ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხუჭუჭა13
ჟანრი: პოეზია
8 აპრილი, 2011


დ ა ღ ლ ა

დ ა ღ ლ ა

გიყვართ?

- მაშ, გალაკტიონს

არც ჰყვარებია მერი!

ბარათაშვილის პატრიოტიზმიც

ღიმილს მოგგვრით და მეტიც:

სულ უარყავით გარდასულ დრონი,

ცხოვრობთ უაზროთ, შურით!

ჩვენ, ქართველები, რჩეულ ღვთისმშობლის,

საყდარს ვძარცვავთ და მეტიც:

ევას და ადამს ცოდვას ცოდვა სდევს

ყოველ დღისით და ღამით,

გამქრალა გრძნობა მონანიების…

არვინ პატიობს არვის?!

დაუფიქრებლად დააბიჯებენ,

არც იაზრებენ წამით;

გახსოვთ, ერეკლე რამდენს ფიქრობდა,?

ან თამარ მეფე, ნაზი.

გახსოვთ, ილიას შეგონებანი,

გორგასლის მტკიცე ხმალი,

მონღოლმა როგორ გაანადგურა

ჩვენი ლამაზი ხალხი.

მიუხედავად ჩვენი წარსულის,

დამონებიხართ დაღლას,

არც კი ცდილობთ, რომ  ბრძოლით იცოცხლოთ,

ზარმაცი... შორს ვერც წავა!

სჯობს გავიღვიძოთ მალე, ქართველნო,

სული გაგვიტყდა მრავლად!

ყველამ აკეთეთ თქვენ-თქვენი საქმე

ჩვენ არც გვჩვევია დაღლა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები