ვერცხლისფერი ელექტრონებით განათებული ევროპული სოფლების ხედები ელვის სისწრაფით ენაცვლებიან ერთმანეთს. ასე სჩანს მატარებლიდან. სამგზავრო ვაგონი. შესასვლელიდან ხელ–მარჯვნივ, მესამე რიგში – ფანჯრის მხარეს ზის ის ერთადერთი – ვისაც არ სძინავს. თეთრი თმა,სიკეთის ნაოჭები, ფიქრიანი შუბლი და დაკვირვებული მზერა მთვარიან ღამეში თუ პირიქით, ღამიან მთვარეში. მოგონება: ასე, ფანჯრიდან უმზერდა ლიანდაგებს ორმოცდათხუთმეტი წლის უკან თავისი სოფლიდან ქალაქისკენ პირველად განავარდებული ახალგაზრდა და მაშინაც ასე ჰქონდა ნაოჭად დაჩნეული ფიქრიანი მოგონება შუბლზე. მაშინაც ღამე იყო და ახლა მოახდინა შედარება ევროპის მთვარესა და მშობლიურ მთვარეს შორის, აქაური რაღაც უფრო მექანიკურიაო – თავს გამოუტყდა.იხსენებდა ბავშვობას, დედის სითბოს, მამის დაყვავებას, ხელახლად განიცდიდა ყმაწვილობის ყოველ ლამაზ წამს და სიტკბონარევი ნაღველით ევსებოდა სული. გრძნობდა, რომ დასრულდა. არ კი უნდოდა გაეშვა ის ჟამი, სადაც სილაღისა და უშფოთველი ბედნიერების შეუცვლელ განცდას ამომწურავად დაეკავებინა სისასტიკის და სიმუხთლის ალაგი. მოასწრო და თავისი სამყარო შექმნა. ძალიან მარტივად, სრულიად უწვალებლად: აიღო ადამიანი, დაშალა მარტივ ნაწილებად, დაშლილი ლამაზი ნაწილები გულში შეინახა, ულაზათო ცალკე გადააწყო და უბრალოდ , მათი არსებობა დაიმახსოვრა. ასე შეიყვარა ადამიანი – დედამ ასწავლა. „ბაობაბიო, უზარმაზარი ხეაო“– ეუბნებოდა მამა – „იყავ ბაობაბი და ნაჯახების დროდადრო კაკუნი ვერ წაგაქცევსო ვერასდროს!!! გაძლიერდი საკუთარ თავში, მაგრამ არასდროს ირწმუნო სხვისი სიმცირის, ხანდახან ვეფხვის სიავეს შეიძლება უფრო გადაურჩეს ადამიანი და პატარა მორიელის ნაგესლმა დაღუპოსო“ ასე გაფრთხილდა ადამიანებთან – მამამ ასწავლა. ჰო, უნდა აღიაროს თავიდან უჭირდა, უჭირდა. მის თანატოლებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ის, რომ თითქმის არასდროს ბრაზობდა, რომ საკუთარ სამყაროში თან ყველა მოათავსა და თან არც არავის უშვებდა ჯებირებს მიღმა(სულიერად განმარტოვდა, თუმცა ადამიანის ამგვარ მდგომარეობას „სულიერი განმარტოება“ რომ ერქვა, ამის შესახებ მოგვიანებით გაიგო),მის თანატოლებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, რომ შეეძლო მთელი სიმძაფრით განეცადა სოფლის ბოლოში უზარმაზარი ხის წამოქცევა, რომ გულწრფელად, ხელგაშლილი გაიკვირვებდა – რატომ გადაიყოლა ადამიანები ფულის შოვნის სურვილმაო?! დასცინოდნენ, დასცინოდნენ დაუფარავად.თუმცა იცოდა, მომცინარები უთუოდ თვითონაც გრძნობდნენ და უდაოდ ფიქრობდნენ იმავეს. მაგრამ ეშინიათო, –ფიქრობდა – უფრთხიან, მათაც ის გულიანი სიცილი არ დააყარონ, რასაც მე ყური ასე შევაჩვიეო. განა არ ესმით, რომ ის რასაც ისინი ასე შეეჩვიენ და შეეთვისენენ, უფლის სურვილისგან შორს დგასო.რატომ ხდება, რომ სიკარგის გამოჩენისა რცხვენიათ და სიავეში თავისუფლად უბამენ ერთმანეთს მხარს და ერთმანეთს ეცილებიან შემდეგ ტრაბახშიო?! გარეგნულად ხდებოდა ასე, თორემ ისე იცოდა, იცოდა, რომ მოტრაბახეები უთუოდ იმავეს გრძნობდნენ რასაც თვითონ და უდაოდ იმავეს ფიქრობდნენ. უბრალოდ იქცეოდნენ სხვაგვარად. თავის რწმენა აკლდათ, საკუთარი თავის რწმენა. ასე დაიწყო ადამიანებზე დაკვირვება – ცხოვრებამ ასწავლა. ამგვარად, ნელ–ნელა თავისი არსებობის ძირითად აზრად გაიხადა ადამიანები: პრინციპი შემდეგი –იყვარებს, ისე როგორც დედამ ასწავლა, ახსოვს, რომ ბაობაბია, ისე როგორც მამამ ასწავლა, აკვირდება და იმახსოვრებს ისე, როგორც ცხოვრებამ ასწავლა. კიდევ უფრო მეტად გამოუჩნდათ ადამიანებს მანკიერებები, კიდევ უფრო მეტად შეიბრალა ისინი „ბაობაბმა“და უფრო, უფრო მეტად მიუჩინა მათ ადგილი გულში. იცის, რომ როცა მას ახსენებენ – მოსაუბრეთ უბრალოდ მომღიმარი წარმოუდგებათ იგი თვალწინ და უთუოდ სიმშვიდეს მოჰგვრით. არა, არა – ეს მისი მიზანი არ ყოფილა, ეს უბრალოდ ასე მოხდა. მაინც რომ დასცინიან?! – რას იზამს, იცის, რომ ეს იმათი იარაღია, ვინც ვერ შეძლო დიდი გამხდარიყო უ ბ რ ა ლ ო ე ბ ი თ, ვინც ვერ გაუძლო ცხოვრებას. თვითონ ბაობაბია და თვითონ კეთილად იღიმის. არააააა, არ იფიქროთ ქედმაღლობის სენი შეეყარა, არ გეგონოთ ზეკმაყოფილებას გრძნობდეს საკუთარი პიროვნების მიმართ... უბრალოდ წარმოუდგენელია ცხოვრების ამ მუდმივმა დამკვირვებელმა, ადამიანების „მკვლევარმა“ და უბრალოდ „მაყურებელმა“ საკუთარ თავზე არ მოახდინოს დაკვირვებები და სწორედ ამის შედეგად, დაასკვნა, რომ უნდა ენდოს საკუთარ თავს – რაკიღა თავისუფალია რისხვისგან და სავსეა ადამიანებით... ამიტომ დგას და იღიმის კეთილად, უღიმის კეთილად და ენდობა საკუთარ თავს –სწორედ ამან მიანიჭა სიმშვიდე. ასე რომ , მემგონი დავასაბუთე რატომ არ უნდა ჩავთვალოთ „ბაობაბი“ – ქედმაღალ „ბაობაბად“. ეს ფიქრები მოდიოდნენ მაშინ, ორმოცდათხუთმეტი წლის წინად, მატარებელში. მაშინ, როდესაც ახალგაზრდამ თავისი სოფლიდან ქალაქისკენ პირველად გაინავარდა, მაშინ როდესაც სოფლად „მასალა“ შემოაკლდა და მეტი, უფრო მეტი ადამიანი „დასჭირდა“ თავისი „საქმიანობისთვის“. ჰო, სულ დამავიწყდა მეთქვა, მამა სწუხდა, მამა ფიქრობდა, რომ მისი ვაჟი ცხოვრებისთვის გამოუდეგარი აღმოჩნდა და თავის ფიქრებში ამის მიზეზად დედის სწავლება მოჰყავდა. „მთავარიაო რიდი ჰქონდეთ შენი და სიყვარულს რა თავში ვიხლიო“– ნახევრად ჩამხშვალი ხმით, არცთუ ხშირად ეტყოდა იგი შვილს, თუმცა იცოდა, ვერაფერი ნაყოფისმომტანი იყო უკვე მისი სიტყვები. „მაშინ შევცოდე, როცა მიწას არ მივაჯაჭვე და განმარტოებით საათობით ჯდომა და ფიქრი არ ავუკრძალეო“ – საკუთარ თავშიც ეძებდა დანაშაულს... რაღას იზამდა?! შეელია და გაუშვა, იქნებ ქალაქის სიდიდემ და სიჭრელემ გონება მოუკრიბოს და გამოცდილ ადამიანად აქციოსო. დედაც აღარ იყო ამქვეყნად. შვილის თვალების დანაღვლიანებასაც ბოლო მოეღოსო ეგებ ქალაქელი გოგონების თვალციმციმის წყალობით. „ბაობაბს“ უხაროდა. გულში ჩაეკრა პატარა ჩემოდანი, ნაჩუმათევი და ნასათუთევი ჩანაწერებით სავსე. ეს მისი სამყარო იყო... ეს მისი ფიქრებით სავსე ძველი ჩემოდანი იყო. მადლიერი იყო მამის. გრძნობდა და იცოდა, მამა შიშობდა, მამას სტკიოდა მისი გაუცხოება მიწასთან – სინამდვილეში არც არასდროს მიუტოვებია მიწა, მხოლოდ დროებით შორდებოდა დედამიწას, რამდენი აისი, რამდენი დაისი აენთო და ჩაქრა მის თავლებში ღრუბლებიდან მზერისას... რამდენად ახლო იყო ყოველი არსება მისთვის - შორიდან. მამას არ ესმოდა. მამა ვერ იგებდა, რომ „ბაობაბად“ ყოფნა მხოლოდ ამქვეყნიურ ძლიერებას არ ნიშნავს. მამამ საწყისი მისცა, დანარჩენი თვითონ განავითარა. მადლიერი იყო მისი, რომ გაუშვა.
...აქ შეწყვიტა მომღიმარმა თეთრთმიანმა მოგონება ორმოცდათხუთმეტიწლის წინანდელ მოგონებებზე... მოგონება მოგონებებზე. ისევ გახედა ვერცხლისფერი ელექტრონებით დასერილ ღამეს. იღიმის... ჰოოო, უნდა აღიაროს, თავიდან უჭირდა, ძალიან უჭირდა ქალაქში. თავიდან შეშინდა კიდეც, აქ მისი სამყაროს პოვნა შეუძლებელი აღმოჩნდა. დააბნია სიჭრელემ, ხმაურმა. ეჭვი შეიტანა თავის „ბაობაბად“ დარჩენის აუცილებლობაში. ბევრი, უამრავი ნაჯახის დარტყმაც აიტანა და რაკიღა დარწმუნდა, ვერ წამაქციესო – ნელ–ნელა გაიხსენა თავისი ძირითადი საქმიანობა – დაკვირვება და სიყვარული, სიყვარული და დაკვირვება. შეიძლება კითხვაც გაგვიჩნდეს, რატომ არ დაემართა ამდენის გადამტანს იმედგაცრუება ადამიანების მოდგმის მიმართო?! უბრალოდ იცოდა, იცოდა და დამახსოვრებულიც ჰქონდა, რომ არსებობენ ულაზათო ნაწილები ადამიანის მოდგმის ცალკეულ წარმომადგენლებში, არსებობენ ნაჯახები და მორიელები. იცოდა, იდგა და იღიმოდა. ქალაქის სიუხეშით გახეშეშებული არსებები თავიდან გაოცებით უმზერდნენ და ნელ–ნელა დაუფარავი სიცილით ისმენდნენ მის საოცრად „მარტივ“ და თანამედროვე ცხოვრებისთვის საოცრად შეუფერებელ ნააზრევ–ნაფიქრალს. სოფელი გაახსენდა, კიდევ ერთხელ დაასკვნა – ადამიანები გეოგრაფიული მდებარეობის მიუხედავად ერთნაირი წარმატებით ეხვევიან მატერიალიზმის საშინელ გარსშიო. ებრალებოდა და უყვარდა.
მალე მიხვდა – არავინ ჰყავდა გამზიარებლად და თავისი ფიქრების და დაკვირვებების შედეგების ფურცელზე გადატანას კიდევ უფრო მოუხშირა. სხვა გზა არ ჰქონდა, ვიღაცისთვის ხომ უნდა გაენდო შთაბეჭდილებები, სადღაც ხომ უნდა დაცლილიყო განცდებისგან?! მისი პატარა სადგომი ფურცლების უდაბნოს დაემსგავსა და ამ სითეთრეში თავის სამყაროს დაუდო ბინა. მერე ქალი შემოვიდა მის სამყაროში. ჩუმი, ნაზი, ხანდახან გაურკვევლობისგან შერცხვენილი მორცხვად ხრიდა თვალებს, ყოველთვის როდი ესმოდა მისი მეუღლის ნაუბარი. მას ღრმად სწამდა თავისი მეორე ნახევრის „ბაობაბობის“, ყოველთვის, ყოველთვის ფეხაკრეფით დადიოდა, როცა ის თავის მორიგ შთაბეჭდილებას ანდობდა ფურცელს. შვილები?! შვილებმა ხომ ათასჯერ უფრო ძლიერად და თან უსუსურად აგრძნობინეს თავი. ვერ მიმხვდარიყო, მის ირგვლივ რატომ შექმნეს ასეთი ჩუმი გარემო, რატომ აცდიდნენ განმარტოებას და ფიქრს, რატომ ცდილობდნენ ხელი არ შეშლოდა თავისი თეთრი სამყაროსთვის კიდევ უფრო მეტი მოცულობის შეძენაში, რატომ შესცქეროდნენ ასეთი მოწიწებით. ის იდგა და იღიმოდა. ყველას უღიმოდა, ადამიანების სიყვარულმა ასწავლა ასეთი თბილი და უშუალო ღიმილი. და რატომღაც ყველა, უკლებლივ ყველა იგივეთი პასუხობდა მას!!!
* * * „–ალიონიც სხვაგვარი სცოდნიაო აქ.“– ფიქრობდა თეთრთმიანი და უყურებდა მზის სხივით ოდნავ შეფერადებული ევროპული ქალაქის გარეუბნის სწრაფად მონაცვლე ხედებს. ასე სჩანდა მატარებლიდან. სადგური. ბაქანი. უამრავი ფოტო და ტელე–კორესპონდენტი.მატარებლის კიბეზე დგას და მგზავრობისგან ოდნავ დაღლილი კაცის ღიმილით იღიმება. ერთი წამიც და ბაქანზე აჩოჩქოლებულ ჟურნალისტებს ესაუბრება, ესაუბრება და უმზერს თავისებურად, კეთილად. ფოტოობიექტივებზე უხვად იღბეჭდება სათნო ნაოჭებით დაღარული, სითბოჩამდგარი თვალები . სულ მცირე ხანში ევროპის კულტურის დედაქალაქის იმდღევანდელი პრესა მთელს ქვეყანას შეატყობინებს მის სტუმრობას სათაურებით: „ჩვენს ქალაქს მსოფლიო თანამედროვეობის უდიდესი ჰუმანისტი და ბუმბერაზი მწერალი ეწვია“. მთავარი გვერდებიდან კი ჭაღარა მამაკაცი გაუღიმებს მკითხველს. „ბუმბერაზი?!?!?! ბუმბერაზიიიი ?????“ – ეკითხებოდა თავის თავს, – „მე ხომ უბრალოდ „ბაობაბი“ ვარ!!!“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
49. გმადლობთ,ბეთ. :) გმადლობთ,ბეთ. :)
48. კარგია:) ერთი ფრაზა კი განსაკუთრებით მომეწონა - საკუთარი თავის ნდობასთან დაკავშირებით:) კარგია:) ერთი ფრაზა კი განსაკუთრებით მომეწონა - საკუთარი თავის ნდობასთან დაკავშირებით:)
47. გაიხარე, მინდი.... :) გაიხარე, მინდი.... :)
46. წაკითხული მაქვს ესეც და მომიწონებია. თბილი და სევდიანი თხრობაა.
5 წაკითხული მაქვს ესეც და მომიწონებია. თბილი და სევდიანი თხრობაა.
5
45.
ხო,ნათი, ბევრი დაღალა, სამწუხაროდ :)
ძირითადად,ალბათ,სწორედ, განცდების აღწერის მომენტებმა :D
ხო,ნათი, ბევრი დაღალა, სამწუხაროდ :)
ძირითადად,ალბათ,სწორედ, განცდების აღწერის მომენტებმა :D
44. ცოტა არ იყოს, დამღალა ნაწერმა, ვერ წავიდა კარგად. თუმცა მომეწონა მთვარის და განცდების აღწერის მომენტები ცოტა არ იყოს, დამღალა ნაწერმა, ვერ წავიდა კარგად. თუმცა მომეწონა მთვარის და განცდების აღწერის მომენტები
43. მადლობა ლან-კალ-მეს :) :-*
დე,მე ვიცი, რომ თქვენც გიყვართ ეს :-* მადლობა ლან-კალ-მეს :) :-*
დე,მე ვიცი, რომ თქვენც გიყვართ ეს :-*
42. "მოასწრო და თავისი სამყარო შექმნა. ძალიან მარტივად, სრულიად უწვალებლად: აიღო ადამიანი, დაშალა მარტივ ნაწილებად, დაშლილი ლამაზი ნაწილები გულში შეინახა, ულაზათო ცალკე გადააწყო და უბრალოდ , მათი არსებობა დაიმახსოვრა. ასე შეიყვარა ადამიანი – დედამ ასწავლა.
„ბაობაბიო, უზარმაზარი ხეაო“– ეუბნებოდა მამა – „იყავ ბაობაბი და ნაჯახების დროდადრო კაკუნი ვერ წაგაქცევსო ვერასდროს!!! გაძლიერდი საკუთარ თავში, მაგრამ არასდროს ირწმუნო სხვისი სიმცირის, ხანდახან ვეფხვის სიავეს შეიძლება უფრო გადაურჩეს ადამიანი და პატარა მორიელის ნაგესლმა დაღუპოსო“ ასე გაფრთხილდა ადამიანებთან – მამამ ასწავლა.
ასე დაიწყო ადამიანებზე დაკვირვება – ცხოვრებამ ასწავლა."
სადად და ღრმად ნათქვამი მარადიულ ფასეულობებზე. სწორედ ამიტომაც მოიხსენიეს "თითქმის კლასიკად" ჩემზე კომპეტენტურმა ლიტერატურულმა კრიტიკოსებმა. მე მხოლოდ დავესესხე. ასე რომ......
"მოასწრო და თავისი სამყარო შექმნა. ძალიან მარტივად, სრულიად უწვალებლად: აიღო ადამიანი, დაშალა მარტივ ნაწილებად, დაშლილი ლამაზი ნაწილები გულში შეინახა, ულაზათო ცალკე გადააწყო და უბრალოდ , მათი არსებობა დაიმახსოვრა. ასე შეიყვარა ადამიანი – დედამ ასწავლა.
„ბაობაბიო, უზარმაზარი ხეაო“– ეუბნებოდა მამა – „იყავ ბაობაბი და ნაჯახების დროდადრო კაკუნი ვერ წაგაქცევსო ვერასდროს!!! გაძლიერდი საკუთარ თავში, მაგრამ არასდროს ირწმუნო სხვისი სიმცირის, ხანდახან ვეფხვის სიავეს შეიძლება უფრო გადაურჩეს ადამიანი და პატარა მორიელის ნაგესლმა დაღუპოსო“ ასე გაფრთხილდა ადამიანებთან – მამამ ასწავლა.
ასე დაიწყო ადამიანებზე დაკვირვება – ცხოვრებამ ასწავლა."
სადად და ღრმად ნათქვამი მარადიულ ფასეულობებზე. სწორედ ამიტომაც მოიხსენიეს "თითქმის კლასიკად" ჩემზე კომპეტენტურმა ლიტერატურულმა კრიტიკოსებმა. მე მხოლოდ დავესესხე. ასე რომ......
41. გაძლიერდი საკუთარ თავში, მაგრამ არასდროს ირწმუნო სხვისი სიმცირის, ხანდახან ვეფხვის სიავეს შეიძლება უფრო გადაურჩეს ადამიანი და პატარა მორიელის ნაგესლმა დაღუპოსო - ჭკვიანურია.
მაინც რომ დასცინიან?! – რას იზამს, იცის, რომ ეს იმათი იარაღია, ვინც ვერ შეძლო დიდი გამხდარიყო უ ბ რ ა ლ ო ე ბ ი თ, ვინც ვერ გაუძლო ცხოვრებას. თვითონ ბაობაბია და თვითონ კეთილად იღიმის. - ჭეშმარიტებაა უდაოდ.
ასეთი ადამიანები მთელი ცხოვრება მარტოობისთვის არიან გნწირულნი იმის მიუხედავად, დედა ეყოლებათ გვერდით, მამა, ცოლი, თუ შვილები.... კი:თხვაც კი შეიძლება გაჩნდეს: იყო ბაობაბი, სიძლიერეა, თუ სისუსტე?
მომეწონა, ნათ... წარმატებები! გაძლიერდი საკუთარ თავში, მაგრამ არასდროს ირწმუნო სხვისი სიმცირის, ხანდახან ვეფხვის სიავეს შეიძლება უფრო გადაურჩეს ადამიანი და პატარა მორიელის ნაგესლმა დაღუპოსო - ჭკვიანურია.
მაინც რომ დასცინიან?! – რას იზამს, იცის, რომ ეს იმათი იარაღია, ვინც ვერ შეძლო დიდი გამხდარიყო უ ბ რ ა ლ ო ე ბ ი თ, ვინც ვერ გაუძლო ცხოვრებას. თვითონ ბაობაბია და თვითონ კეთილად იღიმის. - ჭეშმარიტებაა უდაოდ.
ასეთი ადამიანები მთელი ცხოვრება მარტოობისთვის არიან გნწირულნი იმის მიუხედავად, დედა ეყოლებათ გვერდით, მამა, ცოლი, თუ შვილები.... კი:თხვაც კი შეიძლება გაჩნდეს: იყო ბაობაბი, სიძლიერეა, თუ სისუსტე?
მომეწონა, ნათ... წარმატებები!
40. ესეც გაივლის.... :)
მიყვარს იმის აღმოჩენა, რომ კრიტიკა არ მაღიზიანებს :)
ესეც გაივლის.... :)
მიყვარს იმის აღმოჩენა, რომ კრიტიკა არ მაღიზიანებს :)
39. გამიარა ნათია კაი ხნის წინ და ამ პროცესს არც გავლა ეწოდება ვგონებ :)
ყველამ ვიცით რას ვწერთ, ისევე, როგორც მე ვიცოდი რა დავაკომენტარე ამაზე არ იყო გამოდევნება საჭირო :)
სულ ეს არის...
იუმორი მე ვერსად დავინახე ზემო პოსტში, არადა ეგ საკითხი მესმის, ნამდვილად :)
ღამე მშვიდობის. გამიარა ნათია კაი ხნის წინ და ამ პროცესს არც გავლა ეწოდება ვგონებ :)
ყველამ ვიცით რას ვწერთ, ისევე, როგორც მე ვიცოდი რა დავაკომენტარე ამაზე არ იყო გამოდევნება საჭირო :)
სულ ეს არის...
იუმორი მე ვერსად დავინახე ზემო პოსტში, არადა ეგ საკითხი მესმის, ნამდვილად :)
ღამე მშვიდობის.
38. შენი აზრიც გასაგებია, მარი :)
დამაცადოთ იქნებ,მინდა ცოცხალი კლასიკოსი ვიყო, ვააახ! :D
გადამრევს ეს ხალხი, კი არ დაგაყენებენ შენს ადგილზე :) :D შენი აზრიც გასაგებია, მარი :)
დამაცადოთ იქნებ,მინდა ცოცხალი კლასიკოსი ვიყო, ვააახ! :D
გადამრევს ეს ხალხი, კი არ დაგაყენებენ შენს ადგილზე :) :D
37. ლალის მადლობა, რომ წაიკითხა. საინტერესოა თქვენი მოსაზრების მოსმენა. მაინც ვერ დაგეთანხმებით,იმაში, რომ მაინცდამაინც ის უნდა დავტოვო, რაც მხოლოდ თქვენ მოგეწონათ. :)
დადუ, გასაგებია რომ დაგღალათ ნაწერმა, არაფერია, გაგივლით :)
დედი ანუ კრავაი ზვერელო, ჩემი თხოვნა იქნება თუ არ განმარტავთ თქვენს წინა კომენტარს, მაინც არ გაიგებენ, ალბათ, სწორად. :)
საინტერესოა ლიტ.პორტალზე ნაწერის დადება, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ - ერთნი ნაწერს დამღლელად ჩათვლიან "სათქმელი ჩახვეულია და სიღრმეში ბრუნავს და აღარ ამომასუნთქა", მეორენი კი პირიქით, იტყვიან: " რა მოუხებოდა ტექსტს?ძლიერი ,ჭკვიანური ფრაზა ან აზრები".
ზუსტად ვიცი რას ვწერ მეგობრებო :)
ასე რომ, სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდებ სრულიად ურაკ-მოქალაქეობას. დესტაბილიზაცია არ გვჭირდება :)
მცირედი გრძნობა იუმორისა, არ გვაწყენდა,ამხანაგებო :D ლალის მადლობა, რომ წაიკითხა. საინტერესოა თქვენი მოსაზრების მოსმენა. მაინც ვერ დაგეთანხმებით,იმაში, რომ მაინცდამაინც ის უნდა დავტოვო, რაც მხოლოდ თქვენ მოგეწონათ. :)
დადუ, გასაგებია რომ დაგღალათ ნაწერმა, არაფერია, გაგივლით :)
დედი ანუ კრავაი ზვერელო, ჩემი თხოვნა იქნება თუ არ განმარტავთ თქვენს წინა კომენტარს, მაინც არ გაიგებენ, ალბათ, სწორად. :)
საინტერესოა ლიტ.პორტალზე ნაწერის დადება, თუნდაც მხოლოდ იმისთვის, რომ - ერთნი ნაწერს დამღლელად ჩათვლიან "სათქმელი ჩახვეულია და სიღრმეში ბრუნავს და აღარ ამომასუნთქა", მეორენი კი პირიქით, იტყვიან: " რა მოუხებოდა ტექსტს?ძლიერი ,ჭკვიანური ფრაზა ან აზრები".
ზუსტად ვიცი რას ვწერ მეგობრებო :)
ასე რომ, სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდებ სრულიად ურაკ-მოქალაქეობას. დესტაბილიზაცია არ გვჭირდება :)
მცირედი გრძნობა იუმორისა, არ გვაწყენდა,ამხანაგებო :D
36. დადუს ვეთანხმები და კლასიკად აღიარება მართლა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია:) სიმსუბუქე აკლია ნაწერს,ოღონდ სიმსუბუქეში იმას არ ვგულისხმობ რომ მარტივი ენით იყოს დაწერილი და ნაკლები საფიქრალი,არა თხრობის სტილს ვგულისხმობ,ანუ მკითხველი არ უნდა დაიღალოს მეორევე აბზაცზე და უინტერესოდ გააგრძელოს კითხვა. ანუ ცოტა აკლია ასე ვთქვათ ის მთავარი პლიუსი რასაც ქვია რომ ნაწერი გიტრევს და "გაიძულებს"ბოლომდე წაიკითხო:) ხოდა მაღალაფარდოვან სიტყვებზე თუ დიალოგებზე და ა.შ ბევრჯელ მითქვამს ამ ავტორთან. დადუს ვეთანხმები და კლასიკად აღიარება მართლა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია:) სიმსუბუქე აკლია ნაწერს,ოღონდ სიმსუბუქეში იმას არ ვგულისხმობ რომ მარტივი ენით იყოს დაწერილი და ნაკლები საფიქრალი,არა თხრობის სტილს ვგულისხმობ,ანუ მკითხველი არ უნდა დაიღალოს მეორევე აბზაცზე და უინტერესოდ გააგრძელოს კითხვა. ანუ ცოტა აკლია ასე ვთქვათ ის მთავარი პლიუსი რასაც ქვია რომ ნაწერი გიტრევს და "გაიძულებს"ბოლომდე წაიკითხო:) ხოდა მაღალაფარდოვან სიტყვებზე თუ დიალოგებზე და ა.შ ბევრჯელ მითქვამს ამ ავტორთან.
35. :) შედარებაც ამას ჰქვია :)
რომელ გამოცდილებს იმოწმებთ ? და ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არაა "კლასიკად" მოხსენიება? :)
აქ უბრალოდ სიმართლის თქმას, ურჩევნიათ კარგი თქვან ხშირად, უფრო ადვილიცაა და ნაკლებ სადაოც, რომ მაგალითად ისე არ მოგიბრუნდნენ, როგორც თქვენ მომიბრუნდით ქალბატონო კრავაი ზვერელო...
ტექსტი მდორედ და მძიმედ მიდის... სათქმელი ჩახვეულია და სიღრმეში ბრუნავს და აღარ ამომასუნთქა... ამიტომაც იყო დამღლელი... ჩემ ნაკითხობაზე კი თქვენი საუბარი, სულ ცოტა უხერხულია, რამეთუ წარმოდგენაც არ გაქვთ ამ საკითხზე...
ძალიან არ მესიამოვნა ეს კომენტარი! :) შედარებაც ამას ჰქვია :)
რომელ გამოცდილებს იმოწმებთ ? და ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არაა "კლასიკად" მოხსენიება? :)
აქ უბრალოდ სიმართლის თქმას, ურჩევნიათ კარგი თქვან ხშირად, უფრო ადვილიცაა და ნაკლებ სადაოც, რომ მაგალითად ისე არ მოგიბრუნდნენ, როგორც თქვენ მომიბრუნდით ქალბატონო კრავაი ზვერელო...
ტექსტი მდორედ და მძიმედ მიდის... სათქმელი ჩახვეულია და სიღრმეში ბრუნავს და აღარ ამომასუნთქა... ამიტომაც იყო დამღლელი... ჩემ ნაკითხობაზე კი თქვენი საუბარი, სულ ცოტა უხერხულია, რამეთუ წარმოდგენაც არ გაქვთ ამ საკითხზე...
ძალიან არ მესიამოვნა ეს კომენტარი!
34. ზემდეტად მაღალფაროდოვანი ენითაა დაწერილი. ტექსტის შეკვეცით და გადამუშავებით ამ მხრივ ..მხოლოდ მოიგებს ნაწერი. იყო ის რაც მომეწონა.
რა მოუხებოდა ტექსტს?ძლიერი ,ჭკვიანური ფრაზა ან აზრები,რომელსაც''ჩესნად''მიაწერდით ამ ''ბაობაბს'':)ანუ კარგ ავტორს სულ აქვს ასეთი ფრაზები და ამ ტექტში კარგად მოუძებნიდა ''მისამართს''და გამოყენებას. ცხადია ნაწერის შექების ხარისხიკომენტარებში რაც ვნახე ჩემი აზრით გადაჭარბებულია.
პორტალური დონის გათვალისიწნებით კი 5 იმსახურებს.
გარკვეული მოსაზრებების გამო ამას გადავიტან მიხო მოსულიშვილის არმურზე,ავტორი თუ ნებას მომცემს ცხადია .
ზემდეტად მაღალფაროდოვანი ენითაა დაწერილი. ტექსტის შეკვეცით და გადამუშავებით ამ მხრივ ..მხოლოდ მოიგებს ნაწერი. იყო ის რაც მომეწონა.
რა მოუხებოდა ტექსტს?ძლიერი ,ჭკვიანური ფრაზა ან აზრები,რომელსაც``ჩესნად``მიაწერდით ამ ``ბაობაბს``:)ანუ კარგ ავტორს სულ აქვს ასეთი ფრაზები და ამ ტექტში კარგად მოუძებნიდა ``მისამართს``და გამოყენებას. ცხადია ნაწერის შექების ხარისხიკომენტარებში რაც ვნახე ჩემი აზრით გადაჭარბებულია.
პორტალური დონის გათვალისიწნებით კი 5 იმსახურებს.
გარკვეული მოსაზრებების გამო ამას გადავიტან მიხო მოსულიშვილის არმურზე,ავტორი თუ ნებას მომცემს ცხადია .
33. =))
კრავაი :-* =))
კრავაი :-*
32. ისევ მოვედი, ბოლო მოთხრობის მერე, დამეთანხმებიან გამოცდილნი და თითქმის კლასიკაა ეს ნაწარმოები. 30-ე კომენტარზე დეისაძე გამახსენდა, დსტოევსკი რომ არ უყვარს.სქელი წიგნების გამო.
ეს ისე, თორემ არც ნათიაა დოსტოევსკი და არც დადუა დეისაძე. ისევ მოვედი, ბოლო მოთხრობის მერე, დამეთანხმებიან გამოცდილნი და თითქმის კლასიკაა ეს ნაწარმოები. 30-ე კომენტარზე დეისაძე გამახსენდა, დსტოევსკი რომ არ უყვარს.სქელი წიგნების გამო.
ეს ისე, თორემ არც ნათიაა დოსტოევსკი და არც დადუა დეისაძე.
31. დაისვენე :) დაისვენე :)
30. დამღალა თხრობამ... დამღალა თხრობამ...
29. გმადლობთ, კრავაი-დე. გმადლობთ, კრავაი-დე.
28. ეს ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია ,არამარტო შენს მოთხრობებს შორის.
აქ ისაა,სწორედ, დიდთა რომ სჩვევიათ:სიმდაბლე,უბრალოება,სიბრძნე... ეს ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია ,არამარტო შენს მოთხრობებს შორის.
აქ ისაა,სწორედ, დიდთა რომ სჩვევიათ:სიმდაბლე,უბრალოება,სიბრძნე...
27. მეც მომენატრე,ოთი :-* მეც მომენატრე,ოთი :-*
26. მოგიკითხე,მომენატრე. მოგიკითხე,მომენატრე.
24. ეხლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა, საოცრად გაქვთ გადმოცემული განცდები, ხო მთვარე ძალიან განსხვავებულია ევროპულ სოფლებში , ზალიან დაბლა მოჩანს ჰორიზონტზე და უფერულია გახუნებული, საქAეთველოში ცა მაღლაა, , მთვარეც და ვარსკლავეთით მოჭედილია, ასეთს ვერსად ვერ ნახავ, ეხლა წავიკითხე და ძალიან მომეწონა, საოცრად გაქვთ გადმოცემული განცდები, ხო მთვარე ძალიან განსხვავებულია ევროპულ სოფლებში , ზალიან დაბლა მოჩანს ჰორიზონტზე და უფერულია გახუნებული, საქAეთველოში ცა მაღლაა, , მთვარეც და ვარსკლავეთით მოჭედილია, ასეთს ვერსად ვერ ნახავ,
21. ხო და, კიდევ, ნობელის პრემიაზე არ ვიტყოდი უარს. შენ? :-?
:D ხო და, კიდევ, ნობელის პრემიაზე არ ვიტყოდი უარს. შენ? :-?
:D
20. გმადლობთ, ყველას უკლებლივ :)
კიტრუშ, აქტივობა შეინიშნება შენი მხრიდან გადაჭარბებულიგავარაკებული :D ბაჰაადინის იგავის გარეშეც მოგვეხსენება - სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უზნეო (:D) საქციელი რომაა :D გმადლობთ, ყველას უკლებლივ :)
კიტრუშ, აქტივობა შეინიშნება შენი მხრიდან გადაჭარბებულიგავარაკებული :D ბაჰაადინის იგავის გარეშეც მოგვეხსენება - სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა უზნეო (:D) საქციელი რომაა :D
19. გაგახარა ღმერთმა, ძალიან კარგია და შენს სხვა ნაწერებსაც გადავხედავ... 5 გაგახარა ღმერთმა, ძალიან კარგია და შენს სხვა ნაწერებსაც გადავხედავ... 5
18. ეს წაკითხული მაქვს და მომწონს. ეს წაკითხული მაქვს და მომწონს.
17. ყოჩაღ ნათი მაგარია მომეწონა კიდევ წავიკითხავ სიამოვნებით............ 2+ ყოჩაღ ნათი მაგარია მომეწონა კიდევ წავიკითხავ სიამოვნებით............ 2+
16. ძალიან მაგარია და მიუხედავად სიდიდისა,მაინც არ მეყო კვაზიმოდო. 2011-07-23 03:55:34
იგივე გრძნობა დამეუფლა მეც ,ძალიან კარგია ,როგორც ყოველთვის :-* +2 ძალიან მაგარია და მიუხედავად სიდიდისა,მაინც არ მეყო კვაზიმოდო. 2011-07-23 03:55:34
იგივე გრძნობა დამეუფლა მეც ,ძალიან კარგია ,როგორც ყოველთვის :-* +2
14. „მაშინ შევცოდე, როცა მიწას არ მივაჯაჭვე და განმარტოებით საათობით ჯდომა და ფიქრი არ ავუკრძალეო“ – საკუთარ თავშიც ეძებდა დანაშაულს... რაღას იზამდა?! შეელია და გაუშვა, ძალიან ახლობელია ეს ყველაფერი ჩემთვის...:-(
ძალიან მომეწონა საოცარი სიმშვიდე მომიტანა...წააკითხეთ მსოფლიოს ასეთი ნაწერები და ომი აღარ იქნება...:) სიამოვნებით ავირჩევდი თავფურცელზე...ასეთი უნდა იყოს მწერალი, როგორიც ის თეთრთმიანი "ბაობაია".... მშვიდი და გარშემო შუქს უნდა აფრქვევდეს ... 555555 „მაშინ შევცოდე, როცა მიწას არ მივაჯაჭვე და განმარტოებით საათობით ჯდომა და ფიქრი არ ავუკრძალეო“ – საკუთარ თავშიც ეძებდა დანაშაულს... რაღას იზამდა?! შეელია და გაუშვა, ძალიან ახლობელია ეს ყველაფერი ჩემთვის...:-(
ძალიან მომეწონა საოცარი სიმშვიდე მომიტანა...წააკითხეთ მსოფლიოს ასეთი ნაწერები და ომი აღარ იქნება...:) სიამოვნებით ავირჩევდი თავფურცელზე...ასეთი უნდა იყოს მწერალი, როგორიც ის თეთრთმიანი "ბაობაია".... მშვიდი და გარშემო შუქს უნდა აფრქვევდეს ... 555555
13. ამბობენ, კასრ ალ-არიფინში ერთხელ გვალვა დადგაო. სოფლელები ოსტატ ბაჰაადდინ ნაკშბანდთან მივიდნენ და სთხოვეს, წვიმისთვის ელოცა. მან ხალხი ქუჩაში გაიყვანა და იქამდე ატარა ქუჩებში, სანამ ერთ ჩვილ ბავშვიან ქალს არ გადაეყარა. _ გევედრები, აჭამე შენს შვილს! _ სთხოვა მას ოსტატმა. _ ჩემი შვილია და მე უკეთ ვიცი ვიცი, როდის უნდა ვაჭამო და როდის არა, _ მიუგო ქალმა, _ რატომ ყოფ ცხვირს იმ საქმეში, რომლისაც არაფერი გაგეგება? ბაჰაადინმა ბრძანა, ქალის ნათქვამი ჩაეწერათ და სახალხოდ წაეკითხათ. =)) ამბობენ, კასრ ალ-არიფინში ერთხელ გვალვა დადგაო. სოფლელები ოსტატ ბაჰაადდინ ნაკშბანდთან მივიდნენ და სთხოვეს, წვიმისთვის ელოცა. მან ხალხი ქუჩაში გაიყვანა და იქამდე ატარა ქუჩებში, სანამ ერთ ჩვილ ბავშვიან ქალს არ გადაეყარა. _ გევედრები, აჭამე შენს შვილს! _ სთხოვა მას ოსტატმა. _ ჩემი შვილია და მე უკეთ ვიცი ვიცი, როდის უნდა ვაჭამო და როდის არა, _ მიუგო ქალმა, _ რატომ ყოფ ცხვირს იმ საქმეში, რომლისაც არაფერი გაგეგება? ბაჰაადინმა ბრძანა, ქალის ნათქვამი ჩაეწერათ და სახალხოდ წაეკითხათ. =))
12. კიტრანა. 2011-07-23 09:09:32
შენს "კლოუნიზმს" დააყენებდე იქნება და "ტანტრას" ჩაღრმავებოდი იქნება და გშველის რა იცი:D კიტრანა. 2011-07-23 09:09:32
შენს "კლოუნიზმს" დააყენებდე იქნება და "ტანტრას" ჩაღრმავებოდი იქნება და გშველის რა იცი:D
11. ვერცხლისფერი ელექტრონებით განათებული- ელექტრონებს ფერი აქვთ? "ნობელის პრემია" გარანტირებულია =)) ვერცხლისფერი ელექტრონებით განათებული- ელექტრონებს ფერი აქვთ? "ნობელის პრემია" გარანტირებულია =))
10. მოეწონა კვაზი უმახინჯესს!+უსასრულობა;) ძალიან მაგარია და მიუხედავად სიდიდისა,მაინც არ მეყო:) მოეწონა კვაზი უმახინჯესს!+უსასრულობა;) ძალიან მაგარია და მიუხედავად სიდიდისა,მაინც არ მეყო:)
9. ეს იმ ავტორის გვერდია,საიდანაც მუდამ სუნთქვაშეკრული გავდივარ... ყოველთვის მიჭირს კომენტარის დაწერა,თუმცა ახლა ამომეთქვა:
ბრავო! ბრავო! ბრავო!;) ეს იმ ავტორის გვერდია,საიდანაც მუდამ სუნთქვაშეკრული გავდივარ... ყოველთვის მიჭირს კომენტარის დაწერა,თუმცა ახლა ამომეთქვა:
ბრავო! ბრავო! ბრავო!;)
8. sataurebs xatav da prozas ras uzam shen))) mezareba wakitxva sorry sataurebs xatav da prozas ras uzam shen))) mezareba wakitxva sorry
7. არააა, არ იწვალო :D მოგიყვები მოკლე შინაარს :D :-* არააა, არ იწვალო :D მოგიყვები მოკლე შინაარს :D :-*
6. ბუციტოო ახლა ვნახე ეს და შემოვიხედე ამიტომ:-*საღამოს წავიკითხავ ამას მე და ჩემს იალაპურ აზრს მოგახსენებ კაი?;;) ;;) ;;)
日本:-* ბუციტოო ახლა ვნახე ეს და შემოვიხედე ამიტომ:-*საღამოს წავიკითხავ ამას მე და ჩემს იალაპურ აზრს მოგახსენებ კაი?;;) ;;) ;;)
日本:-*
5. ბ-ნ მიშას და ქ-ნ მანანას - მადლობა და თითო-თითო ღიმილი :) :) ბ-ნ მიშას და ქ-ნ მანანას - მადლობა და თითო-თითო ღიმილი :) :)
3. კარგადაა ნაწერი! კარგადაა ნაწერი!
2. მადლობა, თე :-* მადლობა, თე :-*
1. ვიცოდი მე ეს;;) კიდევ წავიკითხავ, ცოტა მოგვიანებით და დიდი სიამოვნებით.
ვიცოდი მე ეს;;) კიდევ წავიკითხავ, ცოტა მოგვიანებით და დიდი სიამოვნებით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|