ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ყალიჩავა
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2011


9 აპრილი

ცხრა აპრილია, ღმერთმა შერისხოს,
ყველა, ტყვიის და ომის მომგონი,
პატარა ბავშვი იასამნებით,
ბაკუნით მიდის ეკლესიისკენ.
ცაზე კი,  წვება მუქი ღრუბლები,
აუწყვეტია ნადირთა ხროვას,
ამდენი გმირი ჯერ არ უნახავთ,
ერთი სული აქვთ, რომ მიესიონ
გატანჯულ ჭაბუკთ, ქალებს, პატარებს,
და დაიოკონ სისხლით წყურვილი.
მაგრამ,  ქართველი რის ქართველია,
თუ მტერს თავისი ნებით დანებდა,
სიკვდილთან ერთად თუ არ იმღერა,
და პირმცინარი არ შეხვდა ტყვიას!...

ეკლესიის წინ, პატარა გოგო,
წევს ფილაქანზე შავი თვალებით,
პატარა გოგოს მკერდზე უწყვია,
ოდნავ შემჭკნარი იასამნები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები