ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პროზა
17 აპრილი, 2011


ის _ დედა

  კატიეს

აი, ახლაც, როცა სარკეში ჩაიხედა – გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ ახალგაზრდული იერი აქვს,
უშნოც არ ეთქმის – თვალები მართლაც რომ ლამაზი აქვს, ცხვირიც თხელი და ნაზი,
საფეთქელთან ცისფერი ძარღვიც – თითქოს ხიბლს ჰმატებს.  მაღალი კისერი და მრგვალი მხრები,
თეთრი ხელები –
და მაინც,  აგერ უკვე ხუთი წელია  – მიტოვებული და  მდუმარეა... 
  არა მარტო ის  – მისი შვილებიც.
  უკვე რამდენი გაზაფხულია – მნათობის სითბოს და ყვავილების სუნს შვილები
მისთვის ეზიდებიან და მათით ხარობს.
  ნელ–ნელა სახლის კარიც გახსნა და ქალაქის მტვრიან სივრცეს შეერწყა.
ხოოო, თანაც უკვირს, რომ მასზე თითით არვინ აჩვენებს და არ იცინის!!! 
მიტოვებული და მდუმარეა...
    თავჩაქინდრული –  იშვიათად თუ აპარებს მზერას და თვალებს მალავს...
  სახლი და ბაღი _სახლის პირდაპირ, ბაღი და სახლი_ბაღის პირდაპირ – მთელი სამყარო მისთვის ეს არის!
    *  *  *
  ოჰ, ნატავ ზევით არ ამოეხედა!!! რაღა უყოს სულს აღელვებულს და ამღვრეულს?!  რით დაამშვიდოს?!
იმ კაცის მზერამ ეს ყინული ლაზერით გაჭრა...
მისმა თვალებმა სულის უკუნში  გაიელვეს და დაეჭდნენ გულს.
მაგრამ სულ ტყუილად შეეშინდა და შეცბუნდა ის...
იმ თვალებიდან მხოლოდ მისთვის, სითბოს წყარო  სჩქეფს!!! 
ბედნიერია, რომ იცოდეთ რა ხდება მის თავს! ის ისევ გრძნობს, რომ დაუბრუნდა ამ დედამიწას...
ის ისევ უყვართ... 
ის ქალია... 
ის ისევ სუნთქავს!
            *  *  *
ბედნიერების ათასი წამი, ათი ათასი...
ფერების აღქმა...
სიხარულით და გზნებებით სავსე შარბათი...
თავბრუდახვევა და ათასგზის გრძნობების აღთქმა!
რამდენი სითბო  მოუტანა ამ ერთმა კაცმა!!!
უყვარს და ტკბება, ტკბება და უყვარს...
თავს მაღლა სწევს და თვალებს ვერ მალავს...

            *  *  *
შვილების მიერ ფოთოლ–ფოთოლ მოკრეფილი შემოდგომა და მზის სხივები
კარის ზღურბლთანვე ჰკარგავენ სურნელს.
ბავშვებს თვალები დაენამათ ... დედას ნატრობენ... ნელ–ნელა ცრემლიც მოერიათ. 
დედაც გრძნობს ამას და სიხარულის ათასი წამი ნელ–ნელა უკან დაიწყებს ათვლას...
ქალი დუღს,  ქალში ერთმანეთს ებრძვის ქალი– ქალი  და  ქალი – დედა:
– რა უყოს ამ გულს?! რით ჩაახშოს ?! რა მოუხერხოს?!
         


     
      *  *  *
„– ნუღარ მომძებნი... შენ არ ხარ ის – ვინც მე მაცოცხლებს! ნუღარ მომძებნი!“...
„– აღარასოდეს აღარ მოვალ – თუკი ასე გსურს! მე ვხვდები მიზეზს – უფრო მიყვარხარ! გიკოცნი მაგ სულს!“
     
    *  *  *
უკვე რამდენი  გაზაფხულია – მნათობის სითბოს და ყვავილების სუნს შვილები მისთვის ეზიდებიან და .............




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები