ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
2 აპრილი, 2011


მსუბუქი ლექსი... (საგაზაფხულო)

ფერუმარილში ამოგვანგლილ ამინდს ვაქეზებ
და ალიონზე გარდატეხა ხდება აპრილის...
რა-რიგ შეცვლია ყველა ნირი ღამეს და ქუჩებს -
აფეთქებული ტყემლები აქვთ გულზე დაყრილი.

გამთენიაა... მწიფე პიტნის სურნელი მო(ს)ჩანს...
და როგორ მინდა ჩემს სარკმელთან ისევ გაღვივდე!
მაშინდელივით ხავერდიან ბალახში - როცა
ასხმა იები(ს) უღიმოდნენ მარტის ამინდებს...

ზეცაზე აკრავს ანგელოსი ცისფერ თეთრეულს
უღრუბლო ცაა... (შიგადაშიგ თუ წამოწვეთავს)
როცა ბალახში ჩაპნეული ია იღვიძებს...
და გაზაფხული ჩვენს ფანჯრებთან სიყვარულს ძერწავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები