ქვეყნის ამ დასალიერში, აგერ, უკვე, მესამე წელიწადია ცხოვრობს. თითქოს, არა უნდა უმძიმდეს რა – სამშობლოშიც ცხვარს მწყემსავდა – აქაც ცხვარს მწყემსავს, იქ მგლებისგან იცავს ბატკნებს, აქ თვალყური უნდა ადევნოს გაველურებულმა დინგოებმა არ აართვან სამწყსო. საკვებიც აქვს, სამოსიც და არც თავზე აწვიმს. დამქირავებელიც კმაყოფილია, რაც აქ არის_ ერთი ცხვარი არ დაუკარგავს – ფარას მხოლოდ ნამატი აქვს. მართალია, სიდნეის ოპერის თეატრში არ დასწრებია არც ერთ წარმოდგენას, მაგრამ, აიერ როკი ხომ ნახა?! არა, მაინც თავისი იალბუზი ურჩევნია ყველაფერს! შეაგროვებს და წავა. დაბრუნდება სახლში. თავის მთას დაუბრუნდება.სხვაგვარად არ შეუძლია. ღამით უმძიმს ყველაზე მეტად . ცხვარს დააბინავებს. მიეგდება ხის ძირში. თავქვეშ აბგას ამოიდებს და ოცნებობს. იმ დღეს წარმოიდგენს, როცა, ოჯახს დაუბრუნდება და თანაც ისე ხელდამშვენებული, რომ სიდუხჭირე რა არის – მის ახლობლებს აღარ ეცოდინებათ. ღამეა ახლაც. მიხვდით, ალბათ, რომ ეზოში, თავქვეშ აბგაამოდებული წევს და ოცნებობს. თვალებს ისეთი სიძლიერით ხუჭავს, თითქოს ეშინია – სამშობლოდან გამოხმობილი მოგონებებს ღია თვალთაგან გაფრენის საშუალება მიეცემათო. საოცრად მოჭუტულ თვალებში მაინც აღწევს ძლიერი ნაკადი ვერცხლისფერი სხივებისა, ალბათ ჩამეძინაო, ფიქრობს – მართლაც სძინავს . მალევე მოდის ზმანება: გაუნძრევლად წევს უზარმაზარი, ვერცხლისფერი ოთახის გულში, ამაღლებულ ადგილას. მხოლოდ თვალებს აცეცებს აქეთ–იქეთ, თორემ სხეულის ვერც ერთ ნაწილს იმორჩილებს – თითქოს პარალიზებულია. ცოტა შეშფოთდა, მაგრამ ახსენდება, რომ სიზმარია და იმშვიდებს თავს, „მალე მაინც გამეღვიძებოდესო“ _ ფიქრობს და თავის სიცხადეში ნაფიქრალზე – სიზმარში ეღიმება. ნუ, რაკიღა აქ არის თვალს მოავლებს აქაურობას – ოთახი რომ ვერცხლისფერია, ეს ვთქვით უკვე, უზარმაზარი რომ არის– ესეც ვიცით, ოვალურია, ჭერი მინის აქვს და ვარსკვლავები ძალიან ახლოს ჩანს. მრგვალ კედლებზე თაროებია და უამრავი ნივთი დევს იქ, თანაც გასაკვირი თანმიმდევრობით : ჩაქუჩის გვერდით, ქალის ლამაზი მარაო მოუთავსებიათ, უფრო იქით ქილაში ჩადებული კომბოსტო მოსჩანს, მერე, არბალეტი, მაშა, კუპიდონის ქანდაკება, თერმომეტრი, აქანდაზი, კამათელი და უამრავი სხვა რამ. მეორე თაროზე, პირიქით – საოცარი სიზუზტით, ერთი ზომის და ერთგვარი ფორმის მასალა ეწყო. რაღაცით კინო–ფირს წააგავდა. მოშორებით საკმაოდ დიდი მაგიდა მოჩანდა .უფრო სიღრმიდან პატარა ტელევიზორები და უამრავი წვრილი ნათურა ციმციმებს. უცბად, კედელი იძვრის, ქვევიდან ზევით იწევს და კარის მსგავსი ნაპრალი ჩნდება. ვერცხლისფერ ოთახში ვერცხლისფერი, დიდთვალება არსებები შემოდიან, მაგრამ, ახლა, ამწუთას ძნელია თქვა, ვის უფრო დიდი თვალები აქვს – მათ თუ ჩვენს გმირს. „ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ეს სიზმარიო“– ფიქრობს პარალიზებული. არსებები უახლოვდებიან, აკვირდებიან და გაუგებარ, ნახევრადელექტრონული ჟღერადობით გაცხარებული კამათობენ. მერე ჩუმდებიან. –პირობა უნდა მოგვცე, რომ თუ აგიშვებთ–აგრესიული არ იქნები, არაფერს დაგვიშავებ და გაქცევას არ ეცდები, აქედან სად უნდა გაიქცე, მაგრამ – მაინცო – ვერ მიხვდა რომელმა უთხრა, პირი არ აქვს არც ერთს. –პირობას გაძლევთო – შეჰღიმა, ხელ–ფეხი დაუბუჟდა, მუხლი უნდა გამართოს როგორმე. მცირე ხანს ისევ აკვირდებიან და ნელ–ნელა უხსნიან ხელ–ფეხს, თან უკან იხევს ყველა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ჯერ ფეხებს აწყობს იატაკზე და მჯდომარე კიდევ ერთხელ ავლებს თვალს მთელს ოთახს, არსებებს სათითაოდ და ბოლოს, ნელი მოძრაობით ფეხზე წამომდგარი კითხულობს : სად ვარ და ვინ ხართო? გაიხარეს მასპინძლებმა : აშკარად საქმის კაცი სჩანს, ამასთან თანამშრომლობა არ გაგვიჭირდებაო. -ჩვენ მეცნიერები ვართ, დედამიწის და მისი მკვიდრების გამოკვლევებს ვაწარმოებთ. ბარლამონის გალაქტიკის პლანეტა ფინიჩიდან ვართ (უნდა გადამოწმდეს მართლაც არსებობს ასეთი გალაქტიკა და პლანეტა თუ იცრუეს მასპინძლებმა), ერთი–ორი ძლიერი სპეციალისტი სხვა პლანეტებიდანაც ავიყვანეთ. დავდივართ და ვაგროვებთ მასალას, ზოგს ჩვენით მოვიპოვებთ და ზოგსაც თვითონ გვიგზავნიან ადამიანები კოსმოსში, – აქ ჩვენგან მოძიებული მასალა აწყვია – ათასგვარი წვრილმანით სავსე თაროზე მიუთითეს,– ხოლო, აქ ის დევს რაც დედამიწიდან კოსმოსში ადამიანებმა გამოაგზავნესო – ფირებით სავსე სათავსოსკენ მიახედეს. „ ასეთი საინტერესო სიზმარი ცხოვრებაში არ მინახავს“ – ფიქრობს და ეცინება. მისი სიცილი მასპინძლებს არ გამოპარვიათ და ცოტა წყენაც დაეტყოთ სახეზე, მასხრად გვიგდებს, როგორც ჩანს ჩვენს უვიცობას დასცინისო. ერთხანს ჩუმად არიან. –ჩემგან რას მოითხოვთ, რისთვის მომიყვანეთო, აქ? ისევ გაიხარეს მასპინძლებმა: – შენ უნდა გაგვარკვიო ამ ნივთებიდან რას რა ფუნქცია აქვს ან მთელი ამ ხნის განმავლობაში რას გვიგზავნიდნენ ადამიანები დედამიწიდან. როცა საქმეს მოვრჩებით დაგაბრუნებთ შენს პლანეტაზე და შენ შენს გზას დაადგები და ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედავთ. შენამდე ვინ იცის რამდენი მოვიყვანეთ აქ და ვერავინ დაგვეხმარა, თვალებს ახელდნენ თუ არა, კანკალებდნენ, ყვიროდნენ, თუ ავუშვებდით ხელ–ფეხს იქნევდნენ, დარბოდნენ, რამდენი სიმწრით მოპოვებული ექსპონატი დაგვიმტვრიეს ვინ მოსთვლის. ვერაფერს გამოვრჩით მათგან, ვაძინებდით ისევ და ვაბრუნებდით დედამიწაზე. ამასობაში იმდენი მასალა დაგვიგროვდა, იმდენი პასუხგაუცემელი შეკითხვა, რომ ბეჯითად და თავგამოდებით თუ არ ვიმუშავეთ, დიდი ხნით მოგვიწევს შენი შეყოვნება და ასე ძალიან შენი შეწუხება არ გვინდა, ცოტა გვერიდებაო – დაიმორცხვეს – მოკლედ შენ დღეს ჩვენი კოსმოსური ხომალდის, თქვენებურად „მრინავი თეფშის“ მგზავრი ხარო – და ილუმინატორიდან გადაახედეს. –თანახმა ვარ და ახლავე დავიწყოთო – გაუღიმა , არაჩვეულებრივ ხასიათზეა, მშვენივრად ერთობა. მხიარული ნახევრადელექტრონული ჟღერადობის შეძახილები გაისმა. ყველა ერთად უახლოვდება პირველ თაროს. მასპინძლები ელექტრონულ რვეულებს იმარჯვებენ და სმენადქცეულები ცდილობენ “საქმიანი პარტნიორის” არც ერთი სიტყვა არ გამოეპაროთ. –ეს ჩაქუჩია, ამით ლურსმნებს აჭედებენ – აშენებენ სახლებს, ამზადებენ სხვა და სხვა ნივთებს. ეს მარაოა – ქალები ამით ჰაერს ინიავებენ ან უბრალოდ კეკლუცობენ და იპრანჭებიან. აქ, ქილაში კომბოსტო დევს – ამით ადამიანები იკვებებიან, კურდღლებიც. მიყვა ასე ნელ–ნელა. ზოგიერთი თვითონაც არ იცის რა დანიშნულებისაა, ძველი ნივთებია, თანამედროვე ცივილიზაციის არც ერთ საგანს არ ჰგავს, მაგრამ ვერ ამხელს რომ არ იცის, – არ მომისროლონო აქედან, სიზმარში სიმაღლიდან ვარდნის დროს სხეულს საშინელი შეგრძნება რომ აქვს, ახსოვს, თანაც აღარც უნდა რომ გაეღვიძოს, მოსწონს აქაურობა. ყველაზე მეტად ჭურჭლის ფუნქცია–დანიშნულების ახსნა უჭირს, ვერაფრით ვერ ხვდებიან რა საჭიროა თეფში, ჭიქა, ჩანგალი, კოვზი, ქვაბი, ქილა, ბოთლი – თვითონ ყველაფერს ვერცხლისფერ პაკეტებში ინახავენ და საკვებ–სასმელს პირდაპირ მუცელში იყრიან, პირი არ აქვს არც ერთს. აღარ იცის, როგორ აუხსნას, ცოტა დაიღალა, დასვენება უნდა – უცბად თავისი აბგა ახსენდება – მოიკითხა, ჩემთან ერთად ისიც ხომ არ მოგიტაციათო – ეხუმრება. დამორცხვებული მასპინძლები თავის ქნევით აძლევენ დასტურს. მოაქვთ აბგა – უხსნის, ესეც ერთგვარი ჭურჭელია – აქ რაც ყოველდღიურად მჭირდება ყველაფერს ვინახავო. იწყებს ამოლაგებას : ეს ქუდია, მზისგან მიცავსო, ეს პატარა რუქაა, მე თვითონ შევადგინე, ამის წყალობით ვიცი, ცხვარი სად უნდა გადავრეკო საბალახოდ და მერე, შინ როგორ უნდა დავბრუნდეო, ამით საჭმელს ვჭრი – ფრთხილად იყავით, ცოტა ბასრია და ხელი არ გაიჭრათო; აი, ეს ბოთლია – სახლიდან გამოვაგზავნინე, შიგნით ორნახადი ჭაჭა ასხია, აუცილებლად უნდა გაგასინჯოთ, დარწმუნებული ვარ მოგეწონებათ, თან ცოტას დავისვენებთ და მერე უფრო იოლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდეო. –მოდი, ჯერ მეორე თაროსაც გადავხედოთ და მერე დავისვენოთ, ისე საინტერესოდ ხსნი ყველაფერს, ჯერ სხვა არაფერი გვინდა, ძალიან გთხოვ, უარს ნუ გვეტვი, მერე აუცილებლად გავსინჯავთ შენს სასმელს და შეგიფასებთო. რაღას იზამს, მივიდა მეორე თაროსთან, უხალისოდ აიღებს ერთ ფირს – ჩართავს, მოუსმენს – ჩააწერინებს, მერე მეორეს – უსმენს, იმის მნიშვნელობასაც უხსნის, მესამე, მეოთხე.... და უცბად რაღაც ძალიან ახლობელს გადაეყარა : ყურს არ უჯერებს, „ჩაკრულოა“, „ჩაკრულოს“ უსმენს – გიჟდება სიხარულისგან, ადგილს ვერ პოულობს, ცქმუტავს:იცით ეს რა არისო?–კითხულობს, ჩემი ქვეყნის სიმღერაა, სახლი გამახსენა, გული გამითბო, მონატრება მაგრძნობინა და სიტკბონარევი ნაღველი გამიჩინა გულშიო. ჩამოჯდა... აღარაფრის თავი აქვს. არაფერი აინტერესებს. მიუხვდნენ მასპინძლები გულის ტკივილს, თვითონაც რამდენი ხანია პლანეტა ფინიჩი არ უნახავთ, სამყაროს დასალიერში არიან სამუშაო მივლინებით– თვითონაც შემოაწვათ სევდა. ჩამოუსხდნენ გვერდით.ყველა თავისას ფიქრობს, ყველა თავისას იხსენებს. * * * პირველი ჭიქის გასინჯვა სასიმოვნო შეგრძნებად არ დაურჩათ კოსმიურ მეცნიერებს. ეს რა ცეცხლი მოეკიდათ! ხმა ჩაუვარდათ და ხრიალებენ. სტუმარს ეღიმება და ამშვიდებს, ნუ გეშინიათ – პირველად ყველას ასე ემართებაო, სანამ მორიგ სადღეგრძელოს ვიტყვით ყველაფერი გაგივლით და მეორე ჭიქა გაცილებით სასიამოვნო დასალევი გახდებაო. მერე, სადღეგრძელოს მნიშვნელობას უხსნის – ყოველი კაცი ამ ფორმით თავის აზრს გამოხატავს, და რაც შეიძლება ლამაზად უნდა გამოთქვას, მსემენელს სმენა უნდა დაუტკბოს და გული უნდა დაუთბოსო, მერე სხვა იტყვის, მერე კიდევ სხვა და ასე უკეთ უგებენ ერთმანეთს, მეგობრობენ და ლამაზად გაჰყავთ ერთადყოფნის წუთებიო. თავიდან მშვიდობისა თქვა, ყოველი გალაქტიკის პლანეტას უსურვა უშფოთველი და იდილიური ყოფა. მერე, მასპინძლებს მინის ჭერი დაულოცა– აქედან ყოველთვის ასეთი ლამაზი ხედი გეშლებოდეთ და კომეტები,მეტეორები და ასტეროიდები ვერაფერს აკლებდეს თქვენს მშვენიერ სახლსაო. მერე, მშობლები დაულოცა, დედმამიშვილები, ვისაც მეუღლე და შვილები ჰყავდა,იმათი დღეგრძელობა შეავედრა გამჩენს და ვინც ჯერ ცალად იყო, დანარჩენების წყალი გადაგსხმოდეთო – უსურვა. ნელ–ნელა მასპინძლები იმდენად შეეჩვიენ სასმლის სიცხარეს, რომ უდარდელად ისხამდნენ მუცელში და სუფრაც არაჩვეულებრივი მხიარულებით წარიმართა. ცოტა ხანში სიმღერაც სცადეს ერთობლივი. სტუმარი თავისას მღეროდა და მასპინძლები ელექტრონულ ფონს უკეთებდნენ. ვერაფერი სასიამოვნო მოსასმენი იყო, რაც მართალია– მართალია, მაგრამ თავის ჭიას და გულს იხარებდნენ, ისედაც, სუფრა უსიმღეროდ ვის გაუგონია?! კარგა გვარიანად შეზარხოშდნენ. საქმე ვიღას ახსოვდა?! მთელი ღამე გაატარეს ასე მუსაიფში. თავისი ქვეყნის და პლანეტის ამბები თქვეს. ნოსტალგიის ცრემლებიც ღვარეს, ერთურთს ეხვეოდნენ, ერთმანეთს ეხუტებოდნენ – სტუმარმა ბრძანა, დანა მომიტანეთ, თითი უნდა გავიჭრა– ყველას სათითაოდ ძმად უნდა შეგეფიცოთ, თქვენი სისხლი ჩემსას უნდა შევურიო, რომ ყველგან გგრძნობდეთ და ყველგან მგრძნობდეთო. დაწყდა გული, როცა გაიგო, რომ მასპინძლების სხეულში სისხლი საერთოდ არ სჩქეფდა და ადამიანებისგან განსხვავებული შინაგანი აგებულების და მოწყობის იყვნენ, მაგრამ სიტყვა მაინც ვთქვათ მაშინ და ერთმანეთს ისე შევფიცოთ სამუდამო ძმობაო,– ასე იპოვა გამოსავალი. კიდევ იმღერეს,მერე ისევ სადღეგრძელო მოაყოლეს, ისევ ეხვევიან, ისევ კოცნიან ერთმანეთს და ასე გაგრძელდა რამდენ ხანს, ვინ იცის... * * * სიყვარულისგან ძილდამფრთხალი ყმაწვილი ზის სახლის ბანზე და გაჰყურებს მთვარეს. მთვარე ნელ–ნელა უახლოვდება და სხვა ფორმას იძენს... თითქოს მღერის კიდეც – თუ ეჩვენება?! უცბად, მნათობი მეზობლის სახლის თავზე ჩერდება . იქიდან ხმები ესმის – ჩემი ოჯახის კართან მოსულხართ და აქედან პატივისცემის გარეშე ვერ გაგიშვებთ, აუცილებლად უნდა შემომყვეთ, თორემ სამუდამოდ ავიღებ თქვენს ძმობაზე ხელსო. მერე პასუხად ელექტრონული ჟღერადობის ბგერები წვდება მის ყურს. კამათობენ ცოტა ხანს. ბოლოს მთვარე მიდის და ნელ–ნელა საერთოდ ქრება ცის კამარიდან. სიყვარულისგან ძილდამფრთხალი ყმაწვილი ჯერ მთელი ძალით თვალებს ისრესს და მერე, სასწრაფოდ სახლის კარში უჩინარდება, გულში ღიღინებს : „სიყვარულმა შენ კი არა, გადარია ტარიელიოოოო „
* * *
მეორე დილა: ავსტრალია – დამქირავებელი შეშფოთებულია მისი მწყემსის გაუჩინარებით, ცხვარი გადათვალა – ყველაფერი რიგზეა, ასე შეუთანხმებლად და ჯამაგირის მიუღებლად სად წავიდოდა, უთუოდ გარეულმა ნადირმა თუ დაგლიჯა სადმეო. მაგრამ, არალეგალი ემიგრანტის დაკარგვის შესახებ არსად განაცხადებს, ზედმეტ თავის ტკივილს ერიდება.
ვერცხლისფერი ოთახი – უკლებლივ ყველას თავი უსკდება ტკივილისგან და დედამიწაზე მოპოვებულ ქილაში ჩადებული კომბოსტოს მჟავეს მუცელში ფენა–ფენად იწყობენ.
სოფელში : ერთ–ერთი სახლის ბანზე ზის ახალგაზრდა ყმაწვილი და ასტრონომიისა და ასტროლოგიის წიგნებს და ჟურნალებს ათვალიერებს, როგორმე უნდა ნახოს თუნდაც ერთი ფოტო , რაც მის წუხანდელ ხილვას ახსნის და ავსტრალიაში საშოვარზე წასული თანასოფლელის მოულოდნელ დაბრუნებას გაამართლებს. მწყემსი წევს და სძინავს. ეღვიძება. თვალს ავლებს ირგვლივ ოთახს. გაოცებული საბანს მაგრად იხუტებს და გონებას ძაბავს,რაღაცას იხსენებს, რაღაცის გახსენება პირიქით – არ უნდა... მერე უცაბედად საწოლიდან ხტება, კანკალებს, ყვირის, ხელ–ფეხს იქნევს, ხან ერთ კედელს აწყდება, ხან მეორეს, დარბის წინ და უკან... ფანჯრიდან იალბუზს მოჰკრავს თვალს, სარკმელს უახლოვდება – მზერას უსწორებს გაბრწყინებულ მთას. უცქერს ერთხანს. ნელ–ნელა მშვიდდება და ბედნიერების ღიმილი ეფინება სახეზე. „– სიზმარი არ ყოფილა! არ ყოფილა სიზმარი! სახლში ვარ!...“ – შეშლილივით ხარხარებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
46. სიამოვნებით ვშლი 118-ე გვერდზე :) მოდაში შემოსულ,წაფუტურისტულ პოეზია-პროზის ნარევის შემდეგ მსიამოვნებს ასეთი ნაწერი...სტილი,ფორმა,შინაარსი,იდეა :) გაიხარე ავტორო +2 სიამოვნებით ვშლი 118-ე გვერდზე :) მოდაში შემოსულ,წაფუტურისტულ პოეზია-პროზის ნარევის შემდეგ მსიამოვნებს ასეთი ნაწერი...სტილი,ფორმა,შინაარსი,იდეა :) გაიხარე ავტორო +2
45. დზაააააააააააააააალიან დზააააალიან მომეწონა ნუ კაი ძალიან მაგარი იყო.... "ჩაკრულო" დზაააააააააააააააალიან დზააააალიან მომეწონა ნუ კაი ძალიან მაგარი იყო.... "ჩაკრულო"
44. პირდაპირი მადლობა ქ_ნ მანანას. მინდი :-* <<<<<<<<<<<<<< დაიმახსოვრე.
პირდაპირი მადლობა ქ_ნ მანანას. მინდი :-* <<<<<<<<<<<<<< დაიმახსოვრე.
43. ოტტოს მარტო ირიბად მადლობა (მასე ეკუთნება), დიმას პირდაპირ :D ოტტოს მარტო ირიბად მადლობა (მასე ეკუთნება), დიმას პირდაპირ :D
42. ეხლა დავწერე ქულა და იცოდე :D საღოლ ოტტოს პროქსისთვის :D
ნათუშკა :-* ეხლა დავწერე ქულა და იცოდე :D საღოლ ოტტოს პროქსისთვის :D
ნათუშკა :-*
41. მეც სიამოვნებით წავიკითხე, ისე ბარემ ჯამაგირიც აეღო...:) მეც სიამოვნებით წავიკითხე, ისე ბარემ ჯამაგირიც აეღო...:)
40. დიდი მადლობა ქალბატონებო : ჯინა, თამარ, თათა და ციცი :)
მახარებს თქვენი მოწონება რომ დავიმსახურე :)
დიდი მადლობა ქალბატონებო : ჯინა, თამარ, თათა და ციცი :)
მახარებს თქვენი მოწონება რომ დავიმსახურე :)
39. რაიო, რაიო, წიგნიო?! :) :) :) სად არის წიგნი ?! :) ნათი, ეს მშვენიერი მოთხრობაა, რომელსაც არაფრის შეცვლა არ სჭირდება. :) :) :) დიდად ვისიამოვნე. :) აბა რა ეგონათ ქართველი რომ აბგიანად მიყავდათ კოსმოსში ?! :) :) :)
პატივისცემით : ტენდი რაიო, რაიო, წიგნიო?! :) :) :) სად არის წიგნი ?! :) ნათი, ეს მშვენიერი მოთხრობაა, რომელსაც არაფრის შეცვლა არ სჭირდება. :) :) :) დიდად ვისიამოვნე. :) აბა რა ეგონათ ქართველი რომ აბგიანად მიყავდათ კოსმოსში ?! :) :) :)
პატივისცემით : ტენდი
38. მაგარი გოგო ხარ შენ! :) მაგარი გოგო ხარ შენ! :)
37. ემიგრანტის სევდა და ფანტასტიკა მშვენივრად მოარგო ავტორმა ერთმანეთს და გრძნობიერი, საინტერესო ნაწერი შემოგვთავაზა!..
ემიგრანტის სევდა და ფანტასტიკა მშვენივრად მოარგო ავტორმა ერთმანეთს და გრძნობიერი, საინტერესო ნაწერი შემოგვთავაზა!..
36. –ეს ჩაქუჩია, ამით ლურსმნებს აჭედებენ – აშენებენ სახლებს, ამზადებენ სხვა და სხვა ნივთებს. ეს მარაოა – ქალები ამით სიცხეს ებრძვიან. აქ, ქილაში კომბოსტო დევს – ამით ადამიანები იკვებებიან, კურდღლებიც.... მიყვა ასე ნელ–ნელა... ზოგიერთი თვითონაც არ იცის რა დანიშნულებისაა, ძველი ნივთებია, თანამედროვე ცივილიზაციის არც ერთ საგანს არ ჰგავს, მაგრამ ვერ ამხელს რომ არ იცის, – არ მომისროლონო აქედან, სიზმარში სიმაღლიდან ვარდნის დროს სხეულს საშინელი შეგრძნება რომ აქვს, ახსოვს, თანაც აღარც უნდა რომ გაეღვიძოს, მოსწონს აქაურობა.
:)))))))) მაგარია! ყოჩაღ! ძლივს არ გამომიჩნდა მხარამბმელი? 5 –ეს ჩაქუჩია, ამით ლურსმნებს აჭედებენ – აშენებენ სახლებს, ამზადებენ სხვა და სხვა ნივთებს. ეს მარაოა – ქალები ამით სიცხეს ებრძვიან. აქ, ქილაში კომბოსტო დევს – ამით ადამიანები იკვებებიან, კურდღლებიც.... მიყვა ასე ნელ–ნელა... ზოგიერთი თვითონაც არ იცის რა დანიშნულებისაა, ძველი ნივთებია, თანამედროვე ცივილიზაციის არც ერთ საგანს არ ჰგავს, მაგრამ ვერ ამხელს რომ არ იცის, – არ მომისროლონო აქედან, სიზმარში სიმაღლიდან ვარდნის დროს სხეულს საშინელი შეგრძნება რომ აქვს, ახსოვს, თანაც აღარც უნდა რომ გაეღვიძოს, მოსწონს აქაურობა.
:)))))))) მაგარია! ყოჩაღ! ძლივს არ გამომიჩნდა მხარამბმელი? 5
35. ვიცი, თეეეე :)
მადლობა :) :-*
ვიცი, თეეეე :)
მადლობა :) :-*
34. ვიხუმრე, ნათ. პირიქით,- საიტისთვის საჭიროა და შენთვის - დამსახურებული.
მოლოცვისთვის მადლობა:):) ვიხუმრე, ნათ. პირიქით,- საიტისთვის საჭიროა და შენთვის - დამსახურებული.
მოლოცვისთვის მადლობა:):)
33. რა ამბავია, პროზას ამდენი მკითხველი ჰყავს??!
რა ამბავია, პროზას ამდენი მკითხველი ჰყავს??!
32. უღრმესი მადლობა ყველას , ჯერ იმისთვის, რომ ამ ზომის ტექსტი წაიკითხეთ და მერე შეფასებებისთვის!
გმადლობთ :) უღრმესი მადლობა ყველას , ჯერ იმისთვის, რომ ამ ზომის ტექსტი წაიკითხეთ და მერე შეფასებებისთვის!
გმადლობთ :)
30. ფანტასტიკაშიც შეიძლება პატრიოტულად ლირიკული იყო... "ნიჭი, ბიძია, ნიჭი... " :) ბრავო ნათიას... ფანტასტიკაშიც შეიძლება პატრიოტულად ლირიკული იყო... "ნიჭი, ბიძია, ნიჭი... " :) ბრავო ნათიას...
28. ნათიიი!:-*რაღა დაგიმალო და"ჩაკრულოს" მომენტმა ძალიან იმოქმედა.მომეწონა.საერთოდ მომწონს როგორც წერ,რაზეც წერ. ესეიგი ერთმა "მფრინავმა თეფშმა" უნდა დაუფრინოს მსოფლიოს,აგვკრიფოს მიმობნეული ქართველები და მერე სათითაოდ ჩამოგვარიგოს სახლებში?ჩვენით, დასაბრუნებელ გზას ვეღარ ვპოულობთ?ეჰ!იმაზე თუ გიფიქრია,საყვარელო,ნაბახუსევზე ინანებს თუ არა...(ვიცი, ნაფიქრი გექნება) :-*მიხარია,რომ საიტის რჩეული გქვია, ოფიციალურად,თორემ აქამდეც ხომ სულ იყავი. ნათიიი!:-*რაღა დაგიმალო და"ჩაკრულოს" მომენტმა ძალიან იმოქმედა.მომეწონა.საერთოდ მომწონს როგორც წერ,რაზეც წერ. ესეიგი ერთმა "მფრინავმა თეფშმა" უნდა დაუფრინოს მსოფლიოს,აგვკრიფოს მიმობნეული ქართველები და მერე სათითაოდ ჩამოგვარიგოს სახლებში?ჩვენით, დასაბრუნებელ გზას ვეღარ ვპოულობთ?ეჰ!იმაზე თუ გიფიქრია,საყვარელო,ნაბახუსევზე ინანებს თუ არა...(ვიცი, ნაფიქრი გექნება) :-*მიხარია,რომ საიტის რჩეული გქვია, ოფიციალურად,თორემ აქამდეც ხომ სულ იყავი.
27. მშვენიერი მოგზაურობა იყო, უცხო პლანეტელებთან?...:) თამადობაც მშვენიერი იყო და "ჩაკრულო" ხომ?...:) 5555 საინტერესო ავტორი...:-* თამარ ბუკიამ აუცილებლად წაიკითხოს...:)
–ეს ჩაქუჩია, ამით ლურსმნებს აჭედებენ – აშენებენ სახლებს, ამზადებენ სხვა და სხვა ნივთებს.
ლურსმანმაც უნდა წაიკითხოს ვფიქრობ...: მშვენიერი მოგზაურობა იყო, უცხო პლანეტელებთან?...:) თამადობაც მშვენიერი იყო და "ჩაკრულო" ხომ?...:) 5555 საინტერესო ავტორი...:-* თამარ ბუკიამ აუცილებლად წაიკითხოს...:)
–ეს ჩაქუჩია, ამით ლურსმნებს აჭედებენ – აშენებენ სახლებს, ამზადებენ სხვა და სხვა ნივთებს.
ლურსმანმაც უნდა წაიკითხოს ვფიქრობ...:
26. დედი :-*
ნუცი, გამახარეთ თუ გაგახარეთ! :-* დედი :-*
ნუცი, გამახარეთ თუ გაგახარეთ! :-*
25. :) გავიხარე მაგ კაცის სიხარულით მეც! :-* :) გავიხარე მაგ კაცის სიხარულით მეც! :-*
24. ნათ, შენ ხარ ჩუმჩუმელა დამპყრობელი! უცხოპლანეტელები ხომ ,,გააქართველე'', გაალოთე ! აი, ასეთი საშიში ხარ, ვინც არ გიცნობს?! ნათ, შენ ხარ ჩუმჩუმელა დამპყრობელი! უცხოპლანეტელები ხომ ,,გააქართველე``, გაალოთე ! აი, ასეთი საშიში ხარ, ვინც არ გიცნობს?!
23. ,,ავსტრალია – დამქირავებელი შეშფოთებულია მისი მწყემსის გაუჩინარებით, ცხვარი გადათვალა – ყველაფერი რიგზეა, ასე შეუთანხმებლად და ჯამაგირის მიუღებლად სად წავიდოდა, უთუოდ გარეულმა ნადირმა თუ დაგლიჯა სადმეო... მაგრამ, არალეგალი ემიგრანტის დაკარგვის შესახებ არსად განაცხადებს, ზედმეტ თავის ტკივილს ერიდება..."
ძალიან მსუბუქად,იუმორნარევი ტონით,,,ურაპატრიოტიზმის" გარეშე, ნათქვამია, რომ ქართველისთვის სასჯელია უაქაურობა. ამიტომ, განსაკუთრებით მიყვარს ეს მოთხრობა. გეფერები ქაღთველი ემიგრანტების მაგივრადაც!!!!!!
,,ავსტრალია – დამქირავებელი შეშფოთებულია მისი მწყემსის გაუჩინარებით, ცხვარი გადათვალა – ყველაფერი რიგზეა, ასე შეუთანხმებლად და ჯამაგირის მიუღებლად სად წავიდოდა, უთუოდ გარეულმა ნადირმა თუ დაგლიჯა სადმეო... მაგრამ, არალეგალი ემიგრანტის დაკარგვის შესახებ არსად განაცხადებს, ზედმეტ თავის ტკივილს ერიდება..."
ძალიან მსუბუქად,იუმორნარევი ტონით,,,ურაპატრიოტიზმის" გარეშე, ნათქვამია, რომ ქართველისთვის სასჯელია უაქაურობა. ამიტომ, განსაკუთრებით მიყვარს ეს მოთხრობა. გეფერები ქაღთველი ემიგრანტების მაგივრადაც!!!!!!
22. ამოჩემებულად ჩემიანო!!! :)
ამოჩემებულად ჩემიანო!!! :)
21. "თან სისტემატიურად რაღაცის აჩემება საერთოდ არ არის კარგი...."
აი, ამას რაც შეეხება, აქ ვიტყვი უეჭველად , დიახ, მე "ამოჩემებული" თემა მაქვს _ ადამიანები!
შიგადაშიგ , უცხოპლანეტელებიც :D "თან სისტემატიურად რაღაცის აჩემება საერთოდ არ არის კარგი...."
აი, ამას რაც შეეხება, აქ ვიტყვი უეჭველად , დიახ, მე "ამოჩემებული" თემა მაქვს _ ადამიანები!
შიგადაშიგ , უცხოპლანეტელებიც :D
20. მოვალ აქ...:-* მოვალ აქ...:-*
19. ოთ, გაიხარე, ამხელა კომენტის დატოვება ნაწერზე _ რომელიც არ წაგიკითხავს, გიფასებ, ნამდვილად ! :)
ყოველ მესამე დღეს გამოქვეყნება _ ყოველ მესამე დრეს წერის სინონიმია?! :)
ისე, გასაგებია რასაც ამბობ :)
არჯაკელს, მადლობა დიდი :) ოთ, გაიხარე, ამხელა კომენტის დატოვება ნაწერზე _ რომელიც არ წაგიკითხავს, გიფასებ, ნამდვილად ! :)
ყოველ მესამე დღეს გამოქვეყნება _ ყოველ მესამე დრეს წერის სინონიმია?! :)
ისე, გასაგებია რასაც ამბობ :)
არჯაკელს, მადლობა დიდი :)
18. გადახდე შენს ნაწერებს... ანუ ძირიტადად დაწყებებს... მაგალითად
ქვეყნის ამ დასალიერში აგერ უკვე მესამე წელიწადია ცხოვრობს... თითქოს, არა უნდა უმძიმდეს რა – სამშობლოშიც ცხვარს მწყემსავდა – აქაც ცხვარს მწყემსავს,
უახა ნეტა ვინ უნდა ცხოვრობდესო იკითხავდა მკითხველი, მაგრამ კარგი მკითხველი იტყვის პოლნი ჩუშო.. გახასიათებს მსგავსი ტიპის სტარტი ნაწერებში რაც სულაც არ არის კარგი, თან სისტემატიურად რაღაცის აჩემება საერთოდ არ არის კარგი....
მერე მეორე მხარე ისეთ შთაბეჭდილებას თოვებს თავიდანვე, რომ მალე გინდა მორჩე თხრობას დაან კიდე ახ მაგრად გინდოდა დაგეწერა...
ისე მიკვირს მაგრად, ყოველ მესამე დღეს პროზის წერა, მოდის ინსპირაციები თუ უბრალოდ ზიხარ და ამბობ: აი ეხლა უნდა დავწერო გადახდე შენს ნაწერებს... ანუ ძირიტადად დაწყებებს... მაგალითად
ქვეყნის ამ დასალიერში აგერ უკვე მესამე წელიწადია ცხოვრობს... თითქოს, არა უნდა უმძიმდეს რა – სამშობლოშიც ცხვარს მწყემსავდა – აქაც ცხვარს მწყემსავს,
უახა ნეტა ვინ უნდა ცხოვრობდესო იკითხავდა მკითხველი, მაგრამ კარგი მკითხველი იტყვის პოლნი ჩუშო.. გახასიათებს მსგავსი ტიპის სტარტი ნაწერებში რაც სულაც არ არის კარგი, თან სისტემატიურად რაღაცის აჩემება საერთოდ არ არის კარგი....
მერე მეორე მხარე ისეთ შთაბეჭდილებას თოვებს თავიდანვე, რომ მალე გინდა მორჩე თხრობას დაან კიდე ახ მაგრად გინდოდა დაგეწერა...
ისე მიკვირს მაგრად, ყოველ მესამე დღეს პროზის წერა, მოდის ინსპირაციები თუ უბრალოდ ზიხარ და ამბობ: აი ეხლა უნდა დავწერო
17. ყოველთვის იმედით შემოვდივარ , რომ ამ გვერდზე საინტერესო ნაწერი დამხვდება,კარგია!:) ყოველთვის იმედით შემოვდივარ , რომ ამ გვერდზე საინტერესო ნაწერი დამხვდება,კარგია!:)
16. მჭკლწ _ :-*
ლეონარდ, თუ არ დაგეზაროს _ გამიმეორე, რაც ქვევით დასწერე :) მჭკლწ _ :-*
ლეონარდ, თუ არ დაგეზაროს _ გამიმეორე, რაც ქვევით დასწერე :)
15. ქეთ, მომენატრე ცოტა არ იყოს!
ველურო, ნერვები თუ არ მოგისალე, აბა, რისთვის ვარ მე აქ?! :D :-* <<<<<<<<<<< დაიმახსოვრე! :D
ნი-სხივმფინარა, დაწყობილი ის ფირებიც იყო იქ,სათავსოზე და გვეყოფა :D
ოთ - :-*
წიწილუშკა, მადლობაააა :-* ქეთ, მომენატრე ცოტა არ იყოს!
ველურო, ნერვები თუ არ მოგისალე, აბა, რისთვის ვარ მე აქ?! :D :-* <<<<<<<<<<< დაიმახსოვრე! :D
ნი-სხივმფინარა, დაწყობილი ის ფირებიც იყო იქ,სათავსოზე და გვეყოფა :D
ოთ - :-*
წიწილუშკა, მადლობაააა :-*
14. არ მიყვარს როც ერთი მეორესგან ვერ მოთხრობებს.. ანუ აქ მაინც თხრობის დაწყების მუღამს ვიტყვი... დანარჩენი არ წამიკითხავს სურვილი იყო 0 არ მიყვარს როც ერთი მეორესგან ვერ მოთხრობებს.. ანუ აქ მაინც თხრობის დაწყების მუღამს ვიტყვი... დანარჩენი არ წამიკითხავს სურვილი იყო 0
13. თეამ თქვა და იგივეს თქმა მინდოდა თხრობის მანერა.აი რა მომწონს ასე ძალიან,თან გზადაგზა ვცდილობ არ შემომიმთავრდეს მეთქი : )) გავიმეორო კიდევ თუ შეიფერებ? : )) თეამ თქვა და იგივეს თქმა მინდოდა თხრობის მანერა.აი რა მომწონს ასე ძალიან,თან გზადაგზა ვცდილობ არ შემომიმთავრდეს მეთქი : )) გავიმეორო კიდევ თუ შეიფერებ? : ))
12. საინტერესოა... რაღაც ადგილებმა დამაფიქრა...
+ 5
წიგნს რაც შეეხება, მშვენიერი სევდიანი ფოტო დამამახსოვრდა .. მინაწერით ამ ნაწარმოების ბოლოში.. :-* საინტერესოა... რაღაც ადგილებმა დამაფიქრა...
+ 5
წიგნს რაც შეეხება, მშვენიერი სევდიანი ფოტო დამამახსოვრდა .. მინაწერით ამ ნაწარმოების ბოლოში.. :-*
11. გიჟმაჟი ხარ! :-* გიჟმაჟი ხარ! :-*
10. გადავირიე... მართლა... არ ველოდი ასეთ დასასრულს... შენ მაგარი არ ხარ, გიჟი ხარ, დაუწყობელი... ნააათ... ეს მოთხრობა... ვკითხულობ, ვკითხულობ, ვკითხულობ... ნაათ :-* გადავირიე... მართლა... არ ველოდი ასეთ დასასრულს... შენ მაგარი არ ხარ, გიჟი ხარ, დაუწყობელი... ნააათ... ეს მოთხრობა... ვკითხულობ, ვკითხულობ, ვკითხულობ... ნაათ :-*
9. ბერი - ბევრი კორექტურა :D
პირადებს ვერ ვწერ და ნუ მიშლი ნერვებს თორე გავაოფებ აქანა :)) :-* ბერი - ბევრი კორექტურა :D
პირადებს ვერ ვწერ და ნუ მიშლი ნერვებს თორე გავაოფებ აქანა :)) :-*
8. ნათია ეს მახსოვს, ბერი ვიცინე :D მაგარი ხარ რა, გითხრეს უკვე აგერ :D :) :-* ნათია ეს მახსოვს, ბერი ვიცინე :D მაგარი ხარ რა, გითხრეს უკვე აგერ :D :) :-*
7. მეც წაკითხული მაქვს ეს მოთხრობა :) და ჰ-ავტორს ახსოვს ალბათ ჩემი აღფრთოვანება.
ბედნიერებაა შინ დაბრუნება... ნეტავ სად ზის ახლა ის მწყემსი? მეც წაკითხული მაქვს ეს მოთხრობა :) და ჰ-ავტორს ახსოვს ალბათ ჩემი აღფრთოვანება.
ბედნიერებაა შინ დაბრუნება... ნეტავ სად ზის ახლა ის მწყემსი?
6. მედი შენ გაქვს ალავერდი?????? .......... კი, ნათი მაქვს-გახსოვს?;)არ გახსოვს(გვ.32):) მედი შენ გაქვს ალავერდი?????? .......... კი, ნათი მაქვს-გახსოვს?;)არ გახსოვს(გვ.32):)
5. მედი :-* შენ გაქვს ალავერდი?????? :-?
ხააააათ, სულს ეიმედები ჩემსას :-*
გიო, მეც მაქვს წაკითხული /// ტრანანააა, ტრუნანაააა.... :D :D :D :-*
თე, გმადლობ და მოგვიანებით გილოცავ ყველაფერს! :) მედი :-* შენ გაქვს ალავერდი?????? :-?
ხააააათ, სულს ეიმედები ჩემსას :-*
გიო, მეც მაქვს წაკითხული /// ტრანანააა, ტრუნანაააა.... :D :D :D :-*
თე, გმადლობ და მოგვიანებით გილოცავ ყველაფერს! :)
4. ჰო, აი, ამაზე ვამბობდი. კარგია, რომ აქ არ მიწევს წაკითხვა:) საინტერესო სამყარო გაქვს და თხრობის მანერაც ძალიან უშუალო და ბუნებრივი.
ჰო, აი, ამაზე ვამბობდი. კარგია, რომ აქ არ მიწევს წაკითხვა:) საინტერესო სამყარო გაქვს და თხრობის მანერაც ძალიან უშუალო და ბუნებრივი.
3. წაკითხული მაქვს, წაკითხული მაქვს, წაკითხული მაქვს /// ტრანანააა, ტრუნანაააა....
:-*
წაკითხული მაქვს, წაკითხული მაქვს, წაკითხული მაქვს /// ტრანანააა, ტრუნანაააა....
:-*
2. ერთადერთი სურვილი მაქვს: მაგრად ჩაგიკრა გულში!!! როგორ დამძაბავ და ამაფორიაქებ-ხოლმე!!!!! შემოგევლეეე!!!!!!! +555 ერთადერთი სურვილი მაქვს: მაგრად ჩაგიკრა გულში!!! როგორ დამძაბავ და ამაფორიაქებ-ხოლმე!!!!! შემოგევლეეე!!!!!!! +555
1. ჩემი "ალავერდი" ხელში აღებისთანავე თავისით იშლება118-ე გვერდზე:) ჩემი "ალავერდი" ხელში აღებისთანავე თავისით იშლება118-ე გვერდზე:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|