახურში უსაქმურობა თუ ძალიან შემომიტევს ჯანდაბას ამასაც წავიკითხავ:))
22. ხაააააააათ, ჩაგეხუტე! უუუუძვირფასესი გახდი ჩემთვის და მადლობა შეფასებისთვის! :-* ხაააააააათ, ჩაგეხუტე! უუუუძვირფასესი გახდი ჩემთვის და მადლობა შეფასებისთვის! :-*
21. ნათი, რა გითხრა. ძალიან მაგარი ხარ!!! რომ გითხრა, კაცივით წერ-მეთქი, გეწყინება? ;) მამაკაცებს ქალებისგან განსხვავებული ხედვა აქვთ, ეს არანაირად ამცირებს ქალს, როგორც შემოქმედს. ალბათ ამიტომაც ვერ შევიტანე შენში ეჭვი, რომ იყავი ნათია და არა- დაჩი. ;) მიყვარხარ და მიხარია შენი არსებობა და აქ, ამ საიტზე ყოფნა!!! გეფერები, უნიჭიერესო!!!!! ნათი, რა გითხრა. ძალიან მაგარი ხარ!!! რომ გითხრა, კაცივით წერ-მეთქი, გეწყინება? ;) მამაკაცებს ქალებისგან განსხვავებული ხედვა აქვთ, ეს არანაირად ამცირებს ქალს, როგორც შემოქმედს. ალბათ ამიტომაც ვერ შევიტანე შენში ეჭვი, რომ იყავი ნათია და არა- დაჩი. ;) მიყვარხარ და მიხარია შენი არსებობა და აქ, ამ საიტზე ყოფნა!!! გეფერები, უნიჭიერესო!!!!!
20. გმადლობთ, ნათი :-*
დიდი მადლობა! :)
კრავაი, დე!!!! :-* გმადლობთ, ნათი :-*
დიდი მადლობა! :)
კრავაი, დე!!!! :-*
19. " საქმიანი შეხვედრა" წავიკითხე, ნათი, კარგი ხარ :) " საქმიანი შეხვედრა" წავიკითხე, ნათი, კარგი ხარ :)
18. დამიძახე ,,დე''(თათა მეძახის) ,,მამ" დამიძახე,თუ გინდა,
ოღონდ, დედა არ შემაგინო რაც გინდა, ის დამიძახე. დამიძახე ,,დე``(თათა მეძახის) ,,მამ" დამიძახე,თუ გინდა,
ოღონდ, დედა არ შემაგინო რაც გინდა, ის დამიძახე.
17. უღრმესი მადლობა!
გიო, გენაცვალე... ქ-ნო მანანა,გმადლობთ შეფასებისთვის :) თაკა,გიგა,ოთი, ქეთი _ გაკოცეტ ყველას :)
ქ-ნო კრავაი,მადლობა მრავალგზის და თუ შეიძლება "დე"-ს დაგიძახებთ, როგორც ბევრი :):):):) უღრმესი მადლობა!
გიო, გენაცვალე... ქ-ნო მანანა,გმადლობთ შეფასებისთვის :) თაკა,გიგა,ოთი, ქეთი _ გაკოცეტ ყველას :)
ქ-ნო კრავაი,მადლობა მრავალგზის და თუ შეიძლება "დე"-ს დაგიძახებთ, როგორც ბევრი :):):):)
16. ,,ჭკვიანმა კაცმა იცის, რომ ღმერთია სიყვარული, გესმის? უფალი თუ გიყვარს, კაცნიც გეყვარება, იმიტომ, რომ თუ შენ, უღირსი შეგიყვარა ღმერთმა, შენც უნდა შეიყვარო სხვანი, ნაკლის მიუხედავად..." ,,წადი ახლა ბიძია და სიყვარული ისწავლე, ისწავლე სიყვარული და ისწავლე მიღებაც სიყვარულის. ყველა ვსწავლობთ ჩვენ! ერთმანეთისგან ვსწავლობთ!”
ეს, მოთხრობა ვიცი და ერთერთი განსაკუთრებით, საყვარელი ნაწარმოებია,ჩემთვის,
საინტერესოა, უსულო ხის სკამის ,,გაადამიანება" ,,ჭკვიანმა კაცმა იცის, რომ ღმერთია სიყვარული, გესმის? უფალი თუ გიყვარს, კაცნიც გეყვარება, იმიტომ, რომ თუ შენ, უღირსი შეგიყვარა ღმერთმა, შენც უნდა შეიყვარო სხვანი, ნაკლის მიუხედავად..." ,,წადი ახლა ბიძია და სიყვარული ისწავლე, ისწავლე სიყვარული და ისწავლე მიღებაც სიყვარულის. ყველა ვსწავლობთ ჩვენ! ერთმანეთისგან ვსწავლობთ!”
ეს, მოთხრობა ვიცი და ერთერთი განსაკუთრებით, საყვარელი ნაწარმოებია,ჩემთვის,
საინტერესოა, უსულო ხის სკამის ,,გაადამიანება"
15. "დედამიწა როგორ ბრუნავს იცი?” -”კიო”- ჩახლეჩილი ხმით გამოეპასუხა ”მჟავე”. -”მაინც გეტყვი აგერ: თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, ხომ კი?! კიიი... მაგას ადამიანები გათენებ - დაღამებას ვეძახით...." ეგოისტი ადამიანის ცხოვრებაც სწორედ გათენება-დაღამების ტოლფასია. "ეგოცენტრიზმი"-ნათლად გამოხატავს ამ სიტყვის მნიშვნელობას!!! შეგონებები უშველის ახლა მაგას??? რა ვიცი, რა ვიცი... მე "ეგოისტი" ხის სკამი შემეცოდა!!! "დედამიწა როგორ ბრუნავს იცი?” -”კიო”- ჩახლეჩილი ხმით გამოეპასუხა ”მჟავე”. -”მაინც გეტყვი აგერ: თავისი ღერძის გარშემო ბრუნავს, ხომ კი?! კიიი... მაგას ადამიანები გათენებ - დაღამებას ვეძახით...." ეგოისტი ადამიანის ცხოვრებაც სწორედ გათენება-დაღამების ტოლფასია. "ეგოცენტრიზმი"-ნათლად გამოხატავს ამ სიტყვის მნიშვნელობას!!! შეგონებები უშველის ახლა მაგას??? რა ვიცი, რა ვიცი... მე "ეგოისტი" ხის სკამი შემეცოდა!!!
14. უჰ ნათი ხო გითხარი ადრეც აქ შემოსვლა მიყვარსთქო კარგია ძალიან;;)კარგი ხარო" შენ თუ კაცი ხარ, ესე იგი კაცობრიობის ნაწილი, ანუ ვთქვათ, რომ დედამიწა ხარ შენ.."მეც ამას ვამბობ ხოლმე სულ;;)
:-* უჰ ნათი ხო გითხარი ადრეც აქ შემოსვლა მიყვარსთქო კარგია ძალიან;;)კარგი ხარო" შენ თუ კაცი ხარ, ესე იგი კაცობრიობის ნაწილი, ანუ ვთქვათ, რომ დედამიწა ხარ შენ.."მეც ამას ვამბობ ხოლმე სულ;;)
:-*
13. სიყვარული ისწავლე, ისწავლე სიყვარული და ისწავლე მიღებაც სიყვარულის. ყველა ვსწავლობთ ჩვენ! ერთმანეთისგან ვსწავლობთ!”
555555555555 სიყვარული ისწავლე, ისწავლე სიყვარული და ისწავლე მიღებაც სიყვარულის. ყველა ვსწავლობთ ჩვენ! ერთმანეთისგან ვსწავლობთ!”
555555555555
12. ”-სიყვარული, სიყვარული გაკლია შენ, შვილო! ” :)
-სანამ მოულოდნელობისგან გაკვირვებული და ნათქვამის შინაარსით გაოგნებული ახალგაზრდა გონს მოეგებოდა მოხუცმა განაგრძო: ”””- ასე და ამგვარად შენ ძალიან... ძალიან..... ძალიან ...... კარგი და თბილი ადამიანი ხარ......”””. :) ”-სიყვარული, სიყვარული გაკლია შენ, შვილო! ” :)
-სანამ მოულოდნელობისგან გაკვირვებული და ნათქვამის შინაარსით გაოგნებული ახალგაზრდა გონს მოეგებოდა მოხუცმა განაგრძო: ”””- ასე და ამგვარად შენ ძალიან... ძალიან..... ძალიან ...... კარგი და თბილი ადამიანი ხარ......”””. :)
11. ძალიან მომეწონა. სიყვარული ეტყობა იცი:) ძალიან მომეწონა. სიყვარული ეტყობა იცი:)
10. სინაზ-აქროლადობა - ეგეთი მეგობარი მყავს ერთი .. უსათუთესია )) უნდა დავარეგისტრირო ერთი : D არვიცი რა შუაშია.. კომენტარზე გამეცინა და გამახსენდა და და და.. : D მოვალ აქ ცოტა სხვა განწყობით და ჩავუჯდები :-* სინაზ-აქროლადობა - ეგეთი მეგობარი მყავს ერთი .. უსათუთესია )) უნდა დავარეგისტრირო ერთი : D არვიცი რა შუაშია.. კომენტარზე გამეცინა და გამახსენდა და და და.. : D მოვალ აქ ცოტა სხვა განწყობით და ჩავუჯდები :-*
9. სისათუთე და სინაზ-აქროლადობა გადაარჩენს სრულიად ურაკ-ქალაქს! ნათია პაპიძე. 2011-03-18 01:38:52
=))=))=))
სისათუთე და სინაზ-აქროლადობა გადაარჩენს სრულიად ურაკ-ქალაქს! ნათია პაპიძე. 2011-03-18 01:38:52
=))=))=))
8. მადლობა, ბაკურ :)
სისათუთე და სინაზ-აქროლადობა გადაარჩენს სრულიად ურაკ-ქალაქს! მადლობა, ბაკურ :)
სისათუთე და სინაზ-აქროლადობა გადაარჩენს სრულიად ურაკ-ქალაქს!
7. ვახ, გადამრეგვს ეს, "ონ"-აა "ონა"-ა თუ რაცაა ჟივა და ზდაროვა ხოა???? რა, რადგან "ონა"-ა, მაშინ უნდა დავიკიდო "ჟივა"-ა თU არა???? :)) ოჰ! ვახ, გადამრეგვს ეს, "ონ"-აა "ონა"-ა თუ რაცაა ჟივა და ზდაროვა ხოა???? რა, რადგან "ონა"-ა, მაშინ უნდა დავიკიდო "ჟივა"-ა თU არა???? :)) ოჰ!
6. ხო, ოღონდ _____ "ონა" :D ხო, ოღონდ _____ "ონა" :D
5. უჰ! ეგრე გეთქვა შე ქალო! მე კიდე თავი შევიკავე, მეთქი... მოკლედ, ჟივ ონ ი ზდაროვ??? აპა ჩამოვა სად წავა:)) ჰოდა დავაი დაცხეთ ახლა კომენტარები თავშეუკავებლად!!!! :)) უჰ! ეგრე გეთქვა შე ქალო! მე კიდე თავი შევიკავე, მეთქი... მოკლედ, ჟივ ონ ი ზდაროვ??? აპა ჩამოვა სად წავა:)) ჰოდა დავაი დაცხეთ ახლა კომენტარები თავშეუკავებლად!!!! :))
4. დანართი N1 კომენტზე :D
მალე ჩამოდიიიიიი!!!!! :-* დანართი N1 კომენტზე :D
მალე ჩამოდიიიიიი!!!!! :-*
3. :-?
წერე ადამიანო! წერე!!!
სხვას ვერაფერს იზამ უკეთესს!!!
ჩაგედათვე :-?
წერე ადამიანო! წერე!!!
სხვას ვერაფერს იზამ უკეთესს!!!
ჩაგედათვე
2. ვახ. ისეტI კომენტარია მომავალ "კომენტატორებს" დააფიქრებს... ამიტომ გავჩუმდები მეც. ვახ. ისეტI კომენტარია მომავალ "კომენტატორებს" დააფიქრებს... ამიტომ გავჩუმდები მეც.
1. ჩემო უძვირფასესოოო ადამიანო________ ეს შენთვის და შენი სიყვარულით!
არავინ,არასდროს მომნატრებია ისე, როგორი მონატრებაც შენი ვისწავლე ამდენი წელიწადია!
მძულს ის სიცივე,სადაც შენ ცხოვრობ,ასმაგად, ათასმაგად, იმიტომ, რომ ეგ სიცივე მანძილის საზომი ერთეული გახდა ჩემთვის!
ფიქრია... ფიქრო, ულამაზესოოოოო! "სტელლა! ბელლა! ბელისიმა! " :D სიამაყე ხარ ჩემი და მადლობას გიხდი ამისთვის!
მიყვარხარ და ეს ნაწერი შენ რომ გიყვარს, მაგიტოოომ! ჩემო უძვირფასესოოო ადამიანო________ ეს შენთვის და შენი სიყვარულით!
არავინ,არასდროს მომნატრებია ისე, როგორი მონატრებაც შენი ვისწავლე ამდენი წელიწადია!
მძულს ის სიცივე,სადაც შენ ცხოვრობ,ასმაგად, ათასმაგად, იმიტომ, რომ ეგ სიცივე მანძილის საზომი ერთეული გახდა ჩემთვის!
ფიქრია... ფიქრო, ულამაზესოოოოო! "სტელლა! ბელლა! ბელისიმა! " :D სიამაყე ხარ ჩემი და მადლობას გიხდი ამისთვის!
მიყვარხარ და ეს ნაწერი შენ რომ გიყვარს, მაგიტოოომ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|