ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა პრინცი
ჟანრი: პროზა
29 მარტი, 2011


მერე... (მინიატურა)

მერე რა იქნება იცი? მერე პორტირებით წავალთ სტუმრად და სამსახურში. აღარ იქნება მანქანები, გზები, ველოსიპედები, იქნება ფეხით სასეირნო ბილიკები, მფრინავი ბილიკები... აიყრება ძველი გზები- ასფალტი, ქვაფენილი და ყველგან უამრავი მცენარეები დაირგვება.. სათამაშო მანქანებიც აღარ იქნება.. ვერც მე მოვასწრებ მანქანის ტარების სწავლას ... პორტირების კაფსულები ჯერ ცოტა იქნება და ამიტომ სასამხურებში დაგვაგვიანდება ხოლმე. მერე რო გა-ბევრ-დება, ნებისმიერ ადგილას პორტირებით მოხვედრა შეგვეძლება.. სამსახურიდან შესვენებზე ნიცაში დაპორტირდები, მაღაზიაში - მილანში.. თავიდან ძლაინ ძვირი იქნება, მერე ”ბანანი ნოკია”-სავით გაიაფდება და მერე სურვილებიც დაცოტავდება, ოცნებები დაგვავიწყდება, ქვაფენილი მოგვენარტება .. სამაგიეროდ მცენარეები აყვავდება, ჟანგბადი გაჯანსაღდება, ოზონის შრე დაიხურება, ახალი ცხოველები დაიბადება ”fake plastic trees" აღარ იქნება, და პლანეტის უკანასკნელი ცოცხალი ხის ძეგლი პოლიეთილენის ბალახიან ეზოში აღარ დაიდგმება.. მერე სიზმრები რეალურად მოგვეჩვენება - სიზმრებში პორტირებაც დაემატება! თანავარსკვლავედებზე დამალობანაც გაპიარდება- ახალი რეალითი შოუ იქნება .
ჩემ ვარსკვლავზე ჰამაკი და თუთის ხე იქნება..
მობილურის მაგივრად რა იქნება? მარტოობა აღარ იქნება? საკუთარი არაფერი აღარ დარჩება! 1 საათში მთელი ცხოვრების გავლა შეგეძლება ... მერე მე ფეხით სეირნობას გამოვიგონებ და ლუნა პარკს ნამდვილ მთვარეზე გვაკეთებ. მერე ყველაფერი მომბეზრდება და ახალ მანქანას გამოვიგონებ და მერე მანქანები თავიდან მოდაში შემოვა ისევ გზები დაიგება, ოღონდ მფრინავი გზები და .. მერე მანქანის პორტირებაც შემოვა, აი იჯდები მანქანში და ხან სად  გაჩნდები და ხან სად ) მერე მანქანები ავეჯად გადაიქცევა და სახლებში გვეყოლება, მერე ასე ვიტყვით ”მანქანა გაქვს?” და არა ”მანქანა გყავს?” .
მერე დავიღლები ავდგები და წავალ ..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები