ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭა
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2011


ბოშა ქალი

ბოშა  ქალი ისე ცეკვავს ერთი,
კაბის ბოლო ალებია ცეცხლის,
ათრთოლებს და ატრიალებს მკერდით
თავგანწირვას,- მოჟღრიალე ვერცხლის.

შავ ნაკვერჩხლებს გაგიტარებს გულში,
გამოხეედვა წრფელი აქვს, თან მრუში,
ბოშა ქალი-მოცეკვავე ცეცხლი,
ბოშა ქალი-მოჟღარუნე ვერცხლი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები