მერამდენეჯერ ვხატავ აწმყოს არ შემდგარ სურათს, მერამდენეჯერ ვუხდი ბოდიშს უფალს, არ ვიცი მერამდენეჯერ გამიტყდება წყლით სავსე სურა და დაიღვრება ჩემი ცოდა ღმერთო გამიშვი!
რაც ვარ მე ვიცი უფრო სწორად, ვცდილობ, გავიგო საკუთარ თავში ჩავიკეტე, როგორც აკლდამა სულის სასახლე შენი მადლით ისევ გაიღო და ჩემმა გვამმა ჩემი სული ისევ აკრძალა
არ მინდა, ღმერთო დავიღალე, ცოდვები მტკივა, ცაზე ვარსკვლავი ცოტა არის, ვიდრე ცოდვები, ჩემი სულის და დასაგმობი სხეული მყინავს გთხოვ ღმერთო, ღმერთო ნურასოდეს შეგეცოდები,
რადგან იუდა ნაბიჯებით მასწრების, ვიცი მე ცოდვებს ვაგროვებ, როგორც ზღვაში ქვიშას და უფრო ვტირი იმდენად, გავგიჟდი და ისე ვიცინე რომ საკუთარი სულის ფერფლში ცხადად ვსაუბრობ.
არ ვიცი, ღმერთო, დავიკაგრე შენთან არა ვარ მცივა და უფრო დაზუსტებით სული კანკალებს, მეც რეალობის ჩარჩოების საზღვარს გადავალ, გადავალ ჰოდა, ვხედავ გვამი როგორ კაკანებს
მიშველე ღმერთო, დამიცავი, მონა ვარ შენი, ერთი ნაბიჯი მაკლია და უფსკრულში ვწევარ, ვიცი ,ცხოვრების ნახატიდან უფსკრული მშვენის და სამყაროში ცოდვის გუბე მარტორე მე ვერ.
ვტირი, უფალო, იმდენად, რომ ცრემლიც გამიშრა ვეღარ ვასრულებ არ შემდგარი სურათის სახეს, ღმერთო მომკიდე, წმინდა ხელი აღარ გამიშვა! თორემ ისედაც ჩემი ცოდვა ბინძურს სულს ამხელს
ჰოდა, ცოტაც და შევიშლები, არ მინდა ღმერთო ვიწვი მტკივა და სინანულიც ჩემში დაიშვა ძნელია კაცად არსებობა ამ ქვეყნად ერთობ, მაგრად ჩამკიდე ხელი ღმერთო აღარ გამიშვა.
ყველაფერი ირევა ახლა ჩემი გულივით, დედამიწა დაბერდა უკვე ჩემო ოლივერ, მზე არის და არც არის, ერკელიობს სეზონი, აწი შენს პოეზიას ხელს შეუწყობს თოვლი ვერ, იწყებიან წვიმები ყოვლად უმიზეზონი, ჰოდა ლექსი დავწეროთ, ერთნაირი ორივემ...
კარგად მოგვეხსენება, ცუდად მოსახსენებიც, ვარდისფერ გზის მაგიერ მიაშურეს ლელიანს, ნაბიჯებით ჩუმი და ნაბიჯებით მეფური, პოეტებმა რომლებიც დაფნის გვირგვინს ელიან, ჩვენც ხმას ვეღარ ვიღებთ და ვიზრდებით და ეგ არი, თორემ ძმაო, პატარა, - ღმერთიც საყვარელია.
(როგორც ვატყობ ეს ლექსი ამოხეთქავს წესისებრ, და მტერი გყავს მოსაჟლეტმოსავერლიბრებელი, სამშობლოში რუსთველის, სამშობლოში გალასი, ასე იყო მუდამ და გაგრძელდება ყოველთვის, მაგრამ შიგნით შეხედე და გწამდეს რომ პალაშით მოსა-რითმ-ვინიერე... - ბელი არის პოეტი)
ასე ჩემო ოლივერ, იმგვარად თუ ამგვარად, რაღაც უნდა ვიღონოთ გახსნილად და სატირით, სანამ ამბიციები ისევ ჩვენში დამცხრალა, სანამ უფრო გაზრდილა შედეგი და ზარალი, მოდი თვითმარქვიების სულაც დედა ვატიროთ, ვინც ჯვარს იწერს ხომ იცი ყველა მერი არ არის
და დრო მაინც აფასებს ყველას თავისებურად, აწი ჩვენს პოეზიას ხელს შეუწყობს თოვლი ვერ, მზე არის და არც არის ერკელიობს სეზონი, ჰოდა ლექსი დავწეროთ ერთნაირი ორივემ, იწყებიან წვიმები ყოვლად უმიზეზონი, დედამიწა დაბერდა უკვე ჩემო ოლივერ!...
ო ლ ი ვ ე რ !

ცოდვები ცოდვები ცოდვები შეგეცოდები,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ავტორს სიტყვების მარაგი არ აქვს. მოკლედ სუსტია.გინდა გადმოცემის მხრივ და გინდა ემოციურ დონეზე თუ ხარისხით. -5