ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადაფრინდა ჩიტი
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2011


******************

როგორც უძირო ლურჯი ზღვის პირზე ეცემა დილით რიჟრაჟის ტილო,
როგორც მთვარეა ხილული ცაზე და მდუმარებით რაღაცას ფიქრობს,
როცა ვერხვები იშრიალებენ და მიუძღვნიან სიბრძეს ბუნებას,
სწორედ ისე და ამ დროს ბუნებას, მისი ელფერი დაუბრუნდება...
როგორც უხილავ შვიდფერა რკალად ცისარტყელაზე აისახება,
ბუნების ძალა, მადლი ბუნების და ავდრისაგან გამოავდრაბა,
როცა დაისზე მწუხრი ეცემა და  ყვავილ-ბალახს ცვარად ედება,
სწორედ იმ წამში ეს უნდო გული ამ სილამაზეს არ დასჯერდება...
ისევე როგორც არაგვი მორბის და კუთხე-კუნჟილს მკვირცხლად ედება,
ისევე როგორც დიდი მყინვარი სამშობლოს მისსას დააცქერდება,
ისევე როგორც მთები ურიცხვი ბრძენნი და ქველნი კვლავაც მედგრდება,
ჩვენი სამშობლო დიადად, სწრაფად ბუნებისამებრ სწრაფლ დამშვენდება...
ისევე როგორც განთიადისას  ბუნება იწყებს გამოვიძებას,
ისევე როგორც გაზაფხულისას ზამთრის ძილისგან გამოფხიზლდება,
ისევე როგორც ჩაგრული ერი ძალას მოიკრეფს, აღორძინდება,
ღვთისმშობლის მიერ ნაურთხი მხარე კვლავგაიხარებს და გაბრწყინდება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები