ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
30 მარტი, 2011


ბავშვობა მომავლიდან

                       

ციდან რაღაც მასველებს.
მივდივარ... ერთი ნაბიჯი... ორი ... სამი...
მიწაზე ყავისფერი სარკეებია...
ვიხედები, ვიღაც მაკვირდება,
მეშინია და გავრბივარ...
ერთი ნაბიჯი...ორი... სამი...
ბევრი, ბევრი ნაბიჯი, ყელში რაღაც მებჯინება...
ვსუნთქავ, ძალიან ბევრს ვსუნთქავ.
ჩემს ირგვლივ ჰაერი აღარ დავტოვე.
ისევ გავრბივარ.
ხის ღობე, ხის სველი ღობე...
ნაცნობი სახე, საყვარელი... დედა მიღიმის.
ტირილი მინდა, კიდეც ვტირი.
ხელი ჩამავლო და სახლისკენ მივყავარ,
კარი შეაღო, მეც შემიყოლა,
სკამზე დამსვა, ფეხზე მხდის.
ბუხარში ჭინკები ცეკვავენ,
ჭინკების მეშინია და ღრიალს ვუმატებ.
დედამ ჭიქა მომიტანა – შიგ თეთრი და თბილი წყალი ასხია.
ვსვამ, ვსვამ და ნელ–ნელა თვალები აღარ მეხილება.
მერე –  შავი სიბნელე, მგონი მძინავს, როცა მძინავს – არ ვტირი.
  ცაში რაღაც ხმაურობს, მერე სინათლეც ინთება,
შეიძლება ღმერთი ეჩხუბება ვინმეს და
თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის,
მიხარია, რომ მე არ გამიბრაზებია ღმერთი...
  ხვალ რომ გავიღვიძებ, აუცილებლად წავალ და ვნახავ იმ 
სარკეში ვინ ცხოვრობს! იქნებ ბოროტია?!
თუ ასეა – ისევ გამოვიქცევი...
  თეთრი ძაფები გაბმულა ფანჯრიდან ჩემს საწოლამდე...
გარეთ გავრბივარ...
ცა აღარ მასველებს...
მზე ანათებს, ის ძაფები მზის ყოფილა. 
გზაზე მივდივარ...
რამდენი ლამისფერი წყალია!  ყველგან ვიღაც ცხოვრებს,  ვიღაც ერთნაირი.
  ვუახლოვდები, ვიხედები, მეშინია ... აი, ის კაციც.
ვაკვირდები – ისიც მაკვირდება,
ენას ვუყოფ – ისიც,
ვბრაზდები – ისიც მიბრაზდება.
ის კაცი მე მგავს  ...

                      *    *    *
  მიწის იმ  სარკეში არ უნდა ჩამეხედა!!!
  იქ მე ლაფისფერი ვჩანდი....
  უკვე  „დიდი“ ვარ!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები