ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2011


სამშობლო

ისეთს რას შევქმნი,
რაც ამ ქვეყნად ჯერ არ შექმნილა,
მხოლოდ გადმოვცემ ჩემს სიყვარულს,
ჩემი მთებისას.

ვერ შევერები გალაკტიონს,
ვაჯას, ილიას,
მათი ცოდნისგან განათებულ
გზებზე მივლია.

ჩემს სამშობლოზე სიგიჟემდე შეყვარებული,
ვუმზერ ცხოვრებას, ჭირ-ვარამით გატიალებულს,
მინდა რომ ლექსში ჩავაქსოვო გულისტკივილი,
დიდ სიყვარულით გაჟღენთილი სისხლისყივილი.

დღევანდელების უგულობით განიავებულს,
არ შეუძლია გაიაროს წინაპართ კვალზე,
ძალა არ შესწევს შინაგანი ომებით დაგლილს,
ისევე აღსდგეს, გაიმარჯვოს საკუთარ თავზე.

ფიქრები მტანჯავს,  ფიქრები მათოვს,
ხან ვიცინივარ ხან სიკვდილს ვნატრობ,
თუ საჭიროა იარაღს ვისვრი,
თუ საჭიროა სიცოცხლეს დავთმობ.

გული მიკვდება ჩემს სამშობლოს დაჩოქილს ვხედავ,
მინდა ვუშველო, რომ წამოდგეს ვუდგები მხარში,
ბევრი არ ძალმიძს უბრალო ვარ უცოდინარი,
თუმც მუდამ მწყალობს დიდებული უფალი ცაში.

რა შემიძლია მე უბრალოს, უბრალო სიტყვა,
რა შემიძლია მე უბრალოს, უბრალოდ წერა,
რა შეუძლია ჩემს უბრალო გულს, უბრალოდ ფეთქვა,
რა შემიძლია მე უბრალოდ, აზრების ფრქვევა?

მე დღეს მარტო ვარ, არავინ არ მყავს დამიდგეს გვერდში,
მე დღეს მარტო ვარ, არავინ არ მყავს გამკვლევი გზების,
მე დღეს მარტო ვარ, არავინ არ მყავს საჟლეტად მტრების,
მე დგეს მარტო ვარ, უკვე ვიგემე სიმუხთლე ბედის.

მწამს რომ არიან პატრიოტები, შორს სადგაც ჩემგან,
მწამს რომ არიან პატრიოტები, სულ ახლოს ჩემთან,
მინდა რომ ყველა გავერთიანდეთ ვიბრძოლოთ მისთვის,
რომ საქართველო გავანათოთ მშვიდობის სხივით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები