ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
4 აპრილი, 2011


(ჩემი აივნიდან)

ჩემი აივნის გისოსებიდან მოზაიკურად
აღგიქვამ… თუნდაც გისოსებს მიღმა, როცა მიყურებ…
აპრილის თქეში ( თანდაყოლილი ნოტიო ნიავს ) –
- იავნანაა.

ხეებზე ახლაც, ზამთრის არ იყოს, ნაფერთალია,
ოღონდაც უფრო აჟიტირებულ სეზონის ხედით,
მტკვრის მდორე ტალღებს ისევ ატყვია ნაფეხურები
თვიმკვლელობის და სასახლის ირგვლივ მერცხლები სხედან-

-სამძიმარია.  სანაპიროზე  ჭადრების მარში
გადაყოლია მოჟამულ პროგნოზს,  დილის ლაქტოზას,
შენ კი ზიხარ და ფურცლავ, ლოცულობ, იხსენებ, არჩევ
მოძღვართან სწორ გზას, შენგან სხვაობით ისიც მარტო ზის..

და დოპინგია აპრილისათვის, სულ მცირე დოზა
გისოსებიდან მოზაიკურად აღქმული ხედი,
ჩემო ნინევი შორს მყოფ თვალებმა ირაკლი მოკლეს,
გამთენიაა და მის ცხედართან მერცხლები სხედან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები