ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2011


საქართველო

საქართველოს სიყვარული,
გულში ცეცხლად მინთია,
მასზე ბევრი დაიწერა,
ლეგენდა თუ მითია.

მუდამ იყო ბრძოლის ველზე,
ბევრიც ჰყავდა გმირები,
სიმამაცით ირჩეოდნენ,
საქართველოს შვილები.

მოვიგონებ გორგასალის
უძლიერეს მკლავებს,
დახვეწილი ოსტატობით
თვითონ სააკაძეს.

გავიხსენოთ თამარ მეფე,
იყო ქალი მანდილით,
მაგრამ მასთან ვერას გახდა
ცბიერი რუქნადინი.

რომელ ერთი ჩამოვთვალო,
არმეყოფა გონება,
ვუმადლოდეთ დგეს, რომ არ ვართ,
ურჯულოთა მონებად.

რჯულიც იმათ შეგვინახეს,
ლოცულობდნენ სამებას,
მომავლისთვის ბევრს იტანდნენ,
შიმშილს, ტანჯვას, წამებას.

ზოგიერთმა დაივიწყეთ,
მათი ღვაწლი ამაგი,
საკუთარი თავის გარდა,
აღარ გახსოვთ არავინ.

მოგიწოდებთ რომ ვიაროთ,
წინაპართა კვალზე,
სუფთა გულით და ღრმა რწმენით,
ვლოცულობდეთ ხატზე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები