ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
28 დეკემბერი, 2012


გარბიან...

წუთები წამებს ეწევა, საათები წუთებს, დღეები საათებს.ისინი უგზოუკლოდ მიქრიან, დაუფიქრებლად , გაუჩერებლად , ერთმანეთს ახტებიან, ძალაინ ჩქარობენ. მე ისევ ველი როდის დაბნელდება და ახალი დღე როდის გათენდება, მერე შემდეგს, და შემდეგს, დაუთვლელად, თითქოს არც მაინტერესებს და არც არაფრის შეცვლა მინდა, საერთოდ მგონია რომ არაფერი მინდა. დღეები ისეც სწრაფად მიქრიან და მიქრიან, ნელნელა თან მიაქვთ ჩემგან ფიქრები, გრძნობები, მიზნები, ინტერესები, აზრები... თითქოს აღარც ფიქრი მინდება, აღარც არაფერს ვგრძნობ, არაფერზე ვოცნებობ, არაფერი მაინტერესებს, აღარაფერს  ვგეგმავ, აღარაფერს ვცდილობ და საერთოდ, ყველაფერი უაზრო და სისულელე ხდება. ნელნელა გარშემო ყველაფერი ცარიელდება და თითქოს ყველაფერი აზრს კარგავს, ყველაფერი ტრიალდება, ისევ უკან ბრუნდება, იცვლება , ფერმკრთალდება და ბოლოს საერთოდ ქრება. უმეტეს პრობლემებს რამოდენიმე ფრაზა წყვეტს, "რაც იქნება იქნება", "მოსახდენი უნდა მოხდეს", ან უბრალოდ "სულ ერთია". ალბათ იქამდე უნდა ველოდო როდის გაივლიან ჩემსავით უაზრო და არაფრის მომცემი დღეები, სანამ ცა ბოლომდე არ გაცრის ნისლს, სანამ "ხეებს კვირტები არ ამოუვათ", სანამ მზე არ გადაწყვეტს ისევ ძველებურად გამოანათოს და გაათბოს ეს გაყინული მიწა, ადამიანების გაყინული გონებები და გულები იქამდე, სანამ გული ისევ რჩევების მოცემას არ დაიწყებს, სანამ ისევ არ მოვა "უმისამართო" ფიქრებით გათეთრებული ღამეები და სანამ ისევ არ დავიწყებე რვეულის ფურცელზე კალმით ჩაქსოვილი გრძნობების და ფიქრების შენახვას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები