ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2011


მგელი

მე ხომ მგელი ვარ თავისუფალი,
ვერ შემაშინებს შიმშილი, თოვა,
ჩემი კანონი მუდამ კანონობს,
ჩემს ძმობაში ხომ არ არის მტრობა.

როცა ზამთარში ფარას ვეწვევი,
თქვენ კი ძაღლებო დამხვდებით ავად,
მუდამ გახსოვდეთ რომ მე გჯობივართ,
ჩემი ბილიკი არის თქვენს ხატად.

თქვენ ძაღლები ხართ მოღალატენი,
საჭმლის გულისთვის ხალხს ემონებით
თუ კი პატრონმა ზურგი გაქციათ,
წახვალთ და უცხოს მიეკედლებით.

მე კი არავის შევცქერ ხელებში,
მე ჩემით გამაქვს ცხოვრების ლელო,
ამიტომ მიყვარს მე ჩემი ჯიში,
თქვენ გენაცვალეთ იცოცხლეთ მგლებო.

მე არ მაშინებს თქვენი სიმრავლე,
თქვენი პატრონის ნასროლი ტყვია,
მე შეიძლება ბრძოლაში მომკლათ,
ვერ დამაჩოქებთ მე მგელი მქვია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები